,, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.172.016073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

,, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
 ,,ქალქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტერის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №07  დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016007)  დამტკიცებულ ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი   ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. აპარატი შედგება აპარატის უფროსის, იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილების, საორგანიზაციო განყოფილებისა და აპარატის მოსამსახურეებისაგან.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5 აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.“;

გ)  დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 52 :

 ,,მუხლი 52. საორგანიზაციო განყოფილება

განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

 ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების, საკრებულოსა და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

 გ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;

 დ) ორგანიზაციას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;

 ვ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;                               

 ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;

 თ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმის საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;

 ი) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან.”.

 დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების თავი V ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,თავი V აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

მუხლი 8. სტრუქტურული ერთეული ხემძღვანელი

  1. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. განყოფილების უფროსი

ა) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და  სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა  საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

გ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

დ) უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს.

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, აპარატის უფროსის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე