„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2019
სარეგისტრაციო კოდი
010.240.080.05.001.001.981
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 29/11/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, გარდა ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, არ გააჩნიათ იურიდიული ძალა საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებამდე.“.

2. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-32 პუნქტები:

„31. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს (მიუხედავად მათი დასახელებისა), რომლებიც არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არ გააჩნიათ.

32. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და შეიცავს ინდივიდუალურ (ერთჯერად) დებულებას (დებულებებს), ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ამ დებულების (დებულებების) ნაწილში.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 9 ნოემბერი.

№2019-IIს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.11.2005.
როდის იქნა მიღებული „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.11.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2019. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.080.05.001.001.981.
სად არის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.11.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №2019, 09.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.080.05.001.001.981 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27298/