იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2015
ძალაში შესვლა 01.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №127
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018538
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/02/2015
matsne.gov.ge 2,710 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2015 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 98% 13.02.2017 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 15.01.2016 იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წ.წ. სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 04.02.2015 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება 88% 02.03.2026 ბათუმი ავარიული სახლების გარეშე − სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 29.03.2022

დოკუმენტის ტექსტი

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:16.0pt; } p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.FooterChar { } span.FootnoteTextChar { } span.CommentTextChar { } span.BalloonTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.HeaderChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.4pt 45.0pt 31.5pt .5in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №127 2015 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს თანდართული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“ (დანართი №1) და „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების საერთო შეფასება“ (დანართი №2). 2. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი დანართი №1 იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა I. შესავალი 1.1. 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“ (შემდგომში - „სახელმწიფო სტრატეგია“). სახელმწიფოს სტრატეგიის დამატებამ, რომელიც მიღებულ იქნა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 დეკემბრის №854 განკარგულებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები მოაქცია სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში. 1.2. სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა (სახელმწიფო სტრატეგის მე-2 მიზანი). 1.3.1.2. პუნქტში აღნიშნული სტრატეგიის მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ, განახლებულ და განხორციელებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა[1] . 1.4. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერტიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ (შემდგომში - „სამინისტრო“) მრავალ სხვა პროექტთან ერთად განახორციელა დევნილთა საყოველთაო რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შედეგად სხვა მონაცემებს შორის განსაზღვრული იყო ის ძირითადი საჭიროებები, რომლებიც საფუძვლად დაედო წინამდებარე სამოქმედო გეგმას. 1.5.საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფის ფარგლებში, შემუშავებულ და მიღებულ იქნა ახალი კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა სამინისტროს მიერ შექმნილი წარმომადგენლობითი კომისიის ფარგლებში. კომისიაში მონაწილეობდნენ ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და გაეროს ექსპერტები[2] . ამასთან ერთად, სამინისტრომ შეიმუშავა და მიიღო დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი და კრიტერიუმები, რომელიც საფუძვლად დაედო ამ პროცესის განხორციელებას[3] . 1.6. 2015–2016 წლების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა (შემდგომში - სამოქმედო გეგმა), რომელიც უკავშირდება სახელმწიფო სტრატეგიის ზემოთ აღნიშნული მიზნის მიღწევას, ითვალისწინებს სამი ძირითადი ამოცანის შესრულებას: ა) დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გზით; ბ) დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება; გ) დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა. 1.7. სამოქმედო გეგმა წარმოადგენს განახლებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რომელთა განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების, ასევე აღიარებულსხვა ადამიანის უფლებათა დაცვას.[4]             1.8. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია უვადოა, ხოლო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა წარმოადგენს 2015-2016 წლებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რაც თავისთავად არ გულისხმობს სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ამ ვადაში დასრულებას. 1.9. სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ. 1.10. სამინისტრო შეიმუშავებს და განახორციელებს ყოვლისმომცველ საინფორმაციო კამპანიას, რომლის მეშვეობითაც დევნილები რეგულარულად მიიღებენ ინფორმაციას სამოქმედო გეგმის ყველა ასპექტთან დაკავშირებით, რაც მათ დაეხმარებათ ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში. II. სამოქმედო გეგმის ამოცანები 2.1. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიმართულებები             2.1.1. მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში მაცხოვრებელ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას და სახელმწიფო სთავაზობს ფაქტიური ჩასახლების ადგილებს, მათ აღნიშნული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ ფაქტიური ფლობის მიხედვით; მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში მაცხოვრებელი დევნილებისთვის, სამოქმედო გეგმით შეთავაზებული ალტერნატივები ეყრდნობა ორ შემთხვევას: ა) დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართები,რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის; ბ) დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართები,რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით (არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, ან შეუძლებელია საცხოვრებლად მოეწყოს, ან მისი საცხოვრებელ ბინებად გარდაქმნა განსახლების სხვა ალტერნატივებთან შედარებით საგრძნობლად ძვირია, ან წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ან აქვს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მნიშვნელობა, ან შენობები ავარიულია, ან სახელმწიფო ინტერესის შემცველი და სტრატეგიული მნიშვნელობისაა) შეუძლებელია გამოყენებული იყოს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის. არსებობს დევნილთათვის საკუთრებაში გადასაცემი მართლზომიერ მლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართების ორი კატეგორია: ბ.ა) ის შენობები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაშია; ბ.ბ) შენობები, რომლებსაც სახელმწიფო შეისყიდის კერძო მესაკუთრეთაგან გონივრულ ფასად (ფასი არ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ალტერნატიული განსახლების ღირებულება) და საკუთრებაში გადაცემის მიზნით შეეთავაზებათ დევნილებს. იმ ობიექტების, რომელთა გამოყენება გრძლევადიანი განსახლების მიზნით შეუძლებელია, დევნილთა განსახლება განხორციელდებასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა და კრიტერიუმების მიხედვით. მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელი ფართებიდან (ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტებიდან), რომლებიც შეუძლებელია გამოყენებული იყოს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის, მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს იქ მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გამოყვანა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესის დაცვით, ხოლო განსახლება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა და კრიტერიუმების მიხედვით. დევნილებს, რომელთაც ესაჭიროებათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და თანხმობა ან უარი განაცხადონ შეთავაზებული საცხოვრებელი ფართის დაკანონებაზე/საკუთრებაში გადაცემაზე. დევნილები, რომლებიც უარს იტყვიან დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართების დაკანონებაზე, გააგრძელებენ ცხოვრებას განკუთვნილ ფართებში, ვიდრე დევნილი არ განაცხადებს თანხმობას ერთ-ერთ ალტერნატიულ შეთავაზებაზე. ამასთან, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი ამ ობიექტზე არ შეფერხდება. 2.1.2. სამოქმედო გეგმის შემდეგი მიმართულება მოიცავს იმ დევნილებს, რომლებიც ცხოვრობენ სამოქმედო გეგმის 2.1.1. პუნქტით გათვალისწინებულ განსახლების ადგილას, თუმცა არსებული შენობას სახელმწიფო არ სთავაზობს დევნილებს გრძელვადიანი განსახლების მიზნით ან დევნილებს, რომლებიც უარს განაცხადებენ შეთავაზებული საცხოვრებელი ფართის დაკანონებაზე/საკუთრებაში გადაცემაზე, ასევე დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, არ იქნენ განსახლებულნი სახელმწიფოს მიერ და საკუთარი ძალებითა თუ საშუალებებით იპოვეს საცხოვრებელი (რეგისტრირებულია ან/და ცხოვრობს ნაქირავებ, ნათხოვარ ან მასპინძელ ოჯახთან ერთად და სხვა), რომელშიც სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ყოველწლიურად არ ანაზღაურებდა კომუნალური მომსახურების ხარჯებს. 2.1.3. სამოქმედო გეგმის 2.1.2. პუნქტით გათვალისწინებული დევნილებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და ცხოვრობენ უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას საცხოვრებლად მოწყობილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ცარიელ შენობებში, ან სახელმწიფოს მიერ ახლად აშენებულ კორპუსებსა და სახლებში, ასევე შესაძლოა სახელმწიფოს მიერ შესყიდულ ბინებსა და სახლებში (მათ შორის თანადაფინანსებით), ასევე სახელმწიფოს მიერ მენაშენეებისაგან შესყიდულახალ ობიექტებში (ბინები, სახლები), ასევე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში სოფლად. 2.1.4. სამოქმედო გეგმის 2.1.2. და 2.1.3. პუნქტების გათვალისწინებით, დევნილთა განსახლება და საკუთრებაში გადაცემა განხორციელდება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესისკრიტერიუმებისა და დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად. 2.1.5. ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში. 2.1.6. მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით საცხოვრებელი ფართისსტანდარტები არის ამოსავალი დოკუმენტი სამოქმედო გეგმის 2.1.3. პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას. 2.1.7. სამოქმედო გეგმის 2.1.1. და 2.1.3. პუნქტებში მოცემული განსახლების ღონისძიებები არის ძირითადი, თუმცა სამინისტრომ დევნილებს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივები (მათ შორის მაგალითად, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ, კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება). გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2015 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი ფაქტიური საცხოვრებელი. ერთჯერადი ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. ამ დევნილი ოჯახების შერჩევა განხორციელდება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა და კრიტერიუმების მიხედვით. 2.1.8. საცხოვრებელი ფართი – ბინა დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2.1.9. საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ დევნილებს ეძლევათ საშუალება, ჩამოაყალიბონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, რომლებიც იქნებიან მუნიციპალიტეტების პროგრამების ბენეფიციარები და მიიღებენ დახმარებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაწყვეტაში. ამასთან, სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობს მოცემული ღონისძიებების განხორციელებას. 2.1.10. დევნილიოჯახები, რომლებსაცსახელმწიფოსანკერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება. 2.1.11. იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი ან/და არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე. 2.1.12. სამინისტრო, კომპეტენციის ფარლებში, გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართებისა და შენობების რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშოების სათანადო ხარისხი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ასევე აქტიურად დაიცავს დევნილთა უფლებებს. 2.2. დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება 2.2.1. აღნიშნული ამოცანის შესრულება მოიცავს ორი სპეციფიკური ქვე-ამოცანის განხორციელებას: ა) დევნილის სტატუსიდან, დახმარების მექანიზმის საჭიროებებზე ტრანსფორმირება; ბ) საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობისა და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის საჭიროებების გათვალისწინება. 2.2.2. დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, განხორციელდება დევნილთა კატეგორიებისა და მოწყვლადობის ტიპების განსაზღვრა,დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კვლევა, ანალიზი და მათ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების დაგეგმვა. 2.2.3. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და მათი ინტეგრაციის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების პარალელურად, მოხდება დევნილთა მიმართ სოციალური დახმარების სისტემის ტრანსფორმირება სტატუსიდან საჭიროებაზე. დევნილთა მხრიდან დახმარების მიღების მიზანშეწონილობა დაეფუძნება რაციონალურ, ნათელ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს. ეს განხორციელდება სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, ასევე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადების/გადასინჯვისა და სოციალური დაცვის პროგრამებში დევნილთა ჩართვის უზრუნველყოფის გზით. 2.2.4. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილ ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარებით შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.             2.2.5. სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანაა დევნილთა პრობლემების მდგრადი გადაჭრა. გრძელვადიანი განსახლება წარმოადგენს ძირითად საჭიროებას, რომლის მდგრადი ფორმით გადაწყვეტა შეუძლებელია ახალ გარემოში დევნილთა საარსებო წყაროებზე სათანადო ხელმისაწვდომობის ჩამოყალიბებამდე. აღნიშნული ამოცანის გადასაჭრელად სამინისტრომ შეიმუშავა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №257 განკარგულებით დამტკიცებულ იქნა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგია“. „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგია“ ითვალისწინებს საარსებო წყაროების შექმნის პროექტების განხორციელებას, რომლებიც იქნება მიზნობრივი, მოკლევადიანი ინტერვენციები საჭიროების მქონე მცირე სამიზნე ჯგუფებთან მიმართებაში. 2.3. დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა 2.3.1. აღნიშნული ამოცანის შესრულება გულისხმობს ერთი სპეციფიკური და ყოვლისმომცველი ქვე-ამოცანის განხორციელებას: დევნილთა ინფორმირებულობის და ცნობიერების დონის გაზრდას მათთვის ხელმისაწვდომ პროგრამებზე, იურიდიულ კონსულტაციებზე დევნილთა ხელმისაწვდომობას და სამოქმედო გეგმაში მათი ჩართულობის ხელშეწყობას. 2.3.2. დევნილთა ინფორმირებულობის და ცნობიერების დონის გაზრდა გულისხმობს დევნილთათვის ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სახელმწიფო სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესი და სხვა შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც მიწოდებული შეიძლება იყოს სამინისტროს ცხელი ხაზის და მისაღების მეშვეობით, ასევე უშუალოდ დევნილთა განსახლების ობიექტებში დევნილთა ჯგუფებთან. 2.3.3. დევნილთა უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციითა და იურიდიული კონსულტაციითხორციელდება მედია (საინფორმაციო კამპანიის ჩათვლით) საშუალებებისჩართულობით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დევნილთა მობილიზების ხელშეწყობით. 2.3.4. სამინისტრო ხელს უწყობს დევნილთა ჩართულობას სამოქმედო გეგმის შედგენის, განხორციელების და მიმოხილვის პროცესში, მათ შორის დევნილთა განსახლების ადგილებში დევნილთა აქტიურ ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრებისა და საკონსულტაციო მისიების ჩატარების გზით. III. სამოქმედო გეგმის ფინანსური გათვლა და უზრუნველყოფა განკარგულებას თანდართული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის რეალიზებისათვის საჭირო რესურსების საერთო შეფასებაში“ მოცემულია კონკრეტული სამოქმედო მიმართულებები, ღონისძიებები, მათი განხორციელების ვადები და რესურსების მობილიზების საჭიროებები. IV. საკოორდინაციო მექანიზმი             4.1. საერთო კოორდინაციას განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს სამინისტრო. იგი იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საერთო მოქმედების კოორდინაციის მიზნით, რათა მოხდეს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის რეალიზება და განხორციელება.             სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობა (EC), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მსოფლიო ბანკი (WB), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW); სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, სათათბირო ხმის უფლებით, ასევე არიან არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი (ერთი ადგილობრივი, ერთი საერთაშორისო); სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შესაძლოა მოწვეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სპეციფიკური საკითხების განსახილველად.             სამეთვალყურეო საბჭოს პერსონალური შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით, ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.             სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, თითოეულ უწყებას და ორგანიზაციას აქვს ერთი ხმა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს სხდომის ოქმში. 4.2. სამეთვალყურეო საბჭო ძირითადად იკრიბება კვარტალში ერთხელ, ხოლო გადაუდებელი საკითხების გადასაწყვეტად იწვევს ასევე რიგგარეშე სხდომებს. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს მოახდინოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტა. 4.3. სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს გეგმებს და აყალიბებს პრიორიტეტულ მიმართულებებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მი­ღებული გადაწყვეტილებები იქნება კონკრეტული და დროში გაწერილი. სამეთვალყურეო საბჭოს დისკუსიები და გადაწყვეტილებები ეფუძნება კომპეტენტურ ტექნიკურ ექსპერტიზას, მონაცემებსა და რჩევებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაკეთებული რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებები მიეწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის წევრებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ექსპერტ-ჯგუფებს დაევალება ტექნიკური დახმარების აღმოჩენა და დროში გათვლილ ისეთ სპეციფიკურ დავალებათა შესრულება, რომლებიც აუცილებელია სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის (მაგ. სტანდარტების შემუშავება, სამართლებრივი საკითხები და სხვ.). 4.4. სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელი იქნება განხორციელებული ღონისძიებების გამჭვირვალობისათვის. სამინისტრო განახორციელებს პროექტების მონიტორინგს. სხვადასხვა სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ფართოდ იქნებიან ჩაბმულნი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენასა და ამ პროგრამების განხორციელებაში. 4.5. სამინისტროებს შორის კოორდინაცია განხორციელდება მთავრობის რეგულარული სხდომების, ასევე სამინისტროს სხვადასხვა უწყებების კონკრეტულ საკითხებზე გამოყოფილ თანამშრომელთა შორის პირდაპირი კომუნიკაციის გზით. დევნილთა თემატიკასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში გამოყოფილი იქნება საკონტაქტო პირები. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების დროს სახელმწიფო უწყებები ჩართულები იქნებიან მათი კომპეტენციის მიხედვით. კერძოდ, სამინიტრო – სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამებისთვის უძრავი ქონების, მიწის და შენობების გამოყოფაზე, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ – უძრავი ქონების რეგისტრაციის და დევნილთათვის გრძელვადიანი განსახლების პროექტებით გადაცემულ საცხოვრებელ ფართებზე ქონებრივი უფლების რეგისტრაციაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტრო – სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – სოციალურ მომსახურებებზე და ასევე სხვა საჯარო უწყებები კომპეტენციის მიხედვით. სამინისტრო მხარს დაუჭერს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობის გაზრდას იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარების მიზნით. 4.6. სამინისტრო გააგრძელებს რეგიონალური წარმომადგენლობების დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერას ადგილობრივ დონეზე მათი ფუნქციების სრულყოფის მიზნით. V. გასაჩივრების მექანიზმი დევნილებს შეუძლიათ ისარგებლონ გასაჩივრების არსებულიმექანიზმით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ასევე მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. VI. თვალსაჩინოების უზრუნველყოფა             სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გაითვალისწინებს დონორთა რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. VII.მონიტორინგი და შეფასება             სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და მონიტორინგის განმახორციელებელი სხვა სააგენტოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა სრულ წვდომას დევნილთა განსახლების პროცესის განმავლობაში. ეს მოიცავს ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ მონიტორინგის მისიებსდა სხვა ღონისძიებებს. გარეშე შემფასებლის საჭიროებასა და შესაძლებლობაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდება სამეთავლყურეო საბჭოს დონეზე.             სამოქმედო გეგმა დამტკიცების შემდგომ ყოველწლიურად განახლდება და საჭიროების შემთხვევაში, განახლდება დამოუკიდებელი შუალედური შეფასების საფუძველზე. ორივე მექანიზმი ინიცირებული იქნება სამინისტროს მიერ ყველა სხვა პარტნიორთან კონსულტაციის გზით. სამოქმედო გეგმაში ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში, შემუშავდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ​[1] 2008 წლის 30 ივლისი საქართველოს მთავრობის №489 განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“, რომელიც ეფუძნება გაეროსა და მსოფლიო ბანკისერთობლივ საჭიროებათა ანალიზის შედეგად გამოვლენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს, ასევე ფართომასშტაბიანი კონსულტაციების გზით გამოკვეთილ საჭიროებებს; 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შემდეგ გადაიხედა სამოქმედო გეგმა და არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“; შემდგომ სამოქმედო გეგმის გადახედვა განხორციელდა 2011-2012 წლებში:მთავრობის 2011 წლის 3 ნოემბრის ¹551განკარგულება, 2012 წლის 28 ივნისის №1162 განკარგულება. 2013 წელს სამოქმედო გეგმაში შევიდა ორი ცვლილება : 2013 წლის 15 მარტის №240 და 2013 წლის 23 მაისის №483 განკარგულებები. [2] საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ (ძალაში შევიდა 2014 წლის 1 მარტიდან). [3] საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის №320 ბრძანება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“. [4] მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს ¹1325რეზოლუცია, რომლის ძირითად პრინციპებსაც ითვალისწინებს სამოქმედო გეგმა.