საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.02.2015
ძალის დაკარგვა 03.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №10/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016056
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი | რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 19.02.2010
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №10/ნ
2015 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 19 თებერვლის №5/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებებით.
4. დეპარტამენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება
დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში - სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტები) მიერ წარდგენილი და დეპარტამენტის მიერ შემუშავებული წინადადებების საფუძველზე, სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებისა და ამ გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში, შესრულების კოორდინაციის მიზნით:
ა.ა) კანონშემოქმედებით სფეროში დეპარტამენტის საქმიანობისას იდენტიფიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობის შესახებ წინადადებების შემუშავება;
ა.ბ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიმართვის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებისათვის შესაბამისი კორესპონდენციის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
ა.გ) კანონშემოქმედებით სფეროში დეპარტამენტის საქმიანობისას იდენტიფიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობის შესახებ წინადადებების შემუშავებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ წარდგენილი შესაბამისი წინადადებების საფუძველზე, სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
ა.დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენის მიზნით, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის წარსადგენად, სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის პროექტის სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;
ა.ე) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების გონივრულ ვადაში წარდგენის ვალდებულების შესრულების კოორდინაცია;
ა.ვ) საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმასთან დაკავშირებით, სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით:
ბ.ა) შესაბამისი კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
ბ.ბ) შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება;
ბ.გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განახორციელება;
გ) კომპეტენციის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
დ) სხვადასხვა უწყების, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტები) მიერ მომზადებული და სამინისტროში წარდგენილი, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული და დეპარტამენტისათვის წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნის მომზადება ან/და ვიზირება;
ე) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ მომზადებული და მისთვის წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
თ) ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ი) მინისტრის დავალებით, სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
კ) სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, ხოლო სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მიმართვის შემთხვევაში, სხვა სახის ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში შესული კორესპონდენციის განხილვის და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადების მიზნით:
ლ.ა) შესაბამისი კორესპონდენციის გადაგზავნის უზრუნველყოფა სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებში, აგრეთვე, უფლებამოსილების მიხედვით, სხვა დაწესებულებაში;
ლ.ბ) შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებიდან;
ლ.გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განახორციელება;
მ) მიმართვის შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი კონსულტაციის განხორციელება;
ნ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურაში, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით, შედის:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) სამართალშემოქმედების სამმართველო.
მუხლი 4🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) სხვადასხვა უწყების, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ მომზადებული და სამინისტროში წარდგენილი, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული და დეპარტამენტისათვის წარდგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა ან/და სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
გ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
დ) იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ მომზადებული და მისთვის წარდგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ვ) ფიზიკური და იურიდიული პირების საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადების მიზნით:
ზ.ა) შესაბამისი კორესპონდენციის გადაგზავნის უზრუნველყოფა სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებში, აგრეთვე, უფლებამოსილების მიხედვით, სხვა დაწესებულებაში;
ზ.ბ) შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებიდან;
ზ.გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განახორციელება;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მიმართვის შემთხვევაში, ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ი) მიმართვის შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი კონსულტაციის განხორციელება;
კ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ლ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 5🔗. სამართალშემოქმედების სამმართველოს უფლებამოსილება
სამართალშემოქმედების სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ წარდგენილი და დეპარტამენტის მიერ შემუშავებული წინადადებების საფუძველზე, სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებისა და ამ გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში, შესრულების კოორდინაციის მიზნით:
ა.ა) კანონშემოქმედებით სფეროში დეპარტამენტის საქმიანობისას იდენტიფიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობის შესახებ წინადადებების შემუშავება;
ა.ბ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიმართვის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებისათვის შესაბამისი კორესპონდენციის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
ა.გ) კანონშემოქმედებით სფეროში დეპარტამენტის საქმიანობისას იდენტიფიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობის შესახებ წინადადებების შემუშავებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ წარდგენილი შესაბამისი წინადადებების საფუძველზე, სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
ა.დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენის მიზნით, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის წარსადგენად, სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის პროექტის სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;
ა.ე) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების გონივრულ ვადაში წარდგენის ვალდებულების შესრულების კოორდინაცია;
ა.ვ) საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმასთან დაკავშირებით, სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით:
ბ.ა) შესაბამისი კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
ბ.ბ) შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება;
ბ.გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განახორციელება;
გ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
დ) სხვადასხვა უწყების, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ მომზადებული და სამინისტროში წარდგენილი, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული და დეპარტამენტისათვის წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა ან/და სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
ე) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ვ) იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ მომზადებული და მისთვის წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების საქართველოს მთავრობისათვის, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;
ზ) მინისტრის დავალებით, სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
თ) სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადების მიზნით:
ი.ა) შესაბამისი კორესპონდენციის გადაგზავნის უზრუნველყოფა სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებში, აგრეთვე, უფლებამოსილების მიხედვით, სხვა დაწესებულებაში;
ი.ბ) შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებიდან;
ი.გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განახორციელება;
კ) მიმართვის შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი კონსულტაციის განხორციელება;
ლ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
მ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში), შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ო) კურატორ მინისტრის მოადგილესთან (არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დასანიშნად;
პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში - დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;
დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
ე) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 8🔗. სამმართველოს უფროსი
1. დეპარტამენტის სტრუქტურაში, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით, შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შესულ კორესპონდენციას;
გ) ანაწილებს დავალებებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს შესაბამისი სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას და აკონტროლებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას;
ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 9🔗. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე
1. დეპარტამენტის შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას;
ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;
გ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან, დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა;
დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.
5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 10🔗. უფლებამონაცვლეობა
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2. დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, მინისტრის გადაწყვეტილებით.