ს. ს. "კავკასრეესტრი"-ის განცხადება აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „კავკასრეესტრის” აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2015 წლის 9 მარტს, 15 საათზე, სს ,,საქართველოს საფონდო ბირჟის” უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნით ჩატარდება სს „კავკასრეესტრის” რიგგარეშე აქციონერთა კრება.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შეცვლის შესახებ:
1.1. სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან ვახტანგ სვანაძის გამოწვევა და მის ადგილზე ახალი წევრის არჩევა;
1.2. სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან მერაბ მემარნიშვილის გამოწვევა და მის ადგილზე ახალი წევრის არჩევა;
1.3. სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გიორგი ლოლაძის გამოწვევა და მის ადგილზე ახალი წევრის არჩევა.
2. სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის შრომის ანაზღაურების შესახებ;
3. სს „კავკასრეესტრის“ 2014, 2013 და 2012 წლების ფინანსური და საგადასახადო აუდიტის ჩასატარებლად აუდიტორული კომპანიის არჩევის შესახებ.
სს „კავკასრეესტრის“ დირექტორის რეკომენდაციები დღის წესრიგთან დაკავშირებით:
1. დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
1.1. არ იქნეს გამოწვეული სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან ვახტანგ სვანაძე;
1.2. არ იქნეს გამოწვეული სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან მერაბ მემარნიშვილი.
1.3. არ იქნეს გამოწვეული სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გიორგი ლოლაძე.
2. დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის შრომის ანაზღაურება შენარჩუნებულ იქნეს უცვლელად.
3. სს „კავკასრეესტრის“ არჩეული აუდიტორი დარჩეს უცვლელად.
სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 12 თებერვალი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10.00-დან 17.30 საათამდე, სს „კავკასრეესტრის“ აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „კავკასრეესტრი”, შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება, რისთვისაც თან უნდა იქონიოთ სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
2015 წლის 9 მარტს, 14.30 საათიდან 15 საათამდე, ხმის უფლების მქონე აქციონერის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია კრებაზე დასასწრებად.
კრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქუჩა 11 (ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-2 სართული, სს „კავკასრეესტრის“ ოფისი.