საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.02.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.165.016195
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,968 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2015 მიღება
01.01.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები
2 პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება
3 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარება
4 სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ღირებულების 50%-ით
5 ონკოლოგიური ავადმყოფების  სამედიცინო დახმარება
6 ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა  მედიკამენტების დაფინანსება
8 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე)
9 უდედმამო ბავშვები  (18 წლამდე)
10 უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი
11 სამშობლოს დაცვისთვის ომში დაღუპულთა დაკრძალვის დარჯები
12 დევნილი პირის დაკრძალვის ხარჯები
13 ა) სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება
14 აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის" უფასო სასადილოს დაფინანსება
15 სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის კომპენსაცია)
16 ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ოფისი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №11 2015 წლის 12 თებერვალი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი“ (დანართი№1, დანართი№2). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული დანართი №1 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის სახელწოდება წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა „საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  სოციალური დახმარების პროგრამა.“ მუხლი 2🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 3🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 694100 (ექვსას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ასი) ლარს. მუხლი 4🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები 1. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 57000-დან 100000-მდე. ქულა მინიჭებული უნდა იყოს 2014-2015 წელს. ოჯახები, რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო შეუჩერდათ საარსებო შემწეობა 2015 წელს. 2. პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება, რომლებიც რეგისტრირებულები არიან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100000-მდე. 3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარება რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან -100000-მდე. 4. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის და  ოპერაციების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულა არის  0-დან  100000-მდე (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის არაუმეტეს 50%-ით) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომელთაც ამოწურული აქვთ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის ლიმიტი და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა ან ესაჭიროებათ სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით. 5. ონკოლოგიური ავადმყოფების  სამედიცინო დახმარება. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება  გაეწევა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისთვის. 6. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა  მედიკამენტების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100000-მდე. 7. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახების, რომელთა  სარეიტინგო ქულა არის  0-დან 70000-მდე  სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონოროგრაფიის და ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსება (რომელიც არ არის გათვალიწინებული სხვა პროგრამით). 8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე ). 9. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ). 10. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯები, რომელთაც არ ჰყავთ არცერთი რიგის მემკვიდრე. 11. სამშობლოს დაცვისთვის ომში დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯები. 12. იძულებით გადაადგილებულ პირთა  დაკრძალვის ხარჯები. 13. დიდი სამამულო ომის ვეტერანები. 14. ა(ა)იპ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“  უფასო სასადილოების დაფინანსება. (უფასო სადილით მოსარგებლეთა კონტინგენტია: სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, მარტოხელები, შრომის უუნარო პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, ობოლი ბავშვები.) 15. 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულები. 16. ჰემო-დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. 17. სტიქიური უბედურების და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 18. განსაკუთრებულ შემთხვევებში სამუშაო ჯგუფის დასკვნის  და გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან,  შესაძლებელია გამოყოფილ იქნეს სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს, თუმცა მათი ეკონომიური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 19. სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახები. 20. სოფელ უდაბნოს ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები.  მუხლი 6🔗. სოციალური დახმარების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია 1.ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის  (რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 57000-დან 100000-მდე) – 100 ლარი (წელიწადში ერთჯერადად);  ოჯახებისთვის,  რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო შეუჩერდათ საარსებო შემწეობა 2015 წელს - 100 ლარი.  დახმარება გაიცემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის  დასკვნის საფუძველზე. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. გ) საბანკო ანგარიში. 2. პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება - 100 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი-მშობელი). ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (პირველ და მეორე ახალშობილზე). დ) მშობლის საბანკო ანგარიში. 3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარება -100 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება(განმცხადებელი-მშობელი). ბ) ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან. გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. დ) მშობლის საბანკო ანგარიში. 4. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის და  ოპერაციების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულა არის  0-დან 100000-მდე (სახემლწიფო პროგრამის ფარგლებში, მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის არაუმეტეს 50%-ისა, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა). სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომელთაც ამოწურული აქვთ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის ლიმიტი და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა ან ესაჭიროვებათ სასწრაფო  გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით, თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის არაუმეტეს 50%-ისა, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა). წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი-მოსარგებლე, შვილი, მშობელი, დედამამიშვილი, მეუღლე). ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა-N 100). გ) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. დ) ცნობა საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან /და ლიმიტის ამოწურვას. ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (მისი არსებობის შემთხვევაში) ან გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა  შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ან შუამდგომლობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიდან. ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე. 5. ონკოლოგიური ავადმყოფების  სამედიცინო დახმარება. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება  გაეწევა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისთვის. იმ შემთხვევაში თუ ონკოლოგიური პაციენტი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინასება მოხდება დაუფინანსებელი  თანხის 50%-ით  არაუმეტეს 500 ლარისა. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება იმ პირებისთვის,  რომლებიც არ სარგებლობენ ჯანდაცვის პროგრამით ან/და ამოწურული აქვთ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის ლიმიტი დაფინასება მოხდება თანხის არაუმეტეს 70 %-სა, მაგრამ არუმეტეს 1000 ლარისა. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე  (განმცხადებელი-მოსარგებლე, შვილი, მშობელი, დედამამიშვილი, მეუღლე). ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა-N 100). გ) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. დ) ცნობა საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან /და ლიმიტის ამოწურვას. ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (მისი არსებობის შემთხვევაში). ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე. 6. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0 დან 100000 მდე  მოსარგებლის სტატუსის გათვალისწინებით (მიზნობრივი ჯგუფი) მედიკამენტების დაფინანსება არაუმეტეს 200 ლარისა, გარდა სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფისა. დასაფინანსებელი მედიკამენტის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვისთვის განკუთვნილ ნორმას. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100). გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან. ე) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე. 7. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახების, რომელთა  სარეიტინგო ქულა არის  0-დან 70000-მდე,  სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონოროგრაფიის და ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსება (რომელიც არ არის გათვალიწინებული სხვა პროგრამით)  50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100). გ) ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. დ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე. 8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე ) – 150 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) შეზღუდული შესაძლებლობის  დამადასტურებელი მოწმობის ასლი. დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები, არასრულწლოვანის შემთხვევაში-კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში. ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100). ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის მოწმობის (დაბადების მოწმობის) ასლი. 9. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ) – 50 ლარი ყოველთვიურად. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები. დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი. ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები, არასრულწლოვანის შემთხვევაში-კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში. 10. სამშობლოს დაცვისთვის ომში დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯები - 300 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) გარდაცვალების  მოწმობა. ე)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 11. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები - 300 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) გარდაცვალების  მოწმობა. გ) ინფორმაცია გამგებლის წარმომადგენლისგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ. დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 12. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯები - 300 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) გარდაცვალების  მოწმობა. გ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი. ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 13. დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯები: 9 მაისის დღესასწაულისთვის - 100 ლარი, სარიტუალო ხარჯისთვის - 250 ლარი. 14. ა(ა)იპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“  უფასო სასადილოების დაფინანსება -180000 ლარი (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად). წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება. ბ) ამონაწერი სოციალური სააგენტოდან რეგისტრაციის შესახებ. ამონაწერის არ  არსებობის შემთხვევაში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის  დასკნის საფუძველზე. 15. 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის 150 ლარი წელიწადში. 16. ჰემო-დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის 100 ლარი თვეში ერთხელ (მგზავრობის ხარჯი). წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) პირადობის მოწმობის  ასლი. გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100). დ)  ბანკში გახსნილი  პირადი ანგარიშის მონაცემები. 17. სტიქიური უბედურების და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის კომპენსაცია) - თვეში 125 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. ბ) პირადობის მოწმობის ასლი (სტიქიით დაზარალებულის და გამქირავებლის). გ) ცნობა სტიქიური უბედურების შედეგად საცხოვრებლის დაზიანების შესახებ. დ) ბანკში გახსნილი ანგარიში (გამქირავებლის). 18. განსაკუთრებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის  დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია გამოყოფილ იქნეს სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს, თუმცა მათი ეკონომიური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 19. სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად ქ.საგარეჯოში ყოფილი ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია, სამუშაოების  სავარაუდო  ღირებულება 100000 ლარი. 20. ს.უდაბნოდან ქ.საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება კვირაში ორჯერ მთელი წლის განმავლობაში, მომსახურების  სავარაუდო ღირებულება 8000 ლარი. 21. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის საახალწლო-სააღდგომო  სასურსათო ამანათების გადაცემა. მუხლი 7🔗. სოციალური დახმარების გაცემის წესი 1. პროგრამის განმახორციელებელი ორგანოა : ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და  სოციალურ საკითხთა განყოფილება; ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი;  გ )საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია. 2. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად. 3. სოციალური დახმარების მისაღებად დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური და აკონტროლებს წარმოდგენილი საბუთების  სისწორეს.  4. სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების მისაღებად ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რამდენიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით. მუხლი 8🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 9🔗. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით: 1.      ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები. 2.       მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები. 3.      საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი. მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა: დაუშვებელია ამ წესით დახმარების გაცემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისთვის თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღებნი სხვა ერთეულების ბიუჯეტებიდან. დანართი№2 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამის ბიუჯეტი № პროგრამის დასახელება ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა სოციალური დახმარების მოცულობა ერთ პირზე/ოჯახზე სულ 1 2 3 4 5 1 ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები 100 30000 2 პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება 100 32000 3 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარება 100 4000 4 სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ღირებულების 50%-ით 500 119600 5 ონკოლოგიური ავადმყოფების  სამედიცინო დახმარება 40000 6 ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა  მედიკამენტების დაფინანსება  არაუმეტეს 200 ლარისა 35000 7 ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახების, რომელთა  სარეიტინგო ქულა არის  0-დან 70000-მდე,  სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონოროგრაფიის და ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსება (რომელიც არ არის გათვალიწინებული სხვა პროგრამით)  50%-ით არაუმეტეს 200 ლარისა 30000 8 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე) 80 50 12000 50 50 9 უდედმამო ბავშვები  (18 წლამდე) 5 50 3000 10 უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი 300 2000 11 სამშობლოს დაცვისთვის ომში დაღუპულთა დაკრძალვის დარჯები 12 250 3000 12 დევნილი პირის დაკრძალვის ხარჯები 3 300 1500 13 ა) სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება 23 100 2300 ბ) სამამულო ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები 250 5700 14 აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის" უფასო სასადილოს დაფინანსება 230 180000 15 სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის კომპენსაცია) 26-28 125 41900 16 ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ოფისი 10000 17 ას წელს გადაცილებული ხანდაზმულებისათვის საჩუქარი 6 150 900 18 დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა 11 100 13200 19      სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად ქ.საგარეჯოში ყოფილი ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია 100000 20       ს.უდაბნოდან ქ.საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება კვირაში ორჯერ მთელი წლის განმავლობაში 8000 21   ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის  საახალწლო და სააღდგომო  სასურსათო ამანათების გადაცემა 20000 სულ 694100