სს"ლელო"-ს განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „ლელოს ” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ლელოს ” დირექტორატი საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „ლელოს ” აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის 5 მარტს, დღის 2 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36, სს „ლელო”.
სს „ლელოს ” კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 6 თებერვალი.
დღის წესრიგი:
1. სამეთვალყურეო საბჭოს შეცვლა;
2. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ლელოს ” დირექტორატში, ხოლო განმარტებების და წინადადებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე , კრებამდე 10 დღით ადრე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორში”, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74-ა, ტელ: 2-25-15-60; 2-22-53-51.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „ლელოში ”, მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
სს „ლელოს ” დირექტორიბესიკ ახალაძე