„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№58
სარეგისტრაციო კოდი
010170000.10.003.018443
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №58

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/12/2014, 010170000.10.003.018258) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის“  (დანართი №1):  

1. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მენაშენე - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობა, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ფლობს მოქმედ მშენებლობის ნებართვას და ამ ნებართვის საფუძველზე, დაპროექტებული და/ან დაწყებული და/ან დამთავრებული აქვს მშენებლობა და/ან დასრულებული საცხოვრებელი ფართ(ებ)ი რეგისტრირებული აქვს საკუთრებაში;“.

 

2.  მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საკონკურსო წინადადება – კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, მენაშენის მიერ სამინისტროში წარდგენილი განაცხადი, რომელიც შეიცავს იურიდიული პირებისათვის, ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ,,ბ.ა“, ფიზიკური პირებისათვის - „ბ.ბ“, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობებისათვის  -  „ბ.ბ1“ ქვეპუნქტებში მითითებულ ყველა დოკუმენტს და „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ მენაშენეების მიერ წარსადგენ დამატებით დოკუმენტაციას;“.

 

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს „ბ.ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ1) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობებისათვის:

ბ.ბ1.ა) ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

ბ.ბ1.ბ) ხელშეკრულებით უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება პროგრამაში მონაწილეობის თანხმობის თაობაზე;

ბ.ბ1.გ) ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან ამხანაგობის რეგისტრაციისა და მის რეორგანიზაციაზე/ლიკვიდაციაზე საქმის წარმოების არ მიმდინარეობის თაობაზე;

ბ.ბ1.დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა/ამონაწერი მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე;

ბ.ბ1.ე) ცნობა სასამართლოდან ამხანაგობის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.02.2015.
როდის იქნა მიღებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №58. სარეგისტრაციო კოდი — 010170000.10.003.018443.
რამდენი მუხლისგან შედგება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №58, 13.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010170000.10.003.018443 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2730428/