ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2015
ძალის დაკარგვა 08.05.2018
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.113.016215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 460 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2015 მიღება
08.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში
2 სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)
3 საძოვარი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)
4 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ტერიტორია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №8 2015 წლის 4 თებერვალი ქ. ოზურგეთი  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსი მე-7 მუხლის პირველი ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. შემოღებულ იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი  გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №13 დადგენილება. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია ადგილობრივი  გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 40 000 -დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1.0 პროცენტი. მუხლი 4🔗 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია: № მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა  1 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო 73  2 სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული) 20  3 საძოვარი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული) 16  4 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები 3 2. ტყის მიწებზე (რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით) ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ოდენობით. მუხლი 5🔗 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია: №               ტერიტორია საბაზისო განაკვეთი (ლარი) ტერიტორიული კოეფიციენტი გადასახადის განაკვეთი 1მ​2 (ლარი) 1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში          0.24             1.1          0.264 მუხლი 6🔗 1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: ა) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვადრატულ მეტრს; ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 24 კვადრატულ მეტრს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი. მუხლი 7🔗 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები, დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.