ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2015
ძალის დაკარგვა 07.02.2017
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 962 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2015 მიღება
07.02.2017 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
ჯილდო
ერთჯერადი ფულადი ჯილდო
მუხლი 2
წარმატებული სპორტსმენი
საქართველოს ჩემპიონატის ტურნირებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ასევე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატის ტურნირებში
მუხლი 2
წარმატებული მწვრთნელი
ამ მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი
მუხლი 2
წარმატებული ახალგაზრდა
მუნიციპალიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი დაწესებულებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლე, ასევე ახალგაზრდა, რომელმაც დაიკავა I, II, III საპრიზო ადგილი საქართველოსა და საერთაშორისო კონკურსებში, მედია-პროექტში გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელით, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლის ვერცხლისა და ოქროსმედალოსანი   მოსწავლე
მუხლი 2
წარმატებული პედაგოგი
ამ  მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული ახალგაზრდის პედაგოგი
მუხლი 2
წარჩინებული სტუდენტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რომლის შეფასება წინა სასწავლო სემესტრში თითოეულ საგანში  არის 91 – 100 ქულა და რომელიც რეგისტრირებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №7 2015 წლის 27 თებერვალი ქ. ჭიათურა ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის თანდართული  წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი დანართი №1 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი არეგულირებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან წარმატებული ახალგაზრდებისა და პედაგოგების დაჯილდოების წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო; ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს ჩემპიონატის ტურნირებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ასევე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატის ტურნირებში; გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი; დ) წარმატებული ახალგაზრდა – მუნიციპალიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი დაწესებულებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლე, ასევე ახალგაზრდა, რომელმაც დაიკავა I, II, III საპრიზო ადგილი საქართველოსა და საერთაშორისო კონკურსებში, მედია-პროექტში გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელით, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლის ვერცხლისა და ოქროსმედალოსანი   მოსწავლე; ე) წარმატებული პედაგოგი – ამ  მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული ახალგაზრდის პედაგოგი; ვ) წარმატებული გუნდი - სპორტულ, ინტელექტუალურ, კულტურულ-შემოქმედებით  ჩემპიონატებსა და კონკურსებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელმაც დაიკავა  I  ან II ადგილი; ზ) წარჩინებული სტუდენტი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რომლის შეფასება წინა სასწავლო სემესტრში თითოეულ საგანში  არის 91 – 100 ქულა და რომელიც რეგისტრირებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მუხლი 3🔗. წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის დაჯილდოება 1. წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 600 ლარი;  II ადგილი – 400 ლარი; III ადგილი – 200 ლარი; ბ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 2200 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი; გ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 5000 ლარი; II ადგილი – 4000 ლარი; III ადგილი – 3000 ლარი; დ) ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 10000 ლარი; II ადგილი – 9000 ლარი; III – 8000 ლარი; 2. წარმატებული სპორტსმენის  მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 300 ლარი;  II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 150 ლარი;( არაუმეტეს 1000 ლარისა); ბ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი; გ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი –1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი; დ) ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 3000 ლარი; II ადგილი – 2000 ლარი; III – 1500 ლარი; 3. წარმატებულმა სპორტსმენმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა  (კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწოვანი სპორტმენის შემთხვევაში) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან; 4. წარმატებულმა მწვრთნელმა/დაწესებულების ხელმძღვანელმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) მწვრთნელის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან; მუხლი 4🔗. წარმატებული მოსწავლის/ახალგაზრდის  და პედაგოგის დაჯილოდება 1. წარმატებული ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) საერთაშორისო  ფესტივალებისა და კონკურსების  I ადგილი – 500 ლარი; II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200;  ბ) საქართველოს ფესტივალებისა და კონკურსების I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 100 ლარი; 2. წარმატებული ახალგაზრდის პედაგოგის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) საერთაშორისო  ფესტივალებისა და კონკურსების  I ადგილი – 400 ლარი; II ადგილი – 250 ლარი, III ადგილი – 150;  ბ) საქართველოს კონკურსების I ადგილი – 250 ლარი; II ადგილი – 150 ლარი; III ადგილი – 80 ლარი; 3. წარმატებულმა ახალგაზრდამ (კანონიერმა წარმომადგენელმა /პედაგოგმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული ახალგაზრდის (კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი არასრულწლოვნის შემთხვევაში)/პედაგოგის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან; მუხლი 5🔗. ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება 1. ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი სკოლის მოსწავლეების ფულადი ჯილდო განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) ოქროსმედალოსანი - 150 ლარი; ბ) ვერცხლისმედალოსანი - 100 ლარი; 2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექციამ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:  ა) წერილობითი განცხადება; ბ) ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი სკოლის მოსწავლეების სია; გ) სკოლის მოსწავლეთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სკოლის მოსწავლეთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიში ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან; მუხლი 6🔗. მედიაპროექტში გამარჯვებულის  დაჯილდოება 1. მედიაპროექტში გამარჯვებულის ფულადი ჯილდო განისაზღვრება  400 ლარის ოდენობით; 2. მედიაპროექტში გამარჯვებულმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მედიაპროექტში გამარჯვებულის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მედიაპროექტში გამარჯვებულის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) მედიაპროექტში გამარჯვებულის/კანონიერმა წარმომადგენლის ანგარიში ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან; მუხლი 7🔗. წარმატებული გუნდის დაჯილდოება 1. წარმატებული გუნდის ფულადი ჯილდო განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ჩემპიონატებისა და კონკურსების I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; ბ) საქართველოს ჩემპიონატებისა და კონკურსების I ადგილი – 400 ლარი; II ადგილი – 300 ლარი; გ) ევროპის ჩემპიონატებისა და კონკურსების I ადგილი – 600 ლარი; II ადგილი – 500 ლარი; დ) მსოფლიო ჩემპიონატებისა და კონკურსების I ადგილი – 800 ლარი; II ადგილი – 600 ლარი; 2. წარმატებულმა გუნდმა/კაპიტანმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული გუნდის მოთამაშეთა თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) წარმატებული გუნდის კაპიტნის ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. მუხლი 8🔗. წარჩინებული სტუდენტის დაჯილდოება 1. წარჩინებული სტუდენტის ფულადი ჯილდო განისაზღვრება 750 ლარის ოდენობით. 2. წარჩინებულმა სტუდენტმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის შესახებ); გ) ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან წინა სასწავლო სემესტრში თითოეულ საგანში მიღებული შეფასების შესახებ; დ) ანგარიშის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. მუხლი 9🔗. ჯილდოს გაცემის წესი ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.