ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.02.2015
ძალის დაკარგვა 21.02.2017
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 351 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.02.2015 მიღება
21.02.2017 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 9 2015 წლის 16 თებერვალი დაბა ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები  დანართი №1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგნილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე დანართი №1 ადიგენის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗 1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:      ა)  საქართველოს კონსტიტუცია;      ბ)  ევროპული ქარტია  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;      გ)  საქართველოს ორგანული კანონი  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;     დ)  საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“;      ე)  საქართველოს კანონი  „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ . 2. ასევე მოეთხოვებათ:      ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერითი კომინიკაციის უნარი;      ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet Explorer) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;      გ) უნარ-ჩვევები. მუხლი 2🔗    ადიგენის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება, მენეჯერული უნარი, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური  სიტუაციების მართვა. სასურველია საჯარო ან კერძო სექტორში  საქმიანობის  გამოცდილება. მუხლი 3🔗 გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში, მენეჯერული უნარი, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა. სასურველია საჯარო ან კერძო სექტორში  საქმიანობის  გამოცდილება. მუხლი 4🔗 ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო ან ტექნიკური განათლება  (სასურველია უმაღლესი განათლება),  კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა (სასურველია იმ ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებელი). მუხლი 5🔗 გამგეობისა და საკრებულოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ტექნიკური ან უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (სასურველია უმაღლესი განათლება), კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა. მუხლი 6🔗 გამგეობისა და საკრებულოს წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საშუალო ან ტექნიკური განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება), კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა.