⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.02.2016)
გაუქმებულია:

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2015
ძალის დაკარგვა 12.02.2016
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.140.016157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 392 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.2015 მიღება
12.02.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დაბა IMG
ასპინძა 0,27
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2015 წლის 13 თებერვალი  დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში  არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗   ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №5 დადგენილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (ვებგვერდი, 03/04/2014წ., ს/კოდი 200140030.35.140.016091). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   სახელმწიფო და ასპინძის  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში  არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი)  დგინდება  შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG X ITL X C X K ა)  CN  - არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG  - ასპინძის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლიც უდრის 0,27; გ) ITL  – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C  – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია. ე) K –მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა უდრის100-ს. 2. პირველი პუნქტის  მიხედვით დაბა ასპინძაში ერთი კვ.მ მიწის ნორმატიული დადგინდეს შემდეგი სახით: დაბა IMG ITL C K CN (ლარი)       CN = IMG X ITL X C X K     ასპინძა 0,27 1 0,24 100 6,48 3. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება  დაბა ასპინძისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის  50%-ოდენობით და იგი შეადგენს 3,24 ლარს. 4. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,94 ლარს. 5. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართელოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით  განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი  ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6,48 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.