⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.04.2019)
გაუქმებულია:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.02.2015
ძალის დაკარგვა 04.04.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №246
სარეგისტრაციო კოდი 190020060.22.029.016277
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,343 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.2015 მიღება
04.04.2019 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
განმცხადებელი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომელმაც მიმართა სამინისტროს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით
მუხლი 2
გრანტი
ამ წესის მიზნებისთვის, სამინისტროს მიერ გრანტის მიმღებისთვის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსები ფულადი ან ნატურალური ფორმით
მუხლი 2
გრანტის გამცემი
სამინისტრო
მუხლი 2
გრანტის მიმღები
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა
მუხლი 2
დამოუკიდებელი ექსპერტი
ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად
მუხლი 2
საგრანტო განაცხადი
საგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია
მუხლი 2
საგრანტო ვადა
დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისათვის
მუხლი 2
საგრანტო კომისია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში -მინისტრი) მიერ, სამინისტროს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისათვის შექმნილი კომისია
მუხლი 2
საგრანტო კონკურსი
თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას
მუხლი 2
საგრანტო კონკურსის მონაწილე
განმცხადებელი, რომლის განაცხადი არ იქნა დატოვებული განუხილველად
მუხლი 2
საგრანტო პროგრამა
მინისტრის მიერ დამტკიცებული ერთიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო თემის აქტუალურობის, მიზნების, მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ
მუხლი 2
საგრანტო წინადადება
ამ წესის შესაბამისად, გრანტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების პირობები
მუხლი 2
ტექნიკური ხარვეზი
მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №246 2015 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი დანართი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში გრანტის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს სამინისტროს სისტემაში გრანტების გაცემის პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განმცხადებელიარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომელმაც მიმართა სამინისტროს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით; ბ) გრანტი – ამ წესის მიზნებისთვის, სამინისტროს მიერ გრანტის მიმღებისთვის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსები ფულადი ან ნატურალური ფორმით; გ) გრანტის გამცემი – სამინისტრო; დ) გრანტის მიმღებიარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა; ე) დამოუკიდებელი ექსპერტიფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად; ვ) საგრანტო განაცხადისაგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია; ზ) საგრანტო ვადა – დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისათვის; თ) საგრანტო კომისია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში -მინისტრი) მიერ, სამინისტროს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისათვის შექმნილი კომისია; ი) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას; კ) საგრანტო კონკურსის მონაწილეგანმცხადებელი, რომლის განაცხადი არ იქნა დატოვებული განუხილველად; ლ) საგრანტო პროგრამა – მინისტრის მიერ დამტკიცებული ერთიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო თემის აქტუალურობის, მიზნების, მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ; მ) საგრანტო წინადადება – ამ წესის შესაბამისად, გრანტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების პირობები; ნ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. მუხლი 3🔗. გრანტის გაცემის პრინციპები გრანტი გაიცემა თავისუფალი კონკურენციის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპების დაცვით. მუხლი 4🔗. საგრანტო პროგრამის დაფინანსების წყარო სამინისტროს საგრანტო პროგრამა შეიძლება დაფინანსდეს სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში . მუხლი 5🔗. საგრანტო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება 1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი). 2. სამინისტროს კომპეტენციის სფეროში აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარებასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას, პროფესიული და კვალიფიკაციის გადამზადების კურსების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ანაზღაურებადი სტაჟირებისა და  სოციალური პროექტების დაფინანსებას. 3. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს: ა) იმ აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების დასახელებას, რომელთა გადასაწყვეტად გამიზნულია სამინისტროს მიერ გრანტის გაცემა; ბ) გრანტის გაცემით მისაღწევი შედეგების აღწერილობას; გ) საგრანტო ვადას; დ) დაფინანსების ზღვრულ ოდენობას; ე) თითოეული საგრანტო წინადადებების დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას, რაც არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს; ვ) დაფინანსების წყაროს. 4. საგრანტო პროგრამას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 6🔗. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს საგრანტო კომისის გადაწყვეტილება, რაც განპირობებულია სამინისტროს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებით, ასევე პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ცვლილებით ან სხვა გარემოებებით. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 7🔗. საგრანტო კომისია 1. სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით, მინისტრი ქმნის საგრანტო კომისიას (შემდგომში - კომისია). 2. კომისიის შექმნის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისის შექმნის ვადა და მისი შემადგენლობა. 3. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურე. 4. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. 5. კომისია თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 6. კომისია: ა) ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ) ამ წესის მე-16 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ადგენს დამატებით კრიტერიუმებს წარმოდგენილი საგრანტო წინადადებათაგან გამარჯვებულის გამოსავლენად ; გ) ადგენს და აქვეყნებს განცხადებას საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ; დ) იღებს საგრანტო განაცხადებს და ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან; ე) იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადისა და წინადადების განუხილველად დატოვების შესახებ; ვ) განიხილავს საგრანტო წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ; ზ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს. 7. კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სათათბირო ხმის უფლებით შესაბამისი დარგის ექსპერტების მოწვევის შესახებ. მუხლი 8🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. საგრანტო კონკურსის ჩატარებისას, კონკრეტული საგრანტო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს კომისიის წევრი და მოწვეული ექსპერტი, თუ: ა) განმცხადებელი ან საგრანტო წინადადებაში მითითებული იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია ან მისი ახლო ნათესავის წარმომადგენელია; ბ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია; გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია; დ) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან; ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან. 2. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და/ძმა; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და/ძმა; დ) და/ძმა, მათი მეუღლეები და შვილები; 3. კომისიის წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს კომისის წევრმა ან განმცხადებელმა. კომისიის წევრი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით. კომისია კენჭს უყრის თვითაცილების/აცილების შესახებ საკითხს. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს კომისის ის წევრი რომელმაც დააყენა თვითაცილება/რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება. კომისიის წევრი აცილებულად/თვითაცილებულად ითვლება კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. მუხლი 9🔗. კომისიის საქმიანობის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისიის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად, რომლის შედგენასა და კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია სხდომის თავმჯდომარე. 2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს კომისიის ყველა წევრი. 3. კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე. 4. კომისია უფლებამოსილია განიხილის საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა. 5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, კომისიის ერთ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში. მუხლი 10🔗. კომისის სხდომის ოქმი 1. კომისიის სხდომის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი ამ წესის შესაბამისად. 2. სხდომის ოქმში შეიტანება: ა) კომისიის დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) კომისიის წევრების სახელი, გვარი და თანამდებობა; დ) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი; ე) დღის წესრიგი; ვ) განხილვის აღწერა; ზ) კენჭისყრის შედეგები; თ) მიღებული გადაწყვეტილებები. 3. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება დეპარტამენტში. მუხლი 11🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება 1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს დეპარტამენტი. 2. დეპარტამენტი: ა) ამზადებს განმცხადებლებისაგან შემოსულ დოკუმენტებს კომისიის სხდომაზე განსახილველად; ბ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს აწვდის გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას; გ) ასრულებს კომისიის წევრების მითითებებს. მუხლი 12🔗. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნება 1. კომისია, სახელმწიფო გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადებისათვის, ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შემდგომ, აქვეყნებს განცხადებას სახელმწიფო გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე. 2. საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია საგრანტო კონკურსის გამოცხადების განცხადებაში მითითებულ ვადაში. 3. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) გრანტის გამცემის დასახელება; ბ) შესაბამისი სფეროს დასახელება, საქმიანობის/მომსახურების აღწერა და ის მიზნები, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით; გ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები; დ) შეფასების კრიტერიუმები; ე) საგრანტო ვადა; ვ) გრანტის მაქსიმალური ოდენობა; ზ) საგრანტო წინადადება და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა; თ) განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი. მუხლი 13🔗. საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. კომისია საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად. 2. ორგანიზაცია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მისი საგრანტო განაცხადი დარჩება განუხილველი, რის თაობაზეც ეცნობება წერილობით დეპარტამენტის უფროსის მიერ. 3. კომისიას უფლება აქვს საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა. 4. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ცნობა, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ცნობის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. მუხლი 14🔗. საგრანტო განაცხადი და მისი წარდგენის წესი 1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განმცხადებლის მიერ კომისიაში შეტანილ პაკეტს, რომელიც შედგება შემდეგი დოკუმენტებისაგან: ა) საგრანტო წინადადება; ბ) განმცხადებლის დებულება/წესდება; 2. საგრანტო განაცხადში უნდა მიეთითოს: ა) გრანტის გამცემის დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის დასახელება, იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი); გ) მოთხოვნა გრანტის მიღების შესახებ; დ) განაცხადზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი; ე) განაცხადის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა. 3. საგრანტო განაცხადი კომისიას წარედგინება სამინისტროს იურიდიულ მისამართზე: ქალქი თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა. მუხლი 15🔗. საგრანტო წინადადება  საგრანტო წინადადება უნდა შეიცავდეს: ა) თუ როგორ, რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას. ბ) გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას; გ) დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს; დ) შესრულების ვადას; ე) მოსალოდნელ შედეგს; ვ) ინფორმაციას განმცხადებლის ადამინური რესურსების, მათი ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ; ზ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს განმცხადებელი მიღწეული შედეგების შეფასებას. მუხლი 16🔗. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები 1. კომისია საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად. 2. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში, სამინისტროს ოფიცილურ ვებ გვერდზე. 3. საგრანტო წინადადების შეფასების მინიმალური კრიტერიუმებია: ა) დასმული საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის მეთოდი; ბ) საგრანტო წინადადების შესრულების ვადა; გ) ადამიანური რესურსების გამოცდილება; 4. საგრანტო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, კომისიამ შეიძლება დააზუსტოს და/ან დაადგინოს დამატებითი შეფასების კრიტერიუმები. 5. საგრანტო წინადადებები ფასდება კომისიის მიერ ცალ-ცალკე საგრანტო პროგრამით თითოეული კრიტერიუმისათვის დადგენილი ქულების ზღვრული მოცულობის მიხედვით. მუხლი 17🔗. საგრანტო განაცხადის შერჩევა 1. განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ კომისია იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას. შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. შერჩევის პროცესში კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საგრანტო განაცხადის განსახილველად მიღების ან განუხილველად დატოვების თაობაზე; ბ) საგრანტო განაცხადში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე. 3. თითოეული განაცხადის განუხილველად დატოვების თუ განსახილველად მიღების საკითხს კომისია წყვეტს კენჭისყრით. 4. განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების საფუძველი. განაცხადი რჩება განუხილველად თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან: ა) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის; ბ) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომლის წარდგენაც მოითხოვა კომისიამ, ან ამ დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად, ამ წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე; გ) კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა ტექნიკური ხარვეზი; დ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე. 5. განაცხადში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზი არ მიიჩნევა განაცხადის განუხილველად დატოვების საფუძვლად და იგი უნდა გასწორდეს მისი გამოვლენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში. 6. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო განაცხადი ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სხდომიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა, კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით მიღებული გადაწყვტილების თაობაზე განმცხადებელს, დეპარტამენტის უფროსის მიერ, ეცნობება წერილობით. მუხლი 18🔗. საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენა 1. კომისია იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო წინადადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება განხორციელდება კომისიის ყველა წევრის მიერ, ამ წესის მე-16 მუხლითა და კომისიის მიერ საგრანტო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. 2. საგრანტო წინადადება ფასდება კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულათა ჯამის საფუძველზე. 3. გამარჯვებულად ითვლება ის საგრანტო წინადადება, რომელიც სხვა საგრანტო წინადადებაზე უფრო მეტ ქულას მიიღებს. 4. თუ ორმა ან რამდენიმე საგრანტო წინადადებამ თანაბარი ქულები დააგროვა, მაშინ გამარჯვებული საგრანტო წინადადების გამოვლენა ხდება კენჭისყრით. 5. კომისია გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე, არაუმეტეს 1 კვირის ვადაში, წარუდგენს მინისტრს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის წერილით. 6. საგრანტო კონკურსის შედეგები საჯაროდ ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 19🔗. გადაწყვეტილების მიღების ვადა საგრანტო წინადადებების შერჩევის პროცედურა უნდა დასრულდეს და გამარჯვებული გამოვლინდეს საგრანტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 20🔗. საგრანტო ხელშეკრულების დადება 1. სამართლებრივი ურთიერთობა სამინისტროსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებით. 2. საგრანტო ხელშეკრულების პროექტი მის გაფორმებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრს წინასწარი თანხმობის მისაღებად ან განსახილველად საქართველოს მთავრობას,  მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემის მიზნით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, მხარეები ხელს აწერენ საგრანტო ხელშეკრულებას. მუხლი 21🔗. საგრანტო ხელშეკრულების შინაარსი  საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს; ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძვლის შესახებ; გ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების აღწერას; დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს; ე) სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს, ვადას და მხარეთა საბანკო რეკვიზიტებს; ვ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო; ზ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების ვადას, ეტაპებს; თ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს; ი) სამუშაოს/მომსახურების შესრულების დადასტურების წესს; კ) ანგარიშგების წესს; ლ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს; მ) დავის გადაწყვეტის წესს; ნ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას); ო) გრანტის გამცემის მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის წესს; პ) საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის პირობების, გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადებს. მუხლი 22🔗. მონიტორინგი 1. გრანტის გამცემი, დეპარტამენტის მეშვეობით, ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე. 2. გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობით გრანტის გამცემს წარუდგინოს საგრანტო პროგრამის შესრულების პროგრამული და ფინანსური ანგარიში. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დასრულებული გრანტების შესახებ, მათ შორის: ა) გრანტის მიმღების შესახებ; ბ) გრანტის გაცემის სფეროს, მიზნების, ამოცანების და სამიზნე ჯგუფის შესახებ; გ) გრანტის მოცულობის შესახებ; დ) საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ; ე) გრანტით მიღწეული მიზნების შეფასების შესახებ; ვ) დანახარჯების შესახებ. 3. მონიტორინგი ტარდება ანგარიშგების მასალების და გრანტის გამცემის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. 4. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, გრანტის გამცემი უფლებამოსილია გრანტის მიმღებს გაუწიოს რეკომენდანცია (სამუშაოს შესრულების/მომსახურების ალტერნატიული მეთოდის შეთავაზება), რომელიც ხელს შეუწყობს მიზნების უკეთ მიღწევას. მუხლი 23🔗. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტა 1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან/და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო წინანადადებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, გრანტის გამცემი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით. 2. თუ გრანტის მიმღები დაუყოვნებლივ არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას, გრანტის გამცემი უგზავნის წერილობით შეტყობინებას საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. დარღვევის აღმოფხვრამდე გრანტის გამცემი ვალდებულია შეაჩეროს გრანტისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა თუ გრანტის მიმღებს სრულად არ ჰქონდა მიღებული გრანტი ან მას იღებდა ეტაპობრივად. 3. გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადები განისაზღვერება საგრანტო ხელშეკრულებით. 4. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს გამოუყენებელი თანხები. მუხლი 24🔗. გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნება თუ საგრანტო ვადის ამოწურვის შედეგად დარჩება გამოუყენებელი თანხები, გრანტის მიმღები ვალდებულია საგრანტო ვადის ამოწურვიდან 1 თვის ვადაში გრანტის გამცემს დაუბრუნოს გრანტის გამოუყენებელი ნაწილი, თუ არ მოხდება საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ორივე მხარის თანხმობით.