ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2015
ძალის დაკარგვა 10.02.2016
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.105.016203
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,63 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.04.2022
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 16.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2015 წლის 6 თებერვალი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 8 ოქტმბრის N784 ბრძანებულების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
1.ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Cn=IMG X ITL X C X K, სადაც:
ა) Cn - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG-არის ზუგდიდის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.63-ს;
გ) ITL-არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს, რადგანაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ზონირება არ ხორცილდება;
დ) C-არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K-არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 150-ს.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლის მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
Cn
0,63
1
0,24
150
22,68
მუხლი 3🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 35%-ის ოდენობით და შეადგენს 7,9 ლარს.
მუხლი 4🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 5,67 ლარს.
მუხლი 5🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალ ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის N287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 11,34 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.
მუხლი 6🔗
სოფლებში ანაკლია, განმუხური - ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 80 %-ის ოდენობით და შეადგენს 18.14 ლარს.