„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.02.2015
ძალაში შესვლა 15.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.018441
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,488 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2015 მიღება
15.02.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ქობულეთი
2 ხულო
3 ქედა
4 ხელვაჩაური
5 შუახევი
6 ოზურგეთი
7 ლანჩხუთი
8 ჩოხატაური
9 ბაღდათი
10 ვანი
11 ზესტაფონი
12 თერჯოლა
13 სამტრედია
14 საჩხერე
15 ტყიბული
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ გრანტის მიზნობრიობა 92% 26.08.2024 აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 14.05.2020 „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების ხელშეკრულება (სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე დაშვება და მოქნილობა (AMMAR))“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 17.02.2015 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 31.03.2023 ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 18.01.2016

დოკუმენტის ტექსტი

„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №56 2015 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული მრავალწლიანი კულტურების გაშენების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“.  მუხლი 2🔗 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  უზრუნველყოს: ა) „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დასაწყებად საჭირო რესურსის მოძიება  საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; ბ) ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის   31-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში პროგრამული კოდის „დანერგე მომავალი“  დამატება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 15 თებერვლიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ მუხლი 1🔗.     პროგრამის  მიზნები და ამოცანები 1.  პროგრამის მიზნებს  წარმოადგენს:  ა) საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ეფექტური გამოყენება მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა; ბ) ადგილობრივი მაღალხარისხიანი  ფიტოსანიტარიულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების)  წარმოების მხარდაჭერა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური  ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის  იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში  ახალი ბაღების გაშენებას და  მეხილეობის სექტორის  რაოდენობრივ და თვისებრივ გაუმჯობესებას. 2.  პროგრამის ამოცანებს წარმოადგენს:  ა) თანამედროვე სტანდარტების მაღალხარისხიანი სანერგე მეურნეობის შექმნა; ბ)  მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღებისა და პლანტაციების გაშენება; გ) სანერგე მეურნეობების შექმნის,  მრავალწლიანი კულტურების ბაღებისა და პლანტაციების გაშენების  სტიმულირება ფინანსური დახმარების საშუალებით; დ) მეურნეობებისა და ბაღების შექმნის მსურველთათვის ტექნიკური დახმარების გაწევა.  მუხლი 2🔗. პროგრამის  კომპონენტები 1. მრავალწლიანი ბაღის გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მხარდაჭერის პირობების და პოტენციური ბენეფიციარების შესაბამისობის კრიტერიუმების განსხვავებულობებიდან გამომდინარე, თანადაფინანსება განხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში: ა) მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი; ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი. 2. ამ პროგრამით განისაზღვრება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპონენტებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების პირობები. 3. პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია, ისარგებლოს პროგრამის ორივე კომპონენტით დადგენილი წესებითა და პირობებით.   მუხლი 3🔗. მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი 1. მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში - ბაღების კომპონენტი) ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას. 2. მრავალწლიანი კულტურების ბაღების პოტენციალი და გაშენების შესაძლებლობა  განსხვავდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისად, ამ პროგრამაში განსაზღვრულია იმ მრავალწლიანი კულტურების სახეობები, რომლებიც შესაძლებელია, გაშენდეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (დანართი №1 - მრავაწლიანი კულტურების სახეები საქართველოს რეგიონების მიხედვით). 3. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელია, განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ, ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი. მუხლი 4🔗. ფინანსური დახმარება 1. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის მიზნით, ასევე, თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით. 2. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების მაქსიმუმ 70%, როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე, მათი იმპორტის შემთხვევაშიც. ამავდროულად, დადგენილია თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა (დანართი №2). 3. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა მისი ღირებულების მაქსიმუმ 50%-ით (დღგ-ის ჩათვლით), მაგრამ არა უმეტეს 2 500 ლარისა (დღგ-ის ჩათვლით) 1 - ჰა-ზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ფლობს ნერგებს, გააჩნია საკუთარი სანერგე მეურნეობა ან საკუთარი მიზნებისათვის გამოჰყავს ნერგები, მას შეუძლია, მიიღოს მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისათვის თანადაფინანსება ამ მუხლის მე-3 პუნქტში დადგენილი ოდენობით. 5. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ,  დამატებით  გადაეცემათ საკუთრებაში საწამლი აპარატები. მუხლი 5🔗. შეზღუდვები 1. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არა უმეტეს 20 ჰა მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება. 2. თანადაფინანსების მოცულობა 1 ჰა-ზე არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს, თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით გადასაცემი საწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება. 3. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით გადასაცემი საწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება. 4. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, პირველ რიგში დაფინანსდება შესასყიდი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო თანხის დარჩენილი სხვაობიდან - წვეთოვანი სარწყავი სისტემა. მუხლი 6🔗. ტექნიკური დახმარება 1. ინტენსიური ბაღის მოვლისათვის აუცილებელი ცოდნით აღჭურვის მიზნით, იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში: ა) გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება; ბ)  მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა - IPM; გ)  ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები. 2. ტრენინგებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს ბენეფიციარის ვალდებულებას და აისახება ბენეფიციართან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში. მუხლი 7🔗. ბაღის კომპონენტის ბენეფიციარი 1.  ბაღის კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიცარებს წარმოადგენენ სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურების ბაღების/პლანტაციების გაშენებით დაინტერესებული პირ(ებ)ი, რომლებიც შესაბამისი ფინანსური რესურსების სიმწირისა და უკუგების   შედარებით  ხანგრძლივი პერიოდის გამო ვერ ახერხებენ ახალი ფართობების  ათვისებას. 2. ბენეფიციარი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე; ბ) საქართველოში დაფუძნებული საწარმო, მათ შორის, რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. 3. ბაღის კომპონენტის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს. მუხლი 8🔗. ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები 1. ბაღის კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად: ა) ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი; ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ან მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსაგან (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც იგი საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს. 3. მიწის ნაკვეთის ფართობი, სადაც იგეგმება მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 ჰა-ს, გარდა №3 დანართში აღნიშნული მუნიციპალიტეტებისა, სადაც მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელშიც იგეგმება მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 ჰა-ს. 4. ბენეფიციარს არ უნდა გაააჩნდეს დავალიანება სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიმართ. 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში - კოოპერატივში შემავალი წევრების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები უნდა იყოს მომიჯნავე და გააჩნდეს ერთიანი პერიმეტრი, რაც დადასტურებული უნდა იყოს საკადასტრო რუკით. მუხლი 9🔗. დაფინანსების მიღების წინაპირობები 1. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, უნდა იყოს დამუშავებული. მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. 2. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს უზრუნველყოფილი პერმანენტული წყლის წყაროთი, რაც გამოიხატება მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან მაქსიმუმ 500 მერტის დაშორებით ტბის, მდინარის, მდინარის არხის არსებობით, ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე ჭის ან ჭაბურღილის არსებობით. 3. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, არ უნდა ედოს ყადაღა. 4. განაცხადით გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი კულტურების ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა (დანართი №4). მუხლი 10🔗. სხვა პირობები 1. ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან  ნერგის იმპორტის გზით. 2. ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების შერჩევა განხორციელდება  ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ ინტერესთა საჯარო გამოხატვის გამოცხადების შედეგად მიღებული განაცხადების სსიპ - სოფლის მეურნების  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) მიერ სანერგე მეურნეობების შემოწმებისას მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის შეძენა/მონტაჟი უნდა განხორციელდეს კვალიფიციური კომპანიებისაგან. 4. კვალიფიციური კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ ინტერესთა საჯარო გამოხატვის გამოცხადების შედეგად მიღებული განაცხადების წინასწარ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჭრილში დამუშავების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შეიმუშავებს სააგენტო  ცენტრთან ერთად. 5. ინტერესთა საჯარო გამოხატვა განხორციელდება ვებგვერდებზე - www.apma.ge, www.moa.ge, www.jobs.ge, www.hr.ge-ზე განცხადების გამოქვეყნების საშუალებით და მედიაში განცხადებების გამოქვეყნებით. 6. პროგრამის  მიმდინარეობის პროცესში სააგენტო ყოველი სეზონისათვის განსაზღვრავს განაცხადების მიღების/თანადაფინანსების გაცემის ბოლო ვადას. მუხლი 11🔗. ბენეფიციარის მიერ დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია ბენეფიციარმა დაფინანსების მისაღებად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შევსებული განაცხადის ფორმა; ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); გ) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი  (კოოპერატივის შემთხვევაში); დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში - დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის); ე) ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არ- არსებობის შესახებ; ვ) ცენტრის  მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული ყველა მრავალწლიანი კულტურისათვის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ; ზ) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება; თ) ცნობა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ; ი) ნერგების შესყიდვის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე, სადაც მითითებული უნდა იყოს: ი.ა) ნერგების რაოდენობა; ი.ბ) თითოეული ნერგის ფასი; ი.გ) ჯამურად ნერგების ღირებულება; ი.დ) ნერგის მახასიათებლები; ი.ე) მიწოდების პირობები; ი.ვ) გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები; კ) შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია, სპრინკლერ-ირიგაცია) ინვოისები ან ხელშეკრულება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე; ლ) პოტენციური ბენეფიციარის მიერ საკუთარი ნერგების გაშენების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ნერგების/ბენეფიციარის სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის შესახებ; მ) თანამონაწილეობის თანხის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ; ნ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები. მუხლი 12🔗. თანადაფინანსების გაცემის პროცედურები 1. პოტენციური ბენეფიციარები ავსებენ განაცხადის სტანდარტულ ფორმას დაფინანსების მიღებაზე. 2. პოტენციური ბენეფიციარები წარადგენენ  სააგენტოში მე-11 მუხლში მითითებულ დოკუმეტაციას. 3. სააგენტო განიხილავს წარდგენილ განაცხადს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად. 4. წარდგენილი დოკუმეტაციის ბაღების კომპონენტის პირობებთან შესაბამისობისა და პოტენციური ბენეფიციარის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმებისა და დაფინანსების გაცემის წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო უკავშირდება პოტენციურ ბენეფიციარს და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას დაფინანსების შესახებ (შემდგომში - ხელშეკრულება). 5. ხელშეკრულების  გაფორმების შემდგომ ბენეფიციარი ვალდებულია, გადარიცხოს ნერგების და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მიმწოდებლის, სააგენტოში წარდგენილ ინვოისებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე საკუთარი/მოზიდული ფულადი სახსრები: ა)  ნერგების შემთხვევაში - სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული  ჯამური თანხის არანაკლებ 30% (ოცდაათი პროცენტი); ბ) წვეთოვანი სარწყავი სისტემის შემთხვევაში - სააგენტოში წარდგენილ ინვოისში მითითებული  ჯამური თანხის არანაკლებ 50% (ორმოცდაათი პროცენტი). 6. ბენეფიციარმა გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინოს სააგენტოში, რის შემდეგაც სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვას. 7. სააგენტოს მიერ პოტენციური ბენეფიციარის განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, სააგენტო აცნობებს ბენეფიციარს წერილობით განაცხადის უარყოფის მიზეზებს, მის მიერ განაცხადის ფორმაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე  წერილის გაგზავნის საშუალებით, რის შემდგომაც პოტენციურ ბენეფიციარს აქვს უფლება, გამოასწოროს ხარვეზი და ხელმეორედ მიმართოს სააგენტოს დაფინანსების მიღებაზე, ამისთვის მან ხელმეორედ უნდა წარადგინოს სააგენტოში განაცხადი და მე-11 მუხლში მითითებული დოკუმენტაცია. 8. სააგენტოს მიერ განაცხადის განხილვის და დაფინანსების გაცემის რიგითობა განისაზღვრება პოტენციური ბენეფიციარების მიერ მე-11 მუხლში მითითებული დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენის თარიღით. დოკუმენტაციაში ხარვეზის გასწორების შემთხვევაში, თარიღად ითვლება „უხარვეზო“ დოკუმენტაციის წარდგენის თარიღი. 9. დაფინანსების გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. მუხლი 13🔗. მონიტორინგი 1. ბენეფიციარის მიერ განაცხადით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო. 2. საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს დაექვემდებარება ყველა დაკმაყოფილებული განაცხადი. 3. დოკუმენტური მონიტორინგი განხორციელდება ბენეფიციარის მიერ სააგენტოში ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენით. 4. ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს ბანკის მიერ დამოწმებული საგადახდო დავალება წარდგენილი ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის გადარიცხვის დამადასტურებლად. 5. საველე მონიტორინგი განხორციელდება ნერგების დარგვისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟების შემდგომ. 6. პირველი სავეგეტაციო პერიოდის დასრულებამდე, სააგენტო პერიოდულად განახორციელებს საველე მონიტორინგს. 7. საველე მონიტორინგის მეთოდოლოგიას შეიმუშავებს სააგენტო  ცენტრთან ერთად. 8. საველე და დოკუმენტური მონიტორინგის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. მუხლი 14🔗. ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შეუსრულებლობა ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ნაწილობრივ ან/და საერთოდ არშესრულების შემთხვევებისათვის, სააგენტო დამატებით შეიმუშავებს და დაამტკიცებს ჯარიმების სისტემას. მუხლი 15🔗. სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი 1. სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში - სანერგეების კომპონენტი) ითვალისწინებს  სანერგე მეურნეობების შექმნის მსურველი პოტენციური ბენეფიციარებისათვის   ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. 2. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელია, განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების სანერგეების შექმნის თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი. მუხლი 16🔗. ფინანსური დახმარება 1. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, სანერგე მეურნეობის მოსაწყობად. 2. თანადაფინანსება განხორციელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დეტალური პროექტის საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) უვირუსო  სადედე  ნერგების, ინტენსიური ტიპის  უვირუსო საძირეების, პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების, თანამედროვე ტიპის  სარწყავი სისტემების შეძენის წყაროებს და განფასებას; ბ) სანერგე მეურნეობის გაშენების დროში გაწერილ  დეტალურ  გეგმას; გ) სანერგე მეურნეობის ოპერირებაში ჩართული საკვანძო პირების ჩამონათვალს, მათი სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მითითებით; დ) სანერგე მეურნეობის დაფინანსების ჯამურ ბიუჯეტს; ე) სანერგე მეურნეობის შექმნის დაფინანსების წყაროს და მის დამადასტურებელ დოკუმენტაციას; ვ) სანერგე მეურნეობისათვის აუცილებელი საბრუნავი საშუალებების მოცულობას და უზრუნველყოფის გეგმას; ზ) თითოეული ნერგის თვითღირებულების კალკულაციას; თ) ნერგების გაყიდვების გეგმას; ი) სანერგე მეურნეობის დაგეგმილ წარმადობას ნერგების სახეობების მიხედვით, 5-წლიანი   საპროგნოზო პერიოდით. 3. სააგენტო ცენტრთან ერთობლივად შეიმუშავებს პროექტის შედგენის სახელმძღვანელოს/კითხვარს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ბენეფიციარებისათვის, რათა მოხდეს წარდგენილი პროექტების სტანდარტიზაცია. 4. თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების არა უმეტეს  50%-ს. მიწის ღირებულება, მიწის მოსამზადებელი სამუშაოები და მიწის ნაკვეთის შემოღობვის ღირებულების გათვალისწინება პროექტის ჯამურ ღირებულებაში არ განხორციელდება. სანერგე მეურნეობის შექმნის პროექტის ღირებულების დარჩენილი ნაწილის დაფინანსება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით. მუხლი 17🔗. შეზღუდვები 1. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს. 2. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, გამოყოფილი თანადაფინანსების სახსრების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით: ა) უვირუსო  სადედე  ნერგების  შეძენა; ბ) ინტენსიური ტიპის  უვირუსო საძირეების შეძენა; გ) პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენა; დ) თანამედროვე ტიპის  სარწყავი სისტემების მოწყობა. მუხლი 18🔗. ტექნიკური დახმარება 1. სანერგე მეურნეობის  მოვლისათვის აუცილებელი ცოდნით აღჭურვის მიზნით, იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში: ა) სარგავი მასალის  გამრავლების ტექნოლოგიები; ბ) სარგავი მასალის  სერტიფიცირების  პრინციპები. 2. ტრენინგებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს ბენეფიციარის ვალდებულებას და აისახება ბენეფიციართან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში. მუხლი 19🔗. სანერგეების კომპონენტის ბენეფიციარი 1.  სანერგეების კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიცარებს წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის სანერგე მეურნეობის შექმნით დაინტერესებული პირები. 2. ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოში დაფუძნებული საწარმო ან ინდივიდუალური მეწარმე. 3.  სანერგეების კომპონენტის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს. მუხლი 20🔗. შესაბამისობის კრიტერიუმები 1. სანერგეების კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად: ა) ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიმართ; ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ან მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსაგან (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს. 3. ბენეფიციარს ან ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებულ სანერგე მეურნეობის ოპერირებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია. 4. შესაქმნელი სანერგე მეურნეობის წარმადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 სხვადასხვა სახეობის ნერგს წელიწადში. 5. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის მოწყობა, არ უნდა ედოს ყადაღა. 6. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის შექმნა, უნდა იყოს დამუშავებული და ვარგისი სანერგე მეურნეობის მოსაწყობად. ვარგისიანობის დადგენა განხორცილედება ცენტრის მიერ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით და დადგენილი მეთოდოლოგიით. 7. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს უზრუნველყოფილი პერმანენტული წყლის წყაროთი, რაც გამოიხატება მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან მაქსიმუმ 500 მეტრის დაშორებით ტბის, მდინარის, მდინარის არხის არსებობით ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე ჭის ან ჭაბურღილის არსებობით. 8. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის მოწყობა, აუცილებელი წესით უნდა იყოს შემოღობილი ან უნდა იგეგმებოდეს მისი შემოღობვა. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, მისი შემოღობვა იქნება თანადაფინანსების ტრანშის გაცემის წინაპირობა. მუხლი 21🔗. ბენეფიციარის მიერ დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ბენეფიციარმა დაფინანსების მისაღებად უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შევსებული განაცხადის ფორმა; ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); გ) დირექტორის/უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ცნობა სსიპ -  შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არ-არსებობის შესახებ; ე) ცენტრის მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული მრავალწლიანი კულტურების სანერგის მოწყობის ადგილის  ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ; ვ) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა); ზ) ცნობა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ; თ) ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი სანერგე მეურნეობის პროექტის საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესყიდვების ინვოისები/გაფორმებული ხელშეკრულებები; ი) ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი სანერგე მეურნეობის პროექტით გათვალისწინებული თანამონაწილეობის ხელმისაწვდომობის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული  დოკუმენტაციის წარდგენა ბენეფიციარის მიერ განხორციელდება განაცხადის/პროექტის დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული დეტალური პროცედურების შესაბამისად. მუხლი 22🔗. თანადაფინანსების გაცემის პროცედურები 1. პოტენციური ბენეფიციარი  სააგენტოში წარადგენს  შევსებულ განაცხადს.  საწყის ეტაპზე განაცხადის წარდგენა მოხდება წერილობითი ფორმით. სააგენტოს მიერ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის შემდგომ, განაცხადის წარდგენა განხორციელდება ელექტრონული ფორმით. 2. სააგენტო განახორციელებს წარდგენილი განაცხადის შემოწმებას სანერგეების კომპონენტით დადგენილ პირობებთან შესაბამისობაზე. 3.  შესაბამისობის შემთხვევაში, მოხდება განაცხადის დაშვება განხილვის შემდგომ ეტაპზე. 4. წინასწარი განხილვის შემდგომ, პოტენციური ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს სააგენტოში სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალური წერილობითი პროექტი, თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად. 5. წარდგენილ პროექტს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად განიხილავს სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იქნება  ცენტრის წარმომადგენელი. 6. კომისია ამზადებს დასკვნას წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით და გადასცემს  სააგენტოს მიერ შექმნილ  „თანადაფინანსების კომიტეტს“ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 7. „თანადაფინანსების კომიტეტი“ იღებს გადაწყვეტილებას პროექტის დამტკიცების/უარყოფის შესახებ, ამავდროულად „თანადაფინანსების კომიტეტი“ განსაზღვრავს ყოველწლიურად საწარმოებელი ნერგების რაოდენობის მინიმალურ მოცულობას.  8. „თანადაფინანსების კომიტეტის“ მიერ პროექტის დამტკიცების შემთვევაში, სააგენტო განსაზღვრავს ბენეფიციარის დაფინანსების დეტალურ პირობებს (ტრანშების მოცულობას, თითოეული ტრანშის მიზნობრიობას, თითოეული ტრანშის გაცემის წინაპირობებსა და გაცემის პერიოდულობას) და ბენეფიციართან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას. 9. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის დაფინანსებას გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მუხლი 23🔗. მონიტორინგი 1. ბენეფიციარის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო. 2. საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს დაექვემდებარება ყველა დაკმაყოფილებული განაცხადი. 3. დოკუმენტური მონიტორინგი განხორციელდება ბენეფიციარის მიერ სააგენტოში ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენით. 4. ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს ბანკის მიერ დამოწმებული საგადახდო დავალება წარდგენილი ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის გადარიცხვის დამადასტურებლად. 5. საველე მონიტორინგი განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანერგე მეურნეობის მოწყობის, ლაბორატორიული მოწყობილობებისა  და წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟების შემდგომ ან სანერგე მეურნეობის მოწყობის პროცესში. 6. საველე მონიტორინგის მეთოდოლოგიას შეიმუშავებს სააგენტო  ცენტრთან ერთად. 7. საველე და დოკუმენტური მონიტორინგის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. მუხლი 24🔗. ბენეფიციარების დამატებითი ვალდებულებები და ბენეფიციარის მიერ მიზნობრიობის შეუსრულებლობა 1. ბენეფიციარის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილობრივ ან/და საერთოდ არშესრულების შემთხვევებისათვის, სააგენტო დამატებით შეიმუშავებს და დაამტკიცებს ჯარიმების სისტემას. 2. ბენეფიციარი ვალდებულია, შეუნარჩუნოს დაფინანსებულ მეურნეობას სანერგე მეურნეობის პროფილი. 3. პროფილის შენარჩუნებისათვის ბენეფიციარი ვალდებულია, სანეგრე მეურნეობის შექმნიდან 2 წლის განმავლობაში აწარმოოს სხვადასხვა კულტურების ნერგები არანაკლებ „თანადაფინანსების კომიტეტის“ მიერ დადგენილი რაოდენობისა. მუხლი 25🔗. უფლებამოსილებათა განაწილება პროგრამის განხორციელებისთვის 1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მის სისტემაში შემავალი, ამ პროგრამის მონაწილე სააგენტოს და ცენტრის მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები მონაწილეობენ ამ პროგრამის საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობაში. აწვდიან ბენეფიციარებს საჭირო ინფორმაციას მათ მიერ სააგენტოში წარსადგენ დოკუმენტაციასა და სხვა საკითხებზე.  ამოწმებენ პოტენციური ბენეფიციარის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ბაღის (სანერგის) გასაშენებელად მზაობას და გასცემენ შესაბამის ცნობას. 3. ცენტრი  ამოწმებს ბენეფიციარის მიერ ბაღის გასაშენებლად შერჩეული მიწის ნაკვეთის ლაბორატორიული ანალიზის შედეგებს და გასცემს ცნობას მიწის ნაკვეთის დაგეგმილი მრავალწლიანი კულტურების გაშენებისათვის ვარგისიანობის შესახებ, ან წერილობით იძლევა უარყოფით პასუხს. ასევე, ადგენს კვალიფიციური სანერგეების ნუსხას მიღებული განაცხადების დამუშავების შედეგად. 4. სააგენტო  არის პროგრამის ძირითადი განმახორციელებელი. იგი შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, იბარებს ბენეფიციარებისაგან დოკუმენტაციას, აფორმებს ხელშეკრულებებს ბენეფიციარებთან, აფინანსებს სანერგე მასალების და სარწყავი წვეთოვანი სისტების შესყიდვას, ახდენს თანადაფინანსების თანხების გადარიცხვას,  ახორციელებს ბენეფიციარების მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს. დანართი №1 - მრავაწლიანი კულტურების სახეები საქართველოს რეგიონების მიხედვით რეგიონი მრავალწლიანი კულტურები კურკოვანი კენკროვნები სუბტროპიკული კაკლოვანი თესლოვანი კახეთი ატამი, ქლიავი, ბალი - ხურმა, ბროწეული კაკალი, ნუში (ორივე გვიანმოყვავილე) - შიდა ქართლი ატამი, ქლიავი, ბალი მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო - კაკალი ვაშლი ქვემო ქართლი ატამი, ქლიავი, ბალი, გარგარი მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო ხურმა, ბროწეული კაკალი, ნუში (ორივე გვიანმოყვავილე) - მცხეთა- მთიანეთი ატამი, ქლიავი, ბალი მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო - კაკალი - სამცხე-ჯავახეთი ატამი, ქლიავი, ბალი მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო - კაკალი ვაშლი იმერეთი ქლიავი, ბალი მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო ხურმა კაკალი, თხილი ვაშლი რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი ქლიავი, ბალი - ხურმა კაკალი, თხილი ვაშლი სამეგრელო-ზემო სვანეთი ქლიავი ლურჯი მოცვი ხურმა, კივი, ფეიხოა თხილი - გურია ქლიავი, ტყემალი, ბალი ლურჯი მოცვი ხურმა, კივი, ფეიხოა თხილი ვაშლი აჭარა ქლიავი, ტყემალი, ბალი ლურჯი მოცვი ხურმა, კივი, ფეიხოა - ვაშლი დანართი №2 - თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური  მოცულობა კულტურის დასახელება მაქსიმალური თანადაფინანსება ერთ ნერგზე - ლარი კურკოვანი კულტურები ატამი 3.5 ქლიავი 3.5 ბალი 3.5 გარგარი 3.5 ტყემალი 3.5 კეკროვანი კულტურები მოცხარი 1,05 ხურტკმელი 1,05 ჟოლო 1,05 ლურჯი მოცვი 3.5              სუბტროპიკული კულტურები ხურმა 3,5 კივი 3,5 ფეიხოა 2,8 ბროწეული 2,1                      თესლოვანი კულტურები ვაშლი 4,2                        კაკლოვანი კულტურები თხილი 0,84 კაკალი 7 ნუში 3,5 დანართი №3 - მუნიციპალიტეტების ნუსხა, სადაც გასაშენებელი ბაღის მინიმალური ფართობი შეადგენს არანაკლებ 1 ჰა-ს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1 ქობულეთი 2 ხულო 3 ქედა 4 ხელვაჩაური 5 შუახევი გურია 6 ოზურგეთი 7 ლანჩხუთი 8 ჩოხატაური იმერეთი 9 ბაღდათი 10 ვანი 11 ზესტაფონი 12 თერჯოლა 13 სამტრედია 14 საჩხერე 15 ტყიბული 16 ხარაგაული 17 ხონი მცხეთა - მთიანეთი 18 თიანეთი 19 ყაზბეგი რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი 20 ამბროლაური 21 ონი 22 ცაგერი 23 ლენტეხი სამცხე - ჯავახეთი 24 ახალციხე 25 ადიგენი 26 ბორჯომი სამეგრელო-ზემო სვანეთი 27 წალენჯიხა 28 მარტვილი 29 მესტია 30 ჩხოროწყუ დანართი  №4 - ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების მიხედვით (მცენარეების  დასაშვები  მინიმალური სიხშირე  1 ჰა-ზე ინტენსიური  და ნახევრადინტენსიური ტიპის  ბაღების გაშენების მიზნით)  მრავალწლიანი კულტურები ნერგების  მინიმალური რაოდენობა - 1 ჰა       ნარგაობის ტიპი, სარეკომენდაციო კვების არე,  მეტრი კურკოვნები ატამი 500 ნახევრადინტენსიური 5 X 4, 5 X 3, ქლიავი 660 ნახევრადინტენსიური 5 X 4, 5 X 3, ბალი 660 ნახევრადინტენსიური 5 X 4, 5 X 3, ტყემალი 500 ნახევრადინტენსიური 5 X 4, 5 X 3, გარგარი 400 ნახევრადინტენსიური 5 X 4, 5 X 3, თესლოვნები ვაშლი MM106 660 ნახევრადინტენსიური 5 X 3, 5 X 2.5,  ვაშლი M9 1 660 ინტენსიური 4,0-3,6 X 1, 5 - 1,0, სუბტროპიკული ხურმა 400 ნახევრადინტენსიური 6 X 4, 5 X 4, ბროწეული 500 ნახევრადინტენსიური 5 X 4, 5 X 3, კივი 400 ინტენსიური 4 X 4, ფეიხოა 500 ინტენსიური 5 X 4, 5 X 3, კაკლოვანი კაკალი 220 ინტენსიური 8 X 5, 8 X 6, 7 X 5, თხილი 500 ინტენსიური 5 X 4, 5 X 3, 5 X 2, ნუში 400 ინტენსიური 6 X 4, 5 X 4, კენკროვანი ლურჯი მოცვი 3 000 ინტენსიური 3,0-2,0 X 1,0 - 1,2, მოცხარი 2100 ინტენსიური 3,0-2,0 X 1,0 - 1,2, ხურტკმელი 2100 ინტენსიური 3,0-2,0 X 1,0 - 1,2, ჟოლო 4700 ინტენსიური 3,0-2,0 X 0,5 - 0,7.