⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.12.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.02.2015
ძალის დაკარგვა 26.12.2017
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.148.016251
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,276 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.2015 მიღება
26.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები/ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/
2 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/
3 საავადმყოფოები / ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/
4 სასტუმროები / ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაერიცხება/
5 სასურსათო მაღაზიები/სავაჭრო დარბაზი/
6 სამრეწველო მაღაზიები და აფთიაქები /სავაჭრო დარბაზი/
7 რესტორნები, სასადილოები, კაფეები, ბარები და სხვა საზ.კვების ობიექტები
8 აბანოები, საუნები
9 სკოლები, კოლეჯები, ინსტიტუტები, საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/
10 თეატრები და კინოთეატრები
11 დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები
12 ვაგზლები, საავტომობილო და რკინიგზის სადგურები
13 ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
14 მუზეუმები, ბიბლიოთეკები,არქივები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/
15 საცხობები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2015 წლის 13 თებერვალი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ 1-ლი მუხლის, მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, მე-6 და 12​1 მუხლების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის  1-ლი პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. შემოღებულ იქნეს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი   მოსაკრებელი: ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის; ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. მუხლი 2🔗 1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს: ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით. ბ) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ხუთი ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗  დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის  შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის 3 ფურცლად).  მუხლი 4🔗 დამტკიცდეს  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარი თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის დანართი №2-ის შესაბამისად (დანართი №2 თან ერთვის 2 ფურცლად).  მუხლი 5🔗 დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ხელშეკრულების და გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად (დანართი №3 თან ერთვის 1 ფურცლად)  და №4-ის შესაბამისად (დანართი №4 თან ერთვის 3 ფურცლად). მუხლი 6🔗 ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებულ მოსაკრებელზე სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.  მუხლი 7🔗 საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება - ტრანსპორტირების, ნარჩენების გაუვნებლობისა  და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.  მუხლი 8🔗  1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს (ფიზიკურ პირებს), რომლებიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება ფულადი სოციალური დახმარებისათვის კანონით დადგენილ ოდენობას (სარეიტინგო ქულის არსებობის შემთხვევაში). 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. 3. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ანხორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგან.    მუხლი 9🔗 მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის დასუფთავების მომსახურების 3 თვის განმავლობაში მიღების შემდეგ. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.  მუხლი 10🔗 დადგენილების მე-4 მუხლი ამოქმედდეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამატებითი დადგენილების მიღების შემდეგ, რომლითაც განისაზღვრება დასუფთავების მომსახურების დაწყება. მუხლი 11🔗 დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14  თებერვლის №7 დადგენილება  „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“მუხლი 12🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი დანართი  №1 დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია აწესრიგებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხორებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. 5. მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებელი ამოიღება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო – კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 3. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდეგში – მესაკუთრე/მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 4. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნას ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 8. მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. 9. მესაკუთრის/მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათი დაარსებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად. 4. გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. ნარჩენების წარმომქნელის მიერ ნარჩენების წარმოქნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 6. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს, წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის საცხოვრებელ ადგილას არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი მოსაკრებელი მთლიანად ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საფუძველზე. 2. ქვითრის ტიპური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მოსაკრებლის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) გადასახდელი თანხა და პერიოდი; გ) გადახდის ვადა და გადახდის ადგილი. 3. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. 4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს. დანართი №2 დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს: № მოსაკრებლის გადამხდელი ზომის ერთეული ნარჩენების დაგროვების ნორმა კუბ.მ.თვეში ერთი კუბ.მ. ნარჩენის გატანის ღირებულება /ლარი/ მოსაკრებლის განაკვეთი თვეში /ლარი/ 1 2 3 4 5 6 1 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები/ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ საერთო ფართის ერთი კვ.მ. 0,022 5,0 0,11 2 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ საერთო ფართის ერთი კვ.მ. 0,022 5,0 0,11 3 საავადმყოფოები / ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ ერთი საწოლი 0,062 5,0 0,31 4 სასტუმროები / ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაერიცხება/ ერთი საწოლი 0,062 5,0 0,31 5 სასურსათო მაღაზიები/სავაჭრო დარბაზი/ ფართი ერთი კვ.მ. 0,041 5,0 0,21 6 სამრეწველო მაღაზიები და აფთიაქები /სავაჭრო დარბაზი/ ფართი ერთი კვ.მ. 0,013 5,0 0,07 7 რესტორნები, სასადილოები, კაფეები, ბარები და სხვა საზ.კვების ობიექტები ერთი დასაჯდომი ადგილი 0,13 5,0 0,65 8 აბანოები, საუნები  ერთი კვ.მ. 0,03 5,0 0,15 9 სკოლები, კოლეჯები, ინსტიტუტები, საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ ერთი მოსწავლე 0,01 5,0 0,05 10 თეატრები და კინოთეატრები ერთი სავარძელი 0,018 5,0 0,09 11 დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები საერთო ფართის ერთი კვ.მ. 0,03 5,0 0,15 12 ვაგზლები, საავტომობილო და რკინიგზის სადგურები ღია ფართის ერთი კვ.მ. 0,004 5,0 0,02 დახურული ფართის ერთი კვ.მ. 0,022 5,0 0,11 13 ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები საერთო ფართის ერთი კვ.მ. 0,004 5,0 0,02 14 მუზეუმები, ბიბლიოთეკები,არქივები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ საერთო ფართის ერთი კვ.მ. 0,002 5,0 0,01 15 საცხობები სამუშაო ფართის ერთი კვ,მ, 0,03 5,0 0,15 16 აგრარული ბაზრები საერთო ფართის ერთი კვ.მ. 0,02 5,0 0,10 17 შერეული საქონლის ბაზრები საერთო ფართის ერთი კვ.მ. 0,01 5,0 0,05 18 სამხედრო ნაწილები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/ ერთი სამხ.მოსამსახურე 0,1 5,0 0,50 19 ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები ღია ფართის ერთი კვ.მ. 0,002 5,0 0,01 დახურული ფართის ერთი კვ.მ. 0,022 5,0 0,11 20 სადალაქოები და სილამაზის სალონები საერთო ფართის ერთი კვ.მ. 0,022 5,0 0,11 21 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე საერთო ფართის ერთი კვ.მ. 0,022 5,0 0,11 22 ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები საერთო ფართის ერთი კვ.მ. 0,01 5,0 0,05 23 საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი საერთო ფართის ერთი კვ.მ. 0,002 5,0 0,01 24 მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები/ საწარმოო ნარჩენების გარდა/ საერთო ფართის ერთი კვ.მ. 0,006 5,0 0,03 25 მცირე სამეწარმეო საქმიანობის შენობის შიგნით მიმდინარე წარმოების საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის ერთი კვ.მ. 0,04 5,0 0,20 26 სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტერიტორიები და მანეჟები/ სატურნირო და სავარჯიშო ობიექტების გარდა/ ღია ფართის ერთი კვ.მ. 0,002 5,0 0,01 დახურული ფართის ერთი კვ.მ. 0,01 5,0 0,05 1. მ = გxრ  2. მ - ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი) 3. გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) 4. რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.)  დანართი №3 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმა სახაზინო კოდი:                                                                                                                            .                                                         ქვითარი №  აბონენტის №  -- ,  გვარი სახელი ------------------ მისამართი --------------------------------  პირადი № ან საიდენტიფიკაციო კოდი ერთ სულზე ტარიფი რაოდენობა თარიღი ოპერაციის ტიპი თანხა დარიცხვა დებეტი                   გადახდილია გადასახდელია გთხოვთ არაუგვიანეს 20 რიცხვისა გადაიხადოთ მოსაკრებელი. გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდება ადმინისტრაციული ზომები გადახდის თარიღი თანხა                  ლ.              თ. ნაშთი                                      ლ.              თ.                                                                   მოლარე: მოსაკრებელი დასახლებული გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ტერიტორიის დასუფთავებისათვის გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმა სახაზინო კოდი:  ქვითარი № აბონენტის №--,   გვარი სახელი-------------------- მისამართი ------------------------------- პირადი № ან საიდენტიფიკაციო კოდი სულ გადასახადი: გადახდის თარიღი თანხა                                      ლ.          თ. ნაშთი                                                         ლ.          თ.             მოლარე: დანართი №4 დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულება ქ. გორი                                                                                              „---  ------201---წ    ჩვენ, ერთი მხრივ, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის სახით, შემდგომში „გორის მუნიციპალიტეტი,“ ხოლო მეორე მხრივ --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /ობიექტის დასახელება/საიდენტ.კოდის №/მისი მესაკუთრე/ მოსარგებლე, დირექტორი, ხელმძღვანელი, რწმუნებული პირი /-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- /გვარი,სახელი, პირადი ნომერი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი/ შემდგომში „ობიექტად“ წოდებული, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე: მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ობიექტის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გატანა ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე. მუხლი 2🔗. მხარეთა უფლება- მოვალეობები 1.ხელშეკრულების  1-ლ მუხლში აღნიშნულ მომსახურებას, გორის მუნიციპალიტეტი ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის ან პირის მეშვეობით, რომლის შესახებ ინფორმაცია აღინიშნება დასუფთავების მოსაკრებლის ქვითარში.                           2. გორის მუნიციპალიტეტმა ობიექტიდან ნაგვის გატანა მოახდინოს /მიეთითოს რა ინტენსივობით თვეში ან დღეების მითითებით/ 3. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/ მოსარგებლე ვალდებულია გორის მუნიციპალიტეტს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფ იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები ( კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება ( შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით). 4. ობიექტი ვალდებულია წარმოქმნილი ნარჩენები მოაგროვოს და განათავსოს სპეციალურ ურნებში. 5. ობიექტი ვალდებულია თავად შეიძინოს სპეციალური ბუნკერები და მომსახურე პირთან შეთანხმებით გამოყოს მისი განთავსების ადგილი. 6. ობიექტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს როგორც გორის მუნიციპალიტეტიდან, ისე მომსახურე პირისგან. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ შემთხვევებში ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე მუნიციპალიტეტს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სამეწარმეო, ან სხვა სახის საქმიანობის სრულად, ან სხვა სახის საქმიანობის სრულად, ან ნაწილობრივ შეჩერების, ან შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს, დამოწმებულს შესაბამისი ორგანოების მიერ ( ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათ მიერ სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად. 8. ობიექტი უფლებამოსილია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გამგეობას მოსთხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ან კორექტირება. მუხლი 3🔗. ანგარიშსწორების პირობები 1. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება 1მ​3  საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე  შეადგენს  ............................. ლარს. 2. ობიექტისთვის ყოველთვიური დაგროვრების ნორმის ერთეული დადგენილია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ---------------- №--- დადგენილებით და განისაზღვრება --------------------------------------------------------------------------------------- /ზომის ერთეული/ 3. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრება ---------- ლარით.  იგი არის ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების ნამრავლი. 4. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის გადახდის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 5. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ობიექტს დაერიცხება საურავი გადასახდელი თანხის 0.01%- ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 6. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ  აცნობონ ერთმანეთს ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემების შეცვლის შესახებ. მუხლი 4🔗. ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება 1. გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება უფლებამოსილია მოახდინოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება, კერძოდ, მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს ნებისმიერ დროს , მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით . 2. ობიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს ხელი შეუწყოს  მათ მიერ  განხორციელებულ  ინსპექტირებაში და არ დაუშვას მათი ხელშეშლა. 3. მხარეები უფლებამოსილნი არიან ანგარიშსწორების თაობაზე ნებისმიერ დროს მოსთხოვონ ერთმანეთს შედარების აქტის შედგენა, მიუხედავად იმისა ეთანხმებიან თუ არა მის სისწორეს. მუხლი5. დავები და მათი გადაწყვეტის წესი 1. მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე. 2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. ფორსმაჟორი 1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები. აგრეთვე, ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ. 2. მხარე რომელსაც შეექმნა ფორსმაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს. მუხლი 7🔗. სხვა პირობები 1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის თანხმობის გარეშე. 3. ხელშეკრულება დგება ქართულ ენაზე . ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. მუხლი 8🔗. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტა 1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან . 2. ხელშეკრულება დადებულია ერთი წლის ვადით 3. ვადის გასვლის შემდეგ , ამ ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გრძელდება 2 თვის განმავლობაში, ვიდრე მხარეები წერილობით არ შეთანხმდებიან მისი ვადის გაგრძელებაზე ან შეწყვეტაზე. 4. მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ ხელშეკრულება. მუხლი 9🔗. მხარეთა რეკვიზიტები გორის მუნიციპალიტეტი -----------------------------