„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების და საყოფაცხოვრებო მომსახურების პროფილის მცირე საწარმოების პრივატიზება განხორციელდეს ამ საწარმოებში დასაქმებულ პირებზე პირდაპირი მიყიდვის წესით. ეს წესი გავრცელდეს იმ მცირე საწარმოებზე, რომელთა საბალანსო ღირებულება არ აღემატება 100 ათას ლარს. აღნიშნული მცირე საწარმოების გასაყიდი ფასი განისაზღვროს პრივატიზაციის დღისათვის არსებული საბალანსო ღირებულების და ამ კანონის მიღების დროს მოქმედი ზონალური კოეფიციენტის მიხედვით. პირდაპირი მიყიდვის წესით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული ობიექტების პრივატიზება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 13 ოქტომბერი.
№1954–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.10.2005.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.10.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1954. სარეგისტრაციო კოდი — 040.110.030.05.001.001.975.
- სად არის „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.10.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე, №1954, 13.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.05.001.001.975 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27244/