დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 06.02.2015
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.152.016211
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფაურის განსაზღვრის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2015 წლის 6 თებერვალი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის პირველი, მე-3 პუნქტების და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 34-ე, 36-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი (წლიური) საფასური განისაზღვროს ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 34-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილება (03/02/2011, 040090000.35.152.016029).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი