📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2015
ძალის დაკარგვა 01.03.2022
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №109
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 504 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2015 მიღება
01.03.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №109 2015 წლის 11 თებერვალი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით დამტკიცებული თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების თანდართული წესის მოქმედება არ ვრცელდება საკრებულოს თანამდებობის პირებზე. მუხლი 3🔗 დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 დეკემბრის №21/5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 25/12/2012, სარეგ. კოდი: 010250020.35.157.016102). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან  დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებელი  ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 375 ლარით ყოველთვიურად. 2.  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ  საკრებულოს  იმ წევრებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირები, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის დამატებით მიეცეს ყოველთვიურად 100 (ასი) ლიტრი საწვავი სატრანსპორტო ხარჯებისათვის. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ზღვრული ოდენობა გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად. მუხლი 2🔗 1. საკრებულოს წევრს,  პირველ მუხლში აღნიშნული თითოეული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის    შეიძლება შეუმცირდეს ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: ა)  საკრებულოს გეგმური სხდომის გაცდენისათვის  – 100 (ასი) ლარი; ბ) საკრებულოს კომისიის  სხდომის გაცდენისთვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი; გ) საკრებულოს ფრაქციის სხდომის გაცდენისთვის, ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრის გაცდენისათვის, საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შეუსრულებლობისათვის  – 50 (ორმოცდაათი) ლარი. დ)  საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გაცდენისათვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი; ე) საკრებულოს წევრს საერთოდ არ აუნაზღაურდება დადგენილი ხარჯის ოდენობა  პირველ მუხლში აღნიშნული  მოვალეობების  საანგარიშო თვის განმავლობაში  შეუსრულებლობისათვის. 2. პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული  მოვალეობების შეუსრულებლობისათვის  შეზღუდვა გავრცელდება აგრეთვე მაჟორიტარი დეპუტატებისათვის გათვალისწინებული საწვავის ოდენობებზე. მუხლი 3🔗 1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კომისიების თავმჯდომარეების, ფრაქციის თავმჯდომარეების, საკრებულოს აპარატის უფროსისა და საკრებულოს წევრების მოხსენებითი ბარათების საფუძველზე აწარმოებს  საკრებულოს თითოეული წევრის მოვალეობების შესრულების ფაქტობრივი მონაცემების აღრიცხვას და ყოველი თვის წინა თვის 21 რიცხვიდან  მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს)  საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს. 2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით. მუხლი 4🔗 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის  მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარე ყოველი თვის არაუგვიანეს 21 რიცხვისა (თუ რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) - გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს თითოეული საკრებულოს წევრისთვის კონკრეტული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობის შესახებ, აგრეთვე მაჟორიტარი დეპუტატებისათვის გასაცემი საწვავის ოდენობის შესახებ. მუხლი 5🔗 მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების  სამსახური საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს თანხის გაცემას უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრის საბანკო ანგარიშზე.