„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 სექტემბრის N19 დადგენილებაში, ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2015 წლის 5 თებერვალი ქ. ოზურგეთი |
1. მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საბიუჯეტო დაგეგმვის და ბუღალტრული აღრიცხვების განყოფილება;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილება;
2. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. საბიუჯეტო დაგეგმვისა და ბუღალტრული აღრიცხვების განყოფილების ფუნქციებია:
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საბიუჯეტო დაგეგმვის და ბუღალტრული აღრიცხვების განყოფილება, წარმოადგენს სამსახურის განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;
ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;
დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ, სესხის აღებისა და გაცემის შესახებ;
ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ზ) მუნიციპალიტეტის მიერ, დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების, პროგნოზირებას;
თ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად;
ი) წინადადებების მომზადებას, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის ,თაობაზე;
კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული, სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მ) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;
ნ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად, ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;
ო) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;
პ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;
ჟ) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების, აღწერა-ინვენტარიზაციას;
რ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;
ს) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
|