ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მიღების თარიღი 13.02.2015
ძალის დაკარგვა 04.09.2018
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის (საკრებულოს, საკრებულოს კომისიები, ფრაქციები, საკრებულოს ბიურო, დროებითი სამუშაო ჯგუფები) |
| 2 | ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის |
| 3 | საკომუნიკაციო (სატელეფონო) ხარჯების ანაზღაურება |
| 4 | სხვა ხარჯების (საფოსტო, ინტერნეტის, ქსეროასლის გადაღების და სხვა) ანაზღაურება |
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| N | საკრებულოს წევრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.08.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 18.08.2014
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2015 წლის 13 თებერვალი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგგლამენტის დამტკიცების შსახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №112 დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები დანართი N 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
წინამდებარე დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 აგვისტოს №121 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ".
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი №1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
1. საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზრაურების ოდენობა(ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება დანართი N 2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირები, საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირების) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება დანართი №2-ის (ან აზღაურების ოდენობა საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის) საფუძველზე.
2. ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები.ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს), როგორც წესი თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე არსებული მდგომარეობით ( თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს-მომდევნო სამუშაო დღეს) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ოდენობა, საკრებულოს რომელიმე წევრის(წევრების) მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით.
3. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 50(ორმოცდაათი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების ( კომისია, ფრაქცია, დროებით სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის 20 (ოცი) ლარი.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე, წერილობითი განცხადებით უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს.
5. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს(ბიუროს) სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერეილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში-სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირები) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს თოთოეული წევრისათვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრებთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს აპარატის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, რომელიც დგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიხედვით.
2. საკრებულოს წევრი როგორც წესი, ყოველი თვის პირველ რიცხვში ( თუ შესაბამისი თვის პირველი რივხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს- მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულება, სათანადო თანდართული დოკუმენტაციით წინა თვეში ჩატარებული შეხვედრების (ოქმი) და შესრულებული დავალების შესახებ.
3. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის ამ მუხლით განსაზღვრული თანხის ზღვრული ოდენობა აუნაზღაურდება მაქსიმუმ 4 შეხვედრისათვის თვეში.
4. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის მაქსიმალურად განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები შეხვედრის ჩატარებისათვის ანაზღაურება ამ მუხლისათვის შეუმცირდეს თითოეულ შეხვედრაზე 40 (ორმოცი) ლარით.
მუხლი 4🔗.
საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება
საკომუნიკაციო ხარჯების გადახდა ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით თვეში 10(ათი) ლარის ლიმიტის ფარგლებში. საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება ხდება მობილური კავშირის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ინვოისი/ანგარიშ-ფაქტურა, ქვითარი) საფუძველზე ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
მუხლი 5🔗.
სხვა ხარჯების ანაზღაურება
საკრებულოს წევრს სხვა ხარჯებისათვის (საფოსტო, ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღებასა და ა.შ.) ყოველთვიურად ეძლევა 50 (ორმოცდაათი ) ლარი, რომელიც ანაზღაურდება ფიქსირებულად.
მუხლი 6🔗.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს აპარატის ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, საკრებულოს ბიუროს გადწყვეტილებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 1-10 რიცხვამდე.
დანართი №2
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა დაქვითვის გარეშე
N
საკრებულოს წევრი
ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა
ლარებში
1
საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის (საკრებულოს, საკრებულოს კომისიები, ფრაქციები, საკრებულოს ბიურო, დროებითი სამუშაო ჯგუფები)
180
2
ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის
160
3
საკომუნიკაციო (სატელეფონო) ხარჯების ანაზღაურება
10
4
სხვა ხარჯების (საფოსტო, ინტერნეტის, ქსეროასლის გადაღების და სხვა) ანაზღაურება
50