„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №37 |
|
2015 წლის 5 თებერვალი ქ.თბილისი |
1. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შენობებზე შემდეგი მახასიათებლებით - განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით, K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6 000 მ2-მდე ფართობის, 22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების.“.
2. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრული, V კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების (გარდა ამ დადგენილების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტისა) მშენებლობის წარმოების ყველა ის ეტაპი, რომელიც ამ დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტის ნაწილების (გარდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევისა) მშენებლობის განხორციელებასთან არის დაკავშირებული.“.
3. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ამ დადგენილების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზეც დაგეგმილია მშენებლობა, გარდა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე დაგეგმილი შენობა-ნაგებობების მშენებლობისა.“.
4. 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) – არა უმეტეს 12 დღისა; IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, ბახმაროს, ბაკურიანის და ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის, აგრეთვე, ყველა კლასის იმ ობიექტებისათვის (გარდა V კლასისა), რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას - არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – არა უმეტეს 30 დღისა;
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში - არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) - არა უმეტეს 18 დღისა; IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის, ბახმაროს, ბაკურიანის და ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის, აგრეთვე, ისეთი ობიექტებისათვის, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – არა უმეტეს 20 დღისა;“.
5. 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება – არა უმეტეს 12 დღისა; IV და V კლასების შენობა-ნაგებობებისათვის, აგრეთვე, ისეთი ობიექტებისათვის, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და ბახმაროს, ბაკურიანის და ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის - არა უმეტეს 15 დღისა;“.
6. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობები.“.
|