„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების” დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.02.2015
ძალის დაკარგვა 06.12.2017
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016195
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების” დამტკიცების თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2015 წლის 11 თებერვალი
ქ. ახალციხე
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების” დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება’’ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №15 დადგენილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ საკითხთა სამსახურის დებულების შესახებ“. (ვებგვერდი www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი 04/07/2014; ს/კ 010250050.35.138.016142).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული
სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (შემდგომში -სამსახური) არის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3.
სამსახურის საქმიანობაზე, სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4.
სამსახურის ადგილსამყოფელია -ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა.
მუხლი 2🔗.
იურიდიული სამსახურის სამართლებრივი საფუძვლები
1.
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2.
სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, რომელიც ასრულებს კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 3🔗.
იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციები
იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
1.
მინდობილობის საფუძველზე გამგეობის კანონიერი ინტერესების სამართლებრივი დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
2.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
3.
ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა;
4.
გამგებლისათვის სამართლებრივი რეკომენდაციის მომზადება გამგეობის საქმიანობაში წარმოშობილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით;
5.
გამგებლის/გამგებლის მოადგილეების დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
6.
გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიული კონსულტირება;
7.
გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
8.
კომპეტენციის ფარგლებში შემოსული განცხადებების, საჩივრებისა განხილვა;
9.
გამგებლის/გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულება;
10.
მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;
11.
მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურა
იურიდიული სამსახური შედგება:
1.
სამსახურის უფროსი;
2.
იურიდიული ანალიზის განყოფილების უფროსი;
3.
სამსახურის სპეციალისტები;
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსი
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.
სამსახურის უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებაზე;
ბ)
იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ)
წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე)
ზედამხედველობას უწევს სამსახურის სპეციალისტების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ)
პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ)
ახორციელებს გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით;
თ)
გამგებლის/გამგებლის მოადგილის დავალების შემთხვევაში, ახორციელებს ოფიციალური დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობას;
ი)
ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
იურიდიული ანალიზის განყოფილების ძირითადი ფუნქციები
1.
იურიდიული ანალიზის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ)
გამგებლის/გამგებლის მოადგილის ან შესაბამისის სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა;
გ)
გამგებლის/გამგებლის მოადგილეების დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ)
გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიული კონსულტირება;
ე)
გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ვ)
შემოსული განცხადებების/საჩივრების, კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და შესაბამისი იურიდიული ანალიზის გაკეთება;
ზ)
სამსახური უფროსის დავალების შემთხვევაში ცალკეულ დავალებათა შესრულება.
2.
განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომლესაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი;
3.
სამსახურის უფროსის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და გადაყენებისას სამსახურის უფროსის მოვალეობებს გამგებლის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი.
მუხლი 7🔗.
სამსახურის მოხელეთა ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
1.
სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.
სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეები ასრულებენ ზემდგომი უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან გამგებლისა და ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3.
მოსამსახურე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.
4.
მოსამსახურე დადგენილი წესით სარგებლობს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით.
5.
მოსამსახურე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
6.
მოსამსახურე ვალდებულია:
ა)
დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ)
იმუშაოს თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე)
შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ)
გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 8🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.