საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 07.02.2015
ძალის დაკარგვა 05.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.016562
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№57
2015 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი);
ბ) შესაბამისი სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
გ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ფრანგული ან გერმანული ენის ცოდნა (სასურველია);
ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) „საქართველოს კონსტიტუცია“;
ბ) „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
გ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება;
ზ) „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება;
თ) ევროკავშირის ინსტიტუციონალური სტრუქტურა;
ი) ევროკავშირის ძირითადი ხელშეკრულებები:
ი.ა) მაასტრიხტის ხელშეკრულება (1992);
ი.ბ) ნიცის ხელშეკრულება (2001);
ი.გ) ლისაბონის ხელშეკრულება (2007);
კ) ევროკავშირის საკანონმდებლო პროცესი (Legislative process);
ლ) ევროკავშირის სამართლის პირდაპირი მოქმედების დოქტრინა (The Doctrine of Direct Effect of EU Law);
მ) ევროკავშირის სამართლისა და შიდა სამართლის ურთიერთმიმართება;
ნ) ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის:
ნ.ა) ძირითადი ასპექტები;
ნ.ბ) დღის წესრიგი;
ო) სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.