საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) 160-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს, რომელიც პირს წარუდგენს ბრალდებას და დაჰკითხავს, როგორც ბრალდებულს, შეუძლია ამ კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, პროკურორი უფლებამოსილია დააკავოს ბრალდებული და დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ბრალდებული, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი დავალებით, დაკავებულის ყოფნის ადგილის ადმინისტრაციას მიჰყავს მოსამართლესთან, რომელსაც წარედგინება აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 9 ნოემბერი.
№2020-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.11.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 09.11.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2020. სარეგისტრაციო კოდი — 090.000.000.05.001.001.982.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.11.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2020, 09.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.982 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27304/