⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.11.2022)
გაუქმებულია:

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.02.2015
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №255
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.029.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,038 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.02.2015 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
15.11.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №255 2015 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-8 მუხლისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის 4.1. პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი დანართი იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების საერთო კოორდინაციის განმახორციელებელი ორგანო. 2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით. 3. საბჭოს მიზანია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის N127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) განხორციელების საერთო კოორდინაცია, კერძოდ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიანი გადაწყვეტა, სახელმწიფოზე დევნილთა დამოკიდებულების შემცირება, დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირება. 4. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს გამჭვირვალობის, სამართლიანობის და დემოკრატიულობის პრინციპებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის“ (შემდგომში – სტრატეგია) და სამოქმედო გეგმის რეალიზების მიზნით: 1. საბჭოს ფუნქციებია: ა) სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა; ბ) სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებებისა და დასკვნების მომზადება; გ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობა; დ) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მონაცემების, რჩევებისა და ექსპერტიზის საფუძველზე, კონკრეტული და დროში გაწერილი გადაწყვეტილებების მიღება; ე) სამოქმედო გეგმის განხორციელების გეგმების განხილვა და პრიორიტეტულ მიმართულებების ჩამოყალიბება; ვ) სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კომპანიის განხორციელების გეგმის დამტკიცება, დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით; ზ) დევნილთა აღწერის მეთოდოლოგიის, სამუშაოს აღწერილობისა და მუშაობის განგრიგის შემუშავება და დამტკიცება; თ) დევნილთათვის გრძელვადიანი განსახლების მექანიზმის/პროცედურის, დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების, კრიტერიუმების და პროცედურების, დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის და მშენებლობის სტანდარტების, ასევე სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სპეციფიკურ საკითხებზე პროცედურებისა და პრინციპების შემუშავება და დამტკიცება. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) კონკრეტული საკითხების აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები და დააავალოს მათ სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის სტანდარტების, კრიტერიუმებისა და სამართლებრივი საკითხების შემუშავება; ბ) უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებებისა და შემუშავებული რეკომენდაციების მიწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის წევრებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისათვის; გ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის ცვლილებებთან დაკავშირებით; დ) მოიწვიოს სხვა ორგანიზაციების წარმოადგენლები სპეციფიკური საკითხების განსახილველად. მუხლი 3🔗. საბჭოს წევრების დანიშვნის წესი 1. საბჭო იქმნება 2017 წლის პირველ იანვრამდე ვადით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორი საქართველოში (UNCT), მსოფლიო ბანკის (WB), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) უფლებამოსილი წარმომადგენლები. 2. თითოეულ უწყებას და ორგანიზაციას გააჩნია ერთი ხმის უფლება. 3. საბჭოში ასევე არის წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი (ერთი ადგილობრივი, ერთი საერთაშორისო) სათათბირო ხმის უფლებით. 4. საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 5. საბჭოს მიერ სპეციფიკური საკითხების განსახილველად შესაძლოა მოწვეულ იქნენ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. მუხლი 4🔗. საბჭოს წევრების უფლებამოსილებები 1. საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას; ბ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს; გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს; 2. საბჭოს თავჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას. 3. საბჭოს მდივანი: ა) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის გამართვის ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის. 4. საბჭოს წევრებს უფლება აქვთ: ა) წინასწარ გაეცნონ განსახილველ საკითხებს; ბ) მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია განსახილველი საკითხების შესახებ, გამოთქვან აზრი და მიაწოდონ საბჭოს თავისი წინადადებები. 5. საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან: ა) დაესწრონ საბჭოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში; ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ თავისი წარმომადგენლის მონაწილეობა  თემატურ სამუშაო ჯგუფში. მუხლი 5🔗. საბჭოს სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საბჭოს სხდომების მეშვეობით. საბჭოს სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ კვარტალში ერთხელ მაინც. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რიგგარეშე სხდომის ჩატარება. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს. 2. საბჭოს სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, რომელსაც ადგენს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი და უზრუნველყოფს მის მიწოდებას საბჭოს წევრებისა და ექსპერტებისათვის. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 4. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე, ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. 5. საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. საბჭოს მდივანი პასუხისმგებელია საბჭოს გადაწყვეტილების გავრცელებაზე, როგორც საბჭოს წევრებს შორის, ასევე სხვა დაინტერესებულ პირთა წრეში. 6. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს სხდომის ოქმში. 7. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან საბჭოს შემადგენლობაში. ამასთან, საბჭოს წევრები და საბჭოს შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები კომისის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ პირადად. მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.