,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№223
სარეგისტრაციო კოდი
280.070.030.10.003.000.864
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 142, 12/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №223

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად,„შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში (სსმ III, 2007წ., №124, მუხ. 1358) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“, „12“, „13“ და „14“ პუნქტები:

„11. იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, რომელიც დოკუმენტურად ვერ ადასტურებს, რომ მისი შრომითი საქმიანობის შეწყვეტა დაკავშირებულია დევნილობასთან, 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დანიშნულ ასაკის გამო მინიმალურ სახელმწიფო პენსიაზე ამავე პერიოდიდან დანამატი განესაზღვრება შემდეგი წესით:

ა) დევნილი მამაკაცებისათვის:

ა.ა. 65-დან 67 წლამდე – 2 ლარი;

ა.ბ. 67-დან 69 წლამდე – 4 ლარი;

ა.გ. 69-დან 71 წლამდე – 7 ლარი;

ა.დ. 71 წლიდან ზემოთ – 10 ლარი.

ბ) დევნილი ქალებისათვის:

ბ.ა. 60-დან 62 წლამდე – 2 ლარი;

ბ.ბ. 62-დან 64 წლამდე – 4 ლარი;

ბ.გ. 64-დან 66 წლამდე – 7 ლარი;

ბ.დ. 66 წლიდან ზემოთ – 10 ლარი.

12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის დანამატი გადაანგარიშდება და გაიცემა (ანაზღაურდება) ავტომატურად, შესაბამისი ასაკის შესრულების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

13. იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, რომელიც მოიპოვებს შრომითი სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს, უფლება აქვს, მათ საფუძველზე მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანამატის დანიშვნა ან გადაანგარიშება და სხვაობის ანაზღაურება 41 და 42 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

14. იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, მიუხედავად შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის არსებობისა, უფლება აქვს აირჩიოს ამ მუხლის პირველი ან 11 პუნქტებით გათვალისწინებული დანამატი.“.

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შრომითი სტაჟის დასადასტურებლად მიიღება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს კომპეტენტური ორგანო და იგი მოიცავს საჭირო ინფორმაციას პირის შრომითი საქმიანობის პერიოდის შესახებ.“.

3. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“, „42“, „43“, „44“, „45“, „46“ და „47“ პუნქტები:

„41. პირისათვის, რომელსაც ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსია დანიშნული აქვს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო ამ დადგენილებით გათვალისწინებული დანამატის გაცემას (ანაზღაურებას) უზრუნველყოფს 2007 წლის 1 სექტემბრიდან.

42. 2007 წლის 1 სექტემბრის შემდეგ ასაკის გამო მინიმალური პენსიის პირველადი დანიშვნის ან სხვა სახის/კატეგორიის პენსიიდან ასაკის გამო მინიმალური ოდენობის პენსიაზე გადასვლის შემთხვევაში ამ დადგენილებით გათვალისწინებული დანამატის დანიშვნა და გაცემა (ანაზღაურება) ხორციელდება სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ასაკის გამო მინიმალური პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, მაგრამ არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

43. განცხადების წარდგენა არ ესაჭიროებათ 41 პუნქტით გათვალისწინებულ იმ პენსიონერებს, რომელთაც შრომითი სტაჟი გამოთვლილი და დადასტურებული აქვთ ადრე მოქმედი წესების მიხედვით.

44. შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დამატებითი (დოკუმენტ(ებ)ის არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარდგენის შემთხვევაში პენსიაზე დანამატის გადაანგარიშება (გაცემა) ხორციელდება 41 პუნქტით გათვალისწინებული პენსიონერებისათვის 2007 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო 42 პუნქტით განსაზღვრული პენსიონერებისათვის – ასაკის გამო მინიმალური პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

45. 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ასაკის გამო მინიმალური სახელმწიფო პენსიის მიმღებს ან მის მაძიებელს დანამატი დაენიშნება (გადაუანგარიშდება) და აუნაზღაურდება შესაბამისად, დანამატის გადაანგარიშების ან დანამატის დანიშვნის შესახებ განცხადებისა და საჭირო დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

46. ამ მუხლის 41, 42 და 44 პუნქტებით გათვალისწინებული დანამატის გაცემის (ანაზღაურების) ვადები ვრცელდება იმ შრომით სტაჟზე, რომელიც წარმოქმნილია 2007 წლის 1 სექტემბრამდე ან, შესაბამისად, ასაკის გამო მინიმალური პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შეტანამდე. აღნიშნული ვადების შემდგომ წარმოქმნილი შრომითი სტაჟის საფუძველზე დანამატის გაცემა (ანაზღაურება) წარმოებს შესაბამისი განცხადებისა და სტაჟის დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

47. საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის შეჩერება, განახლება და შეწყვეტა ავტომატურად იწვევს შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიაზე დანამატის შეჩერებას, განახლებას და შეწყვეტას. ამავდროულად, დანამატის შეჩერების დამატებითი საფუძველია ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სანდოობის შესწავლა-შემოწმება. შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სანდოობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში ეს გარემოება ხდება დანამატის მიღების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი