ს.ს."ელეგანტი"-ის განცახება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს ,,ელეგანტის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

  2015 წლის 26 მარტს, დღის 15 საათზე თბილისში, გლდანის 1 მ/რ ( ყოფილი ავეჯის სახლი), მოწვეულია სს ,,ელეგანტის ” აქციონერთა მორიგი საერთო კრება;

  სს ,,ელეგანტის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2015 წლის6 თებერვალი.

 

დღის წესრიგი:

1. 2014 წლის წლიური ანგარიში საზოგადოების მოღვაწეობის შესახებ.

2. 2014 წელს მცირე აქციონერებისაგან აქციების გამოსყიდვის შესახებ.

3. მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

4. სხვადასხვა.

 

რეკომენდაციები

 

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

დამტკიცდეს 2014 წლის წლიური ანგარიში;

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

გაგრძელდეს მცირე აქციონერებისაგან აქციების გამოსყიდვა;

დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

საზოგადოების მოგება გადაირიცხოს სარეზერვო ფონდში.

 

   სს ,,ელეგანტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება მისამართზე:

 ქ. თბილისი, გლდანის 1 მ/რ (ყოფილი ავეჯის სახლი) დღის 15 სთ-ზე;

 კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოდგენილი საკითხები და მოსაზრებები განხილული იქნება კრებაზე;

 კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორში.

 ს.ს. ,,კავკასრეესტრი“ 0162 თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 74ა (მისასვლელი მოსაშვილის ქუჩა№11-დან. სართ. 2).

 

გენერალური დირექტორი                ზურაბ გამყრელიძე