„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.027.016564
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №59

2015 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ზოგიერთ საჯარო დაწესებულებაში სამუშაო დროის შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს №270 ბრძანების  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებით (სსმ III, 31/05/2010 წ.) დამტკიცებულ შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო

1. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით. სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. სამუშაო დროის ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი.

2. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, გარდა გენერალური ინსპექციისა, სამუშაოს დაწყების დროდ განისაზღვრება 09.00 საათი, ხოლო დასრულების დროდ - 18.00 საათი. გენერალურ ინსპექციაში სამუშაო დღე იწყება 09.00-დან 10.00 საათამდე  და სრულდება, შესაბამისად, 18.00-დან 19.00 საათამდე. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა სამუშაოს დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო განისაზღვრება საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით.

3. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია სავალდებულო შესვენების დრო 13.00-დან 14.00 საათამდე ან 14.00-დან 15.00 საათამდე.

4. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალებით, პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით.“.

 

2. მე-9 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სამსახურებრივ დოკუმენტებზე (ოფიციალური წერილები, დასკვნები, პრესრელიზები, კანონპროექტები, კვლევები, თარგმანები და სხვ.) მუშაობა (დოკუმენტის შექმნა, რედაქტირება და შენახვა) დოკუმენტების მენეჯმენტის პროგრამაში - SmartDoc;“;

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას პროფესიული იმიჯი და ოფიციალური ჩაცმულობის სტილი.“.

 

მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეებისათვის გაცნობა.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 16 თებერვლიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.02.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №59. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.22.027.016564.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №59, 09.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.027.016564 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2721548/