ს.ს."ავტოტრანსსისტემა" -ს განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ავტოტრანსსისტემის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ავტოტრანსსისტემის” დირექტორატი საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ, სს „ავტოტრანსსისტემის” აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის 10 მარტს დღის 12.00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12ა, სს „ავტოტრანსსისტემა”.
სს „ავტოტრანსსისტემის” კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წ. 16 თებერვალი.
დღის წესრიგი:
1. 2014 წლის შედეგების განხილვა.
2. აუდიტორის არჩევა.
3. სხვადასხვა.
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოდგენილი საკითხები და მოსაზრებები განხილული იქნება საერთო კრებაზე.
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ ს/ს ”საქართველოს რეგისტრატორში”, მის.: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, ტელ.:2 25-15-60: 2 22-53-51.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „ავტოტრანსსისტემაში” მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12ა.
აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.
დირექტორი თ. ტიკარაძე