საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2015
ძალის დაკარგვა 10.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №183
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016306
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.09.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №183
2015 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №16 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2.
დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 4🔗
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა)
გარემოსდაცვითი სახელმწიფო პროგრამების პროექტების მომზადების კოორდინაცია და ამ პროგრამების შესრულების მონიტორინგი;
ბ)
ქვეყანაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;
გ)
გარემოს დაცვის ეფექტიანი სისტემის დაგეგმვის მიზნით გარემოსდაცვით ღონისძიებათა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება;
დ)
საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ევროინტეგრაციის მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის კოორდინირება;
ე)
გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინირება და ორგანიზება;
ვ)
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინირება და ორგანიზება;
ზ)
შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ცალკეული გარემოსდაცვითი თემატური მიმართულების მიხედვით შესამუშავებელი კონცეფციების, პროგრამების და მოქმედებათა გეგმების მომზადების პროცესში თანამშრომლობა და ამ დოკუმენტების შემუშავების პროცესში სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
თ)
გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამით, რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებით, ასევე, დარგობრივი გარემოსდაცვითი გეგმებით გათვალისწინებული საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მოსმენის ორგანიზება და პროგრამებისა და გეგმების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი;
ი)
გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ეკონომიკური მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავებასა და სრულყოფაში მონაწილეობა;
კ)
გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი;
ლ)
კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
მ)
კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი/საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია;
ნ)
საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების გაფორმების ინიცირება და პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა;
ო)
სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტების ინიცირება და საქმიანობის კოორდინაცია;
პ)
კომპეტენციის ფარგლებში პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
ჟ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები
მუხლი 5🔗
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6🔗
1.
დეპარტამენტის უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ)
ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ)
აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე)
ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
ვ)
მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშებს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ)
ორგანიზებას უწევს დეპარტამენტისათვის დებულებით დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ)
სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი)
შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ)
პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ)
შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
მ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
2.
დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 7🔗
1.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა)
კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ბ)
კონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარატმენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
გ)
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
მუხლი 8🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველო;
ბ)
საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
გ)
პროექტების კოორდინაციის სამმართველო.
მუხლი 9🔗
მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველო:
ა)
კოორდინირებას და ორგანიზებას უწევს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესს;
ბ)
საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირებას და ორგანიზებას უწევს სამინისტროს გარემოსდაცვითი გეგმების შემუშავების პროცესს;
გ)
კოორდინირებას უწევს სამინისტროს საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილის მომზადებას;
დ)
კოორდინირებას და ორგანიზებას უწევს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებას;
ე)
თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ასევე გარემოსდაცვითი ცალკეული თემატური მიმართულების მიხედვით შესამუშავებელი კონცეფციების, პროგრამების და მოქმედებათა გეგმების შემუშავების პროცესში. ხელს უწყობს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მონაწილეობას ამ დოკუმენტების მომზადებაში;
ვ)
კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესაბამისად, კოორდინაციას და ორგანიზებას უწევს სამინისტროს საქმიანობას ევროინტეგრაციის მიმართულებით, ამზადებს სამოქმედო გეგმებსა და მათი განხორციელების ანგარიშებს;
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობისათვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას;
თ)
მონაწილეობს საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბის გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების მომზადებაში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი განხორციელების თაობაზე;
ი)
ორგანიზებას უწევს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამით, რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებით, ასევე დარგობრივი გარემოსდაცვითი გეგმებით გათვალისწინებული საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას. ახორციელებს ამ პროგრამების და გეგმების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგს;
კ)
კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნეს სექტორთან, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, გარემოს დაცვის სფეროში ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების მიზნით;
ლ)
მონაწილეობს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში, კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს გარემოს დაცვის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების შემუშავების შესახებ;
მ)
მონაწილეობს გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ეკონომიკური მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავებაში;
ნ)
უზრუნველყოფს ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობას;
ო)
ახორციელებს საერთაშორისო გარემოსდაცვითი ინდიკატორების საფუძველზე ეროვნული გარემოსდაცვითი ინდიკატორების დანერგვის ხელშეწყობას და კოორდინაციას;
პ)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗
საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო:
ა)
განსაზღვრავს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
ბ)
ახდენს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების ინიცირებას და მონაწილეობს შესაბამისი პროცედურული ღონისძიებების განხორციელებაში;
გ)
კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულებას;
დ)
საერთაშორისო გარემოსდაცვით პროცესებში მონაწილეობისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
ე)
საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან პერიოდულად იღებს ანგარიშებს და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს მათი ანგარიშების განხილვას;
ვ)
სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საერთაშორისო გარემოსდაცვით ხელშეკრულებებზე და პროცესებზე ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირების, მათ შორის, საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან საკონტაქტო პირების, დანიშვნის თაობაზე და არსებული დიპლომატიური არხების საშუალებით, უზრუნველყოფს დანიშნული პირების შესახებ შესაბამისი სამდივნოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებების, პროცესების და საერთაშორისო ორგანიზაციების ფონდებში წლიური საწევრო შენატანების შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
თ)
უზრუნველყოფს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზებას;
ი)
კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პროტოკოლით გათვალისწინებულ შესაბამის საქმიანობაში;
კ)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11🔗
პროექტების კოორდინაციის სამმართველო:
ა)
სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტების ინიციირებას;
ბ)
კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგს;
გ)
სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებს ამავე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტში მითითებული პროექტების ელექტრონული ბაზის მუდმივ განახლებას;
დ)
პერიოდულად აწყობს შეხვედრებს პროექტების ხელმძღვანელებთან;
ე)
ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს პროექტების მიმდინარეობის შესახებ:
ვ)
უზრუნველყოფს დასრულებული პროექტების შესახებ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან ანგარიშების მიღებას;
ზ)
საპროექტო წინადადებების სამართლებრივი და ფინანსური საკითხების სრულყოფის მიზნით თანამშრომლობს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
თ)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12🔗
1.
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ)
სამმართველოს თანამშრომლებზე ანაწილებს დავალებებს;
გ)
ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ შრომითი დისციპლინის დაცვას;
დ)
აკონტროლებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამმართველოზე გაცემული დავალებების შესრულებას;
ე)
დადგენილი პერიოდულობით ამზადებს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ;
ვ)
ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13🔗
1.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 14🔗
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.