საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1947
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.974
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 01/11/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 168-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) პრივატიზების წესით (უსასყიდლოდ), ასევე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულების მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში უსასყიდლოდ მიღებული ბინების ღირებულება.“.

2. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 13 ოქტომბერი

№1947–IIს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.10.2005.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1947. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.001.974.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.10.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, №1947, 13.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.974 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27238/