შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ

მიღების თარიღი 06.11.2013
ძალაში შესვლა 13.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №171
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016311
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2015
matsne.gov.ge 739 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.11.2013 მიღება
13.12.2014 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 07.03.2019 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კამბოჯის სამეფოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი / ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 09.05.2022 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 07.03.2018 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 26.06.2015 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 22.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს მთავრობა და ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი, მხედველობაში იღებენ რა, მხარეთა შორის მეგობრულ ურთიერთობებს; სურვილი აქვთ რა, შემდგომში გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები ინდონეზიის რესპუბლიკისა და საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის თავიანთ  ქვეყნებში შესვლის გამარტივებით; საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმებისა და თავიანთ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლება მხარეთა მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს, ვიზის მიღება არ ესაჭიროებათ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ტრანზიტით გავლის ან დარჩენისათვის,  თუ  თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა   არ აღემატება 30 დღეს. მუხლი 2🔗 დიპლომატიური მისიების  ან საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა ვიზები 1. დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს და მივლენილნი არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე  განთავსებულ დიპლომატიურ მისიებსა  ან საკონსულო დაწესებულებებში,  შესვლამდე მოეთხოვებათ მეორე მხარის საელჩოში  შესაბამისი ვიზის მიღება. 2. ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფის დებულებები ვრცელდება, აგრეთვე, ზემოთ მოხსენიებული პირების ოჯახის წევრებზე, რომელთაც გააჩნიათ მოქმედი  დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები. მუხლი 3🔗 პასპორტის მოქმედების ვადა თითოეული მხარის მოქალაქეთა დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 6 (ექვსი) თვის მანძილზე მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის დღისთვის.  მუხლი 4🔗 შესვლის და გასვლის პირობები თითოეული მხარის დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, რომლებიც აღნიშნულნი არიან წინამდებარე შეთანხმებაში, შეუძლიათ შევიდნენ ან დატოვონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია უსაფრთხოების, მიგრაციის, საბაჟო, სანიტარული შესვლის და სხვა სახის მოთხოვნებით, რომლებიც გამოიყენება აღნიშნული მოქმედი პასპორტების მფლობელთათვის. მუხლი 5🔗 კომპეტენტური ორგანოების უფლებები 1. წინამდებარე შეთანხმება არ ათავისუფლებს არცერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს მეორე მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ვალდებულებისაგან მათ ტერიტორიაზე შესვლისა და იქ დარჩენის დროს, მათ შორის,  არა მხოლოდ იმ კანონმდებლობისა, რომელიც ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლას, დარჩენას და გასვლას. 2. წინამდებარე შეთანხმება  არ ახდენს გავლენას ორივე მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობაზე რომელიც არეგულირებს შიდა უსაფრთხოებას და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლას, დარჩენასა და გადაადგილებას. 3. მხარეები იტოვენებენ უფლებას უარი თქვან persona non grata - ს ან მსგავსი პირების მიღებაზე ან შეამცირონ მათი დარჩენის ვადა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საყოველთაო მშვიდობას, საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას ან ეროვნულ უსაფრთხოებას. მუხლი 6🔗 შეჩერება 1. თითოეულ მხარეს შეუძლია დროებით შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მთლიანად ან ნაწილობრივ, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზეზების გამო. 2. ასეთი ღონისძიებების შემოღება, ასევე დასრულება, სათანადო წესით,  უნდა ეცნობოს მეორე მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით ადრე. 3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს წინამდებარე შეთანხმების 1-ელ მუხლში აღნიშნულ მოქალაქეთა უფლებებზე, რომლებიც უკვე იმყოფებიან მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე.      მუხლი 7🔗 პასპორტების ან სამგზავრო დოკუმენტების გაცემა და ნიმუშები 1. მხარეებმა უნდა გაცვალონ თავიანთი მოქმედი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშები დიპლომატიური არხების მეშვეობით, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. 2. დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს წერილობით ნებისმიერი ცვლილების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით,  ოფიციალურად შემოღებამდე არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა. 3. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის მოქალაქეები დაკარგავენ ან დააზიანებენ თავიანთ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტებს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მიმღებ სახელმწიფოში კომპეტენტურ ორგანოებს მათი წარმოშობის ქვეყნის დიპლომატიური მისიის ან საკონსულოს მეშვეობით. შესაბამისმა დიპლომატიურმა მისიამ ან  საკონსულო დაწესებულებამ მისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთ პირზე  უნდა გასცეს ქვეყანაში დასაბრუნებელი დოკუმენტი. მუხლი 8🔗 დავების გადაწყვეტა ნებისმიერი უთანხმოება ან დავა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად, მხარეთა შორის კონსულტაციის ან მოლაპარაკების გზით. მუხლი 9🔗 ცვლილებები მხარეთა ურთიერთშეთნხმების საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების  განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის მე-10 მუხლის შესაბამისად. მუხლი 10🔗 ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და ვადის გასვლა 1.  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით,  უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. 2.  წინამდებარე შეთანხმება იდება 5 (ხუთი) წლის ვადით მისი ძალაში შესვლის დღიდან და ავტომატურად გრძელდება შემდგომი 5 (ხუთ) წლიანი პერიოდით,  თუ რომელიმე მხარე, წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს მისი მოქმედება. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან  90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ. ზემოაღნიშნულის დასტურად, შესაბამისი მთავრობების მიერ უფლაბამოსილნი ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას, შესრულებულია ბალიზე,  2013 წლის 6 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ინდონეზიურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის                                          ინდონეზიის რესპუბლიკის სახელით                                                                           მთავრობის სახელით დავით ჯალაღონია                                                             დიან ტრიანსიაჰ ჯანი    საქართველოს საგარეო საქმეთა                                     ამერიკისა და ევროპის საქმეთა მინისტრის მოადგილე                                                          გენერალური დირექტორი