📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.02.2015
ძალის დაკარგვა 01.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №8/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016054
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,794 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.2015 მიღება
01.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №8/ნ 2015 წლის 10 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 19 თებერვლის №4/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს. 3.დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით. 4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების მხარდაჭერა და ამ მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და პროგრამული დავალებების პროექტების მომზადება; ბ) კოორდინაციის განხორციელება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებზე, გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (შემდგომში - სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტები) ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან (მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების განხორციელება) დაკავშირებულ საქმიანობაზე; გ) სამინისტროს მიერ, სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ამოცანების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; დ) ევროკავშირის სპეციალური პროგრამების (მათ შორის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამა) ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის მხარდაჭერა; ე) წინადადებების შემუშავება ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით; ვ) სხვადასხვა ქვეყნის ევროინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ზ) ევროკავშირის ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; თ) ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან და ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება საინოვაციო პოლიტიკის, საინოვაციო ეკოსისტემის, ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების სისტემური განვითარების, რეგიონული საინოვაციო და ტექნოლოგიური ტრანსფერის სისტემების განვითარებისა და მათი ევროპულ პრაქტიკასთან დაახლოების საკითხებზე; კ) საინოვაციო განვითარების სფეროში საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის, არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი ინიციატივების პერიოდული ანალიზი და რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის ნიშნულების განსაზღვრა; ლ) რეგიონებში კლასტერული განვითარების პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა, რეგიონთაშორისი ან მუნიციპალიტეტთაშორისი კლასტერული განვითარების შესაძლებლობების გამოვლენისა და ამგვარ პოტენციურ ერთეულებში შესაბამისი ეკონომიკური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, წინადადებების მომზადება; მ) რეგიონებში განხორციელებული სტრატეგიული კვლევებისა და საინოვაციო პროექტების, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაციისა და კომერციალიზაციის მეთოდოლოგიური ხელშეწყობა; ნ) ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა; ო) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ; პ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის სისტემების რეფორმირების, აგრეთვე, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზების შესახებ წინადადებების შემუშავება; ჟ) რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალურ, საკადრო და საინფორმაციო უზრუნველყოფის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; რ) წინადადებების მომზადება მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის საკითხებსა და მართვის სისტემის ოპტიმიზაციისათვის გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე; ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი; ტ) მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად; უ) დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; ფ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; ქ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურაში, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით, შედის: ა) რეფორმებისა და ინოვაციების სამმართველო; ბ) ევროინტეგრაციის სამმართველო. მუხლი 4🔗. რეფორმებისა და ინოვაციების სამმართველოს უფლებამოსილება რეფორმებისა და ინოვაციების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის სისტემების რეფორმირების, აგრეთვე, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზების შესახებ წინადადებების შემუშავება; ბ) რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალურ, საკადრო და საინფორმაციო უზრუნველყოფის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; გ) წინადადებების მომზადება მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის საკითხებსა და მართვის სისტემის ოპტიმიზაციისათვის გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება საინოვაციო პოლიტიკის, საინოვაციო ეკოსისტემის, ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების სისტემური განვითარების, რეგიონული საინოვაციო და ტექნოლოგიური ტრანსფერის სისტემების განვითარებისა და მათი ევროპულ პრაქტიკასთან დაახლოების საკითხებზე; ე) საინოვაციო განვითარების სფეროში საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის, არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი ინიციატივების პერიოდული ანალიზი და რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის ნიშნულების განსაზღვრა; ვ) რეგიონებში კლასტერული განვითარების პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა, რეგიონთაშორისი ან მუნიციპალიტეტთაშორისი კლასტერული განვითარების შესაძლებლობების გამოვლენისა და ამგვარ პოტენციურ ერთეულებში შესაბამისი ეკონომიკური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, წინადადებების მომზადება; ზ) რეგიონებში განხორციელებული სტრატეგიული კვლევებისა და საინოვაციო პროექტების, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაციისა და კომერციალიზაციის მეთოდოლოგიური ხელშეწყობა; თ) ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა; ი) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ; კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის მონიტორინგი; ლ) მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად; მ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 5🔗. ევროინტეგრაციის სამმართველოს უფლებამოსილება ევროინტეგრაციის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების მხარდაჭერა და ამ მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და პროგრამული დავალებების პროექტების მომზადება; ბ) კოორდინაციის განხორციელება სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებზე ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან (მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების განხორციელება) დაკავშირებულ საქმიანობაზე; გ) სამინისტროს მიერ, სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ამოცანების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; დ) ევროკავშირის სპეციალური პროგრამების (მათ შორის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამა) ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის მხარდაჭერა, ასეთი პროგრამების ფარგლებში, ევროკავშირის შესაბამისი მისიისათვის დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება; ე) სხვადასხვა ქვეყნების ევროინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ვ) ევროკავშირის ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ზ) ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან და ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; თ) წინადადებების შემუშავება ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით; ი) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას; გ) წარმოადგენს დეპარტამენტს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; თ) მინისტრს ან მინისტრისათვის წარდგენის მიზნით, კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ო) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულების მიზნით, თანამშრომლობს საქართველოში და უცხოეთში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან; პ) ზედამხედველობს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დასაგეგმი და მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობას; ჟ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დასანიშნად; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში - დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; გ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის; ე) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 8🔗. სამმართველოს უფროსი 1. დეპარტამენტის სტრუქტურაში, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით, შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შესულ კორესპონდენციას; გ) ანაწილებს დავალებებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს შესაბამისი სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას; ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. 3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოს განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. მუხლი 9🔗. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე 1. დეპარტამენტის შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები: ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას; ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე; გ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან, დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა; დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე. 5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 10🔗. უფლებამონაცვლეობა 1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2. დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ახორციელებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, მინისტრის გადაწყვეტილებით.