⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.01.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2015
ძალის დაკარგვა 04.01.2018
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 955 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.2015 მიღება
04.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2015 წლის 13 თებერვალი დაბა შუახევი განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება, თანდართული დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2011 წლის 23 დეკემბრის №32 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე დანართი განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური 1. შუახევის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. 4. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლების,  კულტურისა და სპორტის განყოფილება; ბ) ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-11 მუხლით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და ამ დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. მუხლი 4🔗. სამსახურის განათლების,  კულტურისა და სპორტის განყოფილების ფუნქციები სამსახურის განათლების,  კულტურისა და სპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ვ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; ზ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; თ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; კ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს; ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; გ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული და საკურორტო ობიექტების შექმნის, მათი მართვის სისტემის თაობაზე წინადადებების მომზადებას; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, აღწერას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას, მოვლა-პატრონობას, შესწავლასა და რეაბილიტაციას; ზ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; თ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობას; ი) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობის განხორციელებას; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების, დამცავ ზონაში კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის დადგენის, მისი განვითარების თაობაზე წინადადებების მოზადებასა და პროგრამის განხორციელებას; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; ე) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს, წარდგინებებს და წარუდგენს გამგებელს შესაბამის დასკვნას; ზ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას; ი) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; კ) უშუალოდ უძღვება სამსახურს წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას; ლ) ამზადებს გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტებს; მ) სამსახურის საქმიანობაში სამართალშემოქმედების ამაღლების მიზნით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; ნ) წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას; ო) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; პ) ესწრება გამგეობის ხელმძღვანელი პირების თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს; ჟ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს სამსახურის საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმნისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ტ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და ფუნქციებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 7🔗. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა სამსახურის რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას და დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.