📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.02.2015
ძალის დაკარგვა 27.03.2023
გამომცემი ორგანო სახელი, გვარი/დასახელება
ნომერი №000000000/000000000
სარეგისტრაციო კოდი --------------------
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,884 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2015 მიღება
27.03.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (14)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სახელი, გვარი/დასახელება -------/ --------------
პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი 000000000/000000000
მისამართი --------------- -------------
წარმომადგენელი/მინდობილი პირი -------------/------------
აუქციონზე შეძენილი  ქონების მონაცემები: ჩატარებული აუქციონის მონაცემები:
(მისამართი ან/და სხვ) --------------------
საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი № --------------------
უძრავი ქონების ფართი კვ.მ., წილის ოდენობა და სხვ. -------------------
ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია: ჩატარებული აუქციონის განსაკუთრებული პირობები:
ქონების საწყისი საპრივატიზებო  ფასი   ლარებში -----------
აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული ფასი ლარებში ----------
გაყიდული ქონების სრული საპრივატიზებო საფასური ლარებში -----------
აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური ლარებში -----------
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 09 2015 წლის 12 თებერვალი ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ    საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ე.ა“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის  №669   დადგენილებით  დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის  ქონების  პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის  საწყისი  საფასურის  განსაზღვრისა  და  ანგარიშსწორების  წესების“  მე-11 მუხლის  შესაბამისად,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს: ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი თანდართული ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმა (დანართი №1); ბ) პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის  ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №2); გ) პირობებით გამოცხადებული აუქციონის  ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №3); დ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №4). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ (სსმ, 41, 21/10/2010წ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.133.016001) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის №42 დადგენილება. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე დანართი №1 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) № ----------- „----“ „------ -------“ 20   წელი                                                                                          ქ. ბათუმი აუქციონში გამარჯვებული პირის/ოქმის ადმინისტრაციული დაპირების მიმღები პირის მონაცემები: სახელი, გვარი/დასახელება -------/ -------------- პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი 000000000/000000000 მისამართი --------------- ------------- წარმომადგენელი/მინდობილი პირი -------------/------------                                                             _________________________________________________________ აუქციონზე შეძენილი  ქონების მონაცემები: ჩატარებული აუქციონის მონაცემები: (მისამართი ან/და სხვ) -------------------- აუქციონის ჩატარების თარიღი -------------------------- საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი № -------------------- აუქციონის № ------- უძრავი ქონების ფართი კვ.მ., წილის ოდენობა და სხვ. ------------------- აუქციონის ლოტის № ------ ______________________________________________________________________________________ ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია: ჩატარებული აუქციონის განსაკუთრებული პირობები: ქონების საწყისი საპრივატიზებო  ფასი   ლარებში ----------- სრული საპრივატიზაციო საფასურის გადახდის ბოლო ვადა ---------------------------- აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული ფასი ლარებში ---------- აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურის გადახდის ბოლო ვადა -------------------------- გაყიდული ქონების სრული საპრივატიზებო საფასური ლარებში ----------- სხვა ვალდებულება ------------------------ აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური ლარებში ----------- ________________________________________________________________________________ შეზღუდვა: ------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებული პირის განცხადება: ვაცხადებ, რომ მონაწილეობა მივიღე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოწყობილ წინამდებარე აუქციონზე. აუქციონის შესახებ ინფორმაცია და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) პირობები ვიხილე ოფიციალურ ვებ გვედზე http://www.eauctio.ge/ და სრულად ვეთანხმები მას. ინფორმირებული ვარ, რომ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (შემდგომში – ოქმი) საფუძველზე 30 კალენდარული დღის ვადაში, უნდა გაფორმდეს აუქციონატორსა და ჩემს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება). ჩემთვის ცნობილია, რომ ჩემს მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა მართმევს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დამიბრუნდება.        სახელი, გვარი  ------------  ---          ------------------ დანართი 2 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი  პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის  ხელშეკრულება N----- ქ. ბათუმი                                                                       “-----” “------- --------------”                                                                                                             (რიცხვი, თვე, წელი) წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა  ____________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________________  (აუქციონში გამარჯვებულის –  ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 თებერვლის N08  დადგენილებით დამტკიცებული  დამტკიცებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად_______________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________  (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე - --------------------------------------------- (ქონების მისამართი)  ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: ---    (--------) ლარი.                                              (ციფრებით)   (სიტყვიერად) შემდგომი პრივატიზების მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამართულ -----N----აუქციონზეN ---- ლოტზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ___________________________________________________________________                                                         (ციფრებით)                                    (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 თებერვლის  N08  დადგენილებით დამტკიცებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი  N ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა_________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი,  ქონების სხვა აღწერილობა) აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: (აუქციონის პირობები:) ა) აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: ---------  (-----------------------------------)  ლარი                                                                               (ციფრებით) (სიტყვიერად) გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან  30  (კალენდარული) დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე - ბ)_________________________________________________________________________________________ გ)_________________________________________________________________________________________ დ)________________________________________________________________________________________ ე)_________________________________________________________________________________________ სხვა პირობები და ვალდებულებები: 1. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში  შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში,  ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე; 2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე; 3. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  მიერ მათი დადასტურების მომენტიდან; 4. თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდება; 5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშსწორებისას.  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან; 6. ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე  საკუთრების უფლება გადადის სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და  შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ;  7. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს აუქციონატორი; 8. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;  9. პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი; 10. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს; 11. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე  ხელშეკრულებას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო აუქციონატორი:         (ხელმომწერი) ----------------------------------------------------------------------------       (რეკვიზიტები)                                                            (ხელმოწერა)         აუქციონში გამარჯვებული პირი (ხელმომწერი) --------------------------------------------------               -------------------------------  (რეკვიზიტები)                                                         (ხელმოწერა) ----------------------------------    ბეჭდის ადგილი        დანართი 3 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი პირობებით გამოცხადებული აუქციონის   ხელშეკრულება N----- ქ. ბათუმი                                                                             “-----” “------- --------------”                                                                                                                        (რიცხვი, თვე, წელი) წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა  _______________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________  (აუქციონში გამარჯვებულის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12თებერვლის  N08  დადგენილებით დამტკიცებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად  ___________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე -  ------------------------------------------- (ქონების მისამართი)  ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: ---    (------) ლარი.                                                                  (ციფრებით) (სიტყვიერად) შემდგომი პრივატიზების მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ჩატარებულ --------აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ---------------------------–––––––----------------------------------                                                         (ციფრებით)                                    (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – აუქციონში გამარჯვებული) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 12 თებერვლის N 08 დადგენილებით დამტკიცებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი  N ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა____________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________  (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი,  ქონების სხვა აღწერილობა) აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: (აუქციონის პირობები:) ა) აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: ---------  (-----------------------------------)  ლარი                                                                               (ციფრებით) (სიტყვიერად) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან --------ვადაში                                     (აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა) შემდეგ საბანკო ანგარიშზე - ___________________________________________________________________________________ ბ)___________________________________________________________________________________ გ)___________________________________________________________________________________ დ)___________________________________________________________________________________ ე)__________________________________________________________________________________ სხვა პირობები და ვალდებულებები: 1. ოქმისა და ხელშეკრულებისმოქმედებისპერიოდში  შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში,  ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია,  შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია აუქციონატორს. 3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 4. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში,  პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებულია  ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. 5. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს. 6. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 7. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობაგანისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებითელექტრონული აუქციონისპირობებიდანგამომდინარე, კერძოდ: ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობისშემთხვევაში, სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% – დარღვევის დღიდან ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% – დარღვევის დღიდან ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე; გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არა ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე - ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%. 8. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 9. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრებისუფლებაგადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულადგადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და  შეძენილი ქონების სსიპ – საჯარორეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.   ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 10. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს აუქციონატორი. 11. აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე” ჩაითვლება ანგარიშსწორებისას. 12. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან. 13. იმ შემთხვევაში, თუკი  ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა. 14. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით. 15. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 16. პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. 17. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს. 18. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს, და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას. 19. ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის: 20. ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო  რეესტრიდან; 21. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია,  იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; 22. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს  წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო აუქციონატორი:     (ხელმომწერი) ----------------------------------------------------------------------------       (რეკვიზიტები)                                                                               (ხელმოწერა)         აუქციონში გამარჯვებული პირი           (ხელმომწერი) --------------------------------------------------               ------------------------           (რეკვიზიტები)                              (ხელმოწერა) ----------------------------------    ბეჭდის ადგილი        დანართი №4 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №––––––––            „------“--------------------20    წ. ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                           (მესაკუთრე და მისი მისამართი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                                 (ქონების დასახელება და მისამართი) _______________________________________________________________________________                 (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი: წილის ოდენობა; უძრავი ქონების ფართობი) _______________________________________________________________________________________ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი; სარეგისტრაციო ნომერი) საფუძველი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                     (ოქმის და ხელშეკრულების დასახელება ნომერი) ოქმის დახელშეკრულების შედგენის თარიღი  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელთაგან ერთი წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მესამე ეგზემპლარი ინახება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოში. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია ოქმთან და ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                                                                              (სახელი, გვარი) ––––––––––––––––––––––––         (ხელმოწერა)  ბ.ა.