დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.018439
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2015
matsne.gov.ge 730 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 06.11.2018 2021 − 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 03.09.2020 ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 13.12.2016 საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 30.03.2023 კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 03.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №54 2015 წლის 11 თებერვალი ქ.თბილისი დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, შეიქმნას დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე; - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – თავმჯდომარის მოადგილე; - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის მოადგილე; - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე; - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. მუხლი 2🔗 საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ: - საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს; - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას; - სსიპ - საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს; - DRC-ის წარმომადგენლობას საქართველოში; - GIZ-ის წარმომადგენლობას საქართველოში; - ICMPD-ის წარმომადგენლობას საქართველოში; - ILO-ის წარმომადგენლობას საქართველოში; - IOM-ის წარმომადგენლობას საქართველოში; - USAID-ის წარმომადგენლობას საქართველოში; - საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს; -  პროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში - საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საბჭო იქმნება დებულებით განსაზღვრული მიზნის შესრულების ვადით. 3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები, აგრეთვე, მოწვეულ იქნენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან არსებული საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს წევრები. 3. საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პირების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს შემადგენლობაში შემავალ პირს შეუძლია, განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება, შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე. მუხლი 3🔗. საბჭოს ამოცანები საბჭოს ძირითადი ამოცანაა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორებს შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაციის, სისტემატიზაციის და არსებული პრობლემების ერთიანი ძალისხმევით მოგვარების მიზნით, დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება 2015-2017 წლებისათვის. მუხლი 4🔗. საბჭოს უფლებამოსილება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საბჭო უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. 2. საბჭო შემუშავებულ დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას წარუდგენს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 2015 წლის 1 მაისისა. მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზება 1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. 3. საბჭოს სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე. 4. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 5. საბჭოს სხდომაზე საკითხის წარდგენის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე, სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს. 6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 7. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს დამსწრე წევრები. 9. საბჭოს სხდომის ოქმი ეგზავნება საბჭოს წევრებს და საბჭოს სხდომაზე დამსწრე სხვა პირებს. მუხლი 6🔗. საბჭოს სამდივნო 1. საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას ახორციელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამდივნო, რომელიც შედგება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელთაგან. 2. საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. მუხლი 7🔗. სამუშაო ჯგუფები 1. საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ხმათა უმრავლესობით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს. 2. სამუშაო ჯგუფებს ხელმძღვანელობს, მის სხდომებს იწვევს და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. 3. სამუშაო ჯგუფი, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს სხდომაზე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.