ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2015
ძალის დაკარგვა 01.09.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.167.016197
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები |
| 3 | კინოთეატრები და თეატრები |
| 4 | სკოლები, ინსტიტუტები, ლიცეუმი, საბავშვო ბაგა-ბაღები / საგანმანათლებლო დაწესებულებები |
| 5 | სასტუმროები, მათ შორის საოჯახო |
| 6 | საავადმყოფოები, სამშობიარო სახლები |
| 7 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები |
| 8 | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ტერიტორიები |
| 9 | სასურსათო მაღაზიები |
| 10 | სამრეწველო მაღაზიები |
| 11 | აფთიაქები და ვეტაფთიაქები |
| 12 | სასურსათო და სამრეწველო მაღაზიების, აფთიაქების და ვეტაფთიაქების სასაწყობე და დამხმარე ტერიტორიები |
| 13 | აგრარული ბაზრები |
| 14 | შერეული საქონლის ბაზრობები |
| 15 | ავტოსადგომები და საწყობები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების
შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2015 წლის 6 თებერვალი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების
შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის მოსაკრებლები:
ა) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა);
ბ) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურებისათვის;
გ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის;
დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
1. მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების ფართობის 1მ 2-ზე
1 ლარის ოდენობით;
ბ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობისათვის 1მ 2-ზე 0,30 ლარის ოდენობით;
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) შენობა- ნაგებობის შემთხვევაში:
ა.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში 500 ლარი;
ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში 300 ლარი;
ა.გ) განცხადების წარდგენიდან შვიდ სამუშაო დღეში 200 ლარი;
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) ერთ სულ მოსახლეზე ქ. ლაგოდეხის ტერიტორიაზე 0,50 ლარის ოდენობით;
ბ)იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება დანართის №3-ის შესაბამისად.
4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე კვარტალში 25 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 2500 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%ის ოდენობით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 50 000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 18%ის ოდენობით;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში 5 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗
მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს:
ა) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100 % - იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგა;
ბ) ამ მუხლით ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე;
გ) ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი მოქმედებს 2016 წლის პირველ იანვრამდე.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლების გადახდის თანდართული წესი (დანართი №1) და ქვითრის ტიპური ფორმა (დანართი№2).
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა თანდართული ფორმით (დანართი №3).
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს :
ა) ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ 2009 წლის 18 თებერვლის №11 დადგენილება;
ბ) ,,სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ 2012 წლის 6 იანვრის №3 დადგენილება;
გ) ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ“ 2014 წლის 14 ნოემბრის №65 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე
დანართი №1
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესი
წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი აწესრიგებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებამოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი), წარმოადგენს აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
4. ნარჩენების წარმომქმნელი – პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
5. ნარჩენი - ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განხრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს.
6. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
7. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ– სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, გარდა იმ პირებისა, რომელიც ცხოვრობს (ან/და იურიდიული მისამართია) მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებელის განაკვეთი, როგორც წესი, განისაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის – სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება ნარჩენები.
4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში, ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის, ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
8. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, აწარმოებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
9. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ, 30 დღის განმავლობაში, აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
10. ნარჩენების წარმომქმნელი მცხოვრების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
11. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
12. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით.
3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
4. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე, მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
5. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა), თითოეული მოსახლის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლისას, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ, წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია, აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
6. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან:
ა)მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პირები და დაღუპულთა ოჯახები;
ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და ქ. ლაგოდეხის საპატიო მოქალაქეები;
გ) ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები;
დ) ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ (ან/და მისი იურიდიული მისამართია) მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა;
ე) მრავალშვილიანი ოჯახები;
ვ) პირველი ჯგუფის ინვალიდი პირები;
ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ის იურიდიული პირები, რომლებიც 100% ფინანსდებიან ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1.მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
2. ქვითრის ტიპური ფორმის რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ნომერი; სახელმწიფო ხაზინის კოდი; მოსაკრებლის სახაზინო კოდი;
გ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
დ) გადასახდელი თანხა;
ე) გადახდის ვადა;
ვ) გადახდის ადგილი.
3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 10 დღის განმავლობაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებაზე
მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს.
დანართი № 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მოსაკრებლის გადახდის ქვითარი №____
ქ. ლაგოდეხი „_____“ „_______________“ „201__ წ“
გადამხდელი________________________________________________________________________
( სახელი, გვარი, პირადი ნომერი )
მისამართი___________________________________________________________________________
(დასახლებული პუნქტის დასახელება)
გადასახადის დასახელება:___________________________________________________________
(მოსაკრებლის დასახელება)
_____________________________________________________________________________________
(ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ნომერი, სახელმწიფო ხაზინის ნომერი, მოსაკრებლის სახაზინო კოდი)
გადასახდელი თანხა (მიმდინარე)_____________________________________________________
(თანხა ციფრებით და სიტყვიერად)
ნარჩენი თანხა (გასული თვის)________________________________________________________
(თანხა ციფრებით და სიტყვიერად)
სულ თანხა__________________________________________________________________________
(თანხა ციფრებით და სიტყვიერად)
გადაიხადა:_______________________________
(გადამხდელის ხელმოწერა)
მივიღე:__________________________________
დანართი №3
იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის და დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა
№
საქმიანობა
ზომის ერთეული
განაკვეთი თვეში /ლარებში/
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.10
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.20
3
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთ სავარძელზე
0.40
4
სკოლები, ინსტიტუტები, ლიცეუმი, საბავშვო ბაგა-ბაღები / საგანმანათლებლო დაწესებულებები
ერთ მოსწავლეზე
0.10
5
სასტუმროები, მათ შორის საოჯახო
მომსახურების ერთ საწოლზე
1.60
6
საავადმყოფოები, სამშობიარო სახლები
ერთ საწოლზე
1.00
7
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.20
8
სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ტერიტორიები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.02
9
სასურსათო მაღაზიები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.40
10
სამრეწველო მაღაზიები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.40
11
აფთიაქები და ვეტაფთიაქები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.40
12
სასურსათო და სამრეწველო მაღაზიების, აფთიაქების და ვეტაფთიაქების სასაწყობე და დამხმარე ტერიტორიები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.20
13
აგრარული ბაზრები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.08
14
შერეული საქონლის ბაზრობები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.08
15
ავტოსადგომები და საწყობები
ღია ფართის 1 კვ.მ.
0.20
დახურული ფართის 1 კვ.მ.
0.20
16
ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.30
17
ავტოსამრეცხაოები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.10
18
ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.10
19
აბანოები, საუნები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.20
20
სილამაზის სალონები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.40
21
სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.30
22
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები, სასაუზმეები, სახინკლეები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
1.00
23
საცხობები, საკონდიტროები, ლიმონათის საამქროები, საძეხვე საამქროები, სახაჭაპურეეები
სამუშაო ფართის 1 კვ.მ.
0.30
24
დისკოტეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.80
25
ვაგზლები, საავტომობილო სადგურები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.20
26
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.10
27
შსს სასაზღვრო პოლიციის №5 სამმართველო და პოლიცია
საერთო ფართის 1 კვ.მ.
0.20
შენიშვნა: იმ საკვირაო აგრარული ბაზრებისათვის, რომლებიც ფუნქციონირებენ კვირაში მხოლოდ ერთი დღე, საერთო ფართის 1მ 2-ზე დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვრება - 0,04 ლარი.