ს/ს "სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო" -ს განცხადება სააქციო საზოგადოების მორიგი კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოების მორიგი კრების ჩატარების შესახებ.
სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლ ბავშვთა სამყაროს” დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 10 მარტს ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7-ში, სააქციო საზოგადოების სხდომათა დარბაზში 17:00 საათზე. კრების სააღრიცხვო დღე დადგენილია 2015 წლის 20იანვარი.
დღის წესრიგი:
1. სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლ ბავშვთა სამყაროს” დირექტორის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წლიური ანგარიში.
2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი.
3. საზოგადოების დირექტორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის დამტკიცება.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წარმოდგენილი ანალიზის დამტკიცება.
5. 2014 წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილების შესახებ.
6. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა 6.1 მუხლის განხილვა.
7. მეწარმეთა კანონის 55.12 შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები
8. 2015 წლის აუდიტის არჩევა.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების დირექციაში.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციის მფლობელი აქციონერები, (ან მათი წარმომადგენლები) თუ ისინი (აქციონერები) რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი ს/ს „კავკასრეესტრი“ 2015 წლის 20იანვრის 17:00 საათის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 20 თებერვლიდან 10 მარტის 17:00 საათამდე. მის: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი № 74-ა T: 2220718 დამოუკიდებელი რეგისტრატორი ს/ს „კავკასრეესტრის“ ოფისი.
აღმასრულებელი დირექტორი გ. მაჭავარიანი