საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ
მიღების თარიღი 17.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018446
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.02.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- გარემოს დაცვის შესახებ 10.12.1996
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონი „დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელები"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №61
2015 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ
მუხლი 1🔗
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 581 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 აგვისტოს №313 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო და მიზანი
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის, მათ შორის, ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.
2. ამ წესის მოთხოვნები არ ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირებულ ურთიერთობებზე.
3. წესის მიზანია უზრუნველყოს დეპარტამენტის თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი საქმიანობა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფერო – ამ წესის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების, ნარჩენების რეგულირების, ქიმიური უსაფრთხოების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვების (მათ შორის ეკოლოგიური ექსპერტიზის) სფერო;
ბ) რეგულირების ობიექტი – ფიზიკური და იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი (მათ შორის საქმიანობის სუბიექტი), სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელზეც ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნები;
გ) დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე, რომელიც წარმოადგენს დეპარტამენტს და დეპარტამენტის სახელით უფლებამოსილია განახორციელოს პატრულირება ან ინსპექტირება;
დ) ინსპექტირების განმახორციელებელი პირი - დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ან სხვა პირები, გარდა რეგულირების ობიექტის წარმომადგენლისა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს რეგულირების ობიექტის ინსპექტირებაში;
ე) სახელმწიფო კონტროლი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომლებიც მოიცავს ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელებას, ამ მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგს, რეგულირების ობიექტის ინსპექტირებასა და დარღვევებზე რეაგირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ვ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე ინფორმაციის მოპოვება (შეგროვება), ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშგების უწყვეტი შეგროვება და სისტემატური ანალიზი;
ზ) ინსპექტირება – რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილზე დათვალიერება, შემოწმება და შესაბამისი რეაგირება;
თ) დათვალიერება – რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოსაპოვებლად ვიზუალური დათვალიერება/შესწავლა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების, ისე შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად;
ი) შემოწმება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება დადგენილი წესის შესაბამისად;
კ) ადმინისტრაციული მიწერილობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგულირების ობიექტის საქმიანობის დათვალიერების, შემოწმების ან მათი ანგარიშგების და სხვა პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე, ასევე მათ საფუძველზე დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც აცნობებს რეგულირების ობიექტს, რომ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან, რომელთა შეუსრულებლობაც გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას.
მუხლი 3🔗. სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების განსაზღვრა
1. სახელმწიფო კონტროლის მიზანია:
ა) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დადგენილი ნორმების/წესების შესრულების უზრუნველყოფა.
2. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ნებაყოფლობითი შესრულების ხელშეწყობით, რეგულირების ობიექტის ინფორმირებისა და სხვა ხელშემწყობი პირობების შექმნის გზით;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის განხორციელებით;
გ) ინსპექტირების განხორციელებით;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული ზომების გატარებით;
ე) რეგულირების ობიექტის საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობისას დადგენილი წესით უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებში გადაცემით.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმის განხორციელების პრინციპები
სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების რაციონალური სარგებლობის, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური შედეგების მიღწევა მინიმალური დანახარჯების გაწევით;
ბ) რეგულირების ობიექტების კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) დარღვევათა გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენება;
დ) ანალოგიურ გარემოებათა არსებობისას ყველა დამრღვევის მიმართ ერთნაირი მეთოდების გამოყენება;
ე) საკონტროლო საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშგება;
ვ) საქმიანობის მეთოდებისა და ინსტიტუციონალური საფუძვლების რეგულარული სრულყოფა.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლის მოქმედების სფერო, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
1. დეპარტამენტი დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიებით, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, მათ შორის სახელმწიფო ტყის ფონდისა და დაცულ ტერიტორიებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის.
2. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რეგულირების ობიექტებთან, საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.
3. დეპარტამენტი ასევე თანამშრომლობს სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
4. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების გაცემის, გადაცემის, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, შესაბამისი სამართლებრივი აქტის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის და სანებართვო მოწმობის ასლი), ასევე ინფორმაცია ტყითსარგებლობის გეგმის, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმისა და წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე სამინისტროს მიერ 7 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს.
5. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის, გადაცემის, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის ათვისების გეგმის დამტკიცების თაობაზე, შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი პირის, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 14 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს.
6. პირის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დეპარტამენტს.
7. ინფორმაცია ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შესახებ, ასევე ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (პირის) მიერ შეთანხმებიდან, 7 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება დეპარტამენტს.
მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმები
1. დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი მექანიზმია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილების, ბუნებრივი რესურსებით უკანონოდ სარგებლობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით (პრევენციული) ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი;
გ) რეგულირების ობიექტების ინსპექტირების განხორციელება.
2. ინსპექტირების განხორციელებამდე, დეპარტამენტი უფლებამოსილია რეგულირების ობიექტიდან წერილობით გამოითხოვოს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის განხორციელებისათვის. რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილი ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია გახდეს ინსპექტირების დაგეგმვისა და განხორციელების საფუძველი, ხოლო თუ აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოიკვეთება სამართალდარღვევა, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი ინსპექტირების განხორციელებას - დეპარტამენტი უფლებამოსილია მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
თავი II
რეგულირების ობიექტის დათვალიერება და მისი საქმიანობის შემოწმება
მუხლი 7🔗. რეგულირების ობიექტის დათვალიერება
1. რეგულირების ობიექტის დათვალიერება შესაძლოა ჩატარდეს რეგულირების ობიექტის წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე.
2. რეგულირების სხვა ობიექტების დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს ამ წესის VI თავისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დათვალიერება შესაძლოა მოიცავდეს:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მოპოვებას, მათ შორის, რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილისა და სარგებლობის შესახებ;
ბ) რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილის, ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების შიდა და გარე სივრცის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ობიექტის, ასევე მოწყობილობა-დანადგარების ვიზუალურ დათვალიერებას;
გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულირების ობიექტის მიერ ბუნებრივი რესურსების, ხე-ტყის და სხვა შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვის ჟურნალ(ებ)ის) გაცნობას, მოპოვებული ბუნებრივი რესურსების დათვალიერებას, მათი ოდენობის დადგენასა და შესაბამის დოკუმენტებთან შედარებას, ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გადამუშავებისთვის გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების ვიზუალურ დათვალიერებას, რეგულირების ობიექტის სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის, ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო (მათ შორის, მცურავი) საშუალების შესაბამისი დოკუმენტის, სხვა ნივთებისა და საგნების დათვალიერებასა და გაცნობას;
დ) ნებისმიერი იმ დოკუმენტაციის გამოთხოვა, რომელიც შესაძლოა ადასტურებდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და ვალდებულებების შესრულებას;
ე) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე წყლის სხვა ობიექტებში მცურავი (მათ შორის, თევზის მომპოვებელი) სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, მათ მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ამსახველი დოკუმენტების (მათ შორის, თევზჭერის სარეწაო ჟურნალის) დათვალიერებას. საჭიროების შემთხვევაში სინჯების აღებას ან/და გაზომვების ჩატარებას, ასევე ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნასა და დათვალიერებას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში რეგულირების ობიექტ(ებ)ის ტერიტორიის მიმდებარედ ლაბორატორიული სინჯების აღებასა და გაზომვების ჩატარებას;
ზ) რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსდაცვითი სამუშაოების (ღონისძიებების) განხორციელებისას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის დათვალიერებასა და შეფასებას;
თ) რეგულირების ობიექტზე წინა ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებელი ან/და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დარღვევების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების შესრულების მდგომარეობის დათვალიერებასა და შესაბამისი ინფორმაციის მიღებას.
4. თუ რეგულირების ობიექტების დათვალიერებისას გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა მეყსეული და უშუალო საფრთხე შეუქმნას დარღვევების შესახებ შესაბამის მტკიცებულებებს, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ახორციელებს ამ მტკიცებულებების მოპოვებისთვის საჭირო ღონისძიებებსა (მათ შორის, შესაბამისი ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, მტკიცებულებების დალუქვა, სინჯების აღება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ზომების გატარებას, ასევე შესაბამისი გადაუდებელი რეაგირების ზომების გატარებას.
5. დათვალიერებისას რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
6. დათვალიერების ღონისძიებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესში.
მუხლი 8🔗. რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება
1. რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება შესაძლოა მოიცავდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას, მათ შორის:
ა) ობიექტის დათვალიერებას, რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილზე მიმდინარე ან განხორციელებული სამუშაოების, საწარმოო პროცესებისა და მოწყობილობა-დანადგარების შემოწმებას;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების შემოწმებას;
გ) რეგულირების ობიექტის მიერ ან მისი სახელით განხორციელებული თვითმონიტორინგის შედეგების შემოწმებას;
დ) შესაბამისი ნაგებობების, მათ შორის, გარემოსდაცვითი ნაგებობებისა და შესაბამისი მოწყობილობების შემოწმებას;
ე) რეგულირების ობიექტის მიერ წარმოებული შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტების შემოწმებას;
ვ) რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და შესაბამისი ბუნებრივი რესურსების პირველადი გადამუშავების სამუშაოების შემოწმებას;
ზ) რეგულირების ობიექტისაგან ნებისმიერი დოკუმენტაციისა და მასალების შემოწმებას, რომელიც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენისათვის, ასევე, არსებობის შემთხვევაში, ლაბორატორიული ანალიზის შედეგების მიღებას, მათ შორის, ადგილზე გაცნობას;
თ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე ლაბორატორიული სინჯების აღებისა და გაზომვების დაუბრკოლებლად ჩატარებას;
ი) გამოვლენილი დარღვევების შესახებ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებასა და საჭიროების შემთხვევაში ჩამორთმევას, ასევე შესაბამისი გადაუდებელი რეაგირების ზომების გატარებას;
კ) სხვა ქმედებების განხორციელებას, რომლებიც ემსახურება რეგულირების ობიექტის შემოწმების მიზნების შესრულებას.
2. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს რეგულირების ობიექტის საწარმოო პროცესის ნებისმიერი ასპექტი, მათ შორის:
ა) დაბინძურების თავიდან აცილების სისტემები და მასთან დაკავშირებული კონტროლისა და (ავარიული) შეტყობინების სისტემები;
ბ) სინჯების ასაღები მოწყობილობები.
3. მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულირების ობიექტის შემოწმების შესახებ ბრძანების ფარგლებში ინსპექტირების განმახორციელებელ პირს შეუძლია კითხვების დასმა, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა.
4. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია მოიძიოს და გამოავლინოს ყველა დოკუმენტი და ფაქტი, რომლებიც შემოწმების საგანს არსებითად უკავშირდება, მათ შორის, დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია რეგულირების ობიექტისგან მოითხოვოს:
ა) ინფორმაცია საწარმოო პროცესების შესახებ;
ბ) რეგულირების ობიექტის მიერ მიღებული ნედლეულისა და მასალების შესყიდვის და რეალიზაციის დოკუმენტები, ბუნებრივი რესურსების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე ბუნებრივი რესურსებისა და წარმოებული პროდუქციის შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტები;
გ) დოკუმენტაცია სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების შესახებ, ასევე ნარჩენების გადამუშავებისა და განთავსების შესახებ;
დ) ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების, ჩამდინარე წყლების ჩაშვების და მონიტორინგის სხვა მონაცემები, რომელთა აღრიცხვის ვალდებულებაც განსაზღვრულია გაცემული ნებართვით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ან გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით;
ე) წლიური ან სხვა ანგარიშები;
ვ) საოპერაციო ჩანაწერები;
ზ) გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების გეგმები, მათ შორის, ბუნებათსარგებლობის სფეროში შესაბამისი მართვის გეგმები;
თ) საინჟინრო დოკუმენტაცია (მაგ., საწარმოს ტექნიკური სქემები);
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
5. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების დროს დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია, საწარმოს ტექნოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, შესაბამის გონივრულ ვადებში, რეგულირების ობიექტისგან მოითხოვოს საწარმოს მუშა მდგომარეობაში მოყვანა ან შეჩერება.
6. შემოწმების განხორციელების პროცესში დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიმართოს ობიექტის ხელმძღვანელს ან უფლებამოსილ წარმომადგენელს რეგულირების ობიექტის ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, თუ სხვა გზით ინსპექტირების ჩატარება შეუძლებელია. აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ავარიული სიტუაციების შექმნა.
7. საჭიროების შემთხვევაში რეგულირების ობიექტის შემოწმებისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია რეგულირების ობიექტს მისცეს შესაბამისი მითითებები ან მოსთხოვოს დარღვევათა აღმოსაფხვრელი სავალდებულო ღონისძიებების გატარება.
8. შემოწმების განხორციელებისას შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს დათვალიერების ღონისძიებები.
9. რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება შეიძლება განხორციელდეს გეგმური ან არაგეგმური წესით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
10. შემოწმება ძირითადად არ აჩერებს რეგულირების ობიექტის საწარმოო პროცესს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან აუცილებელი ობიექტური და ტექნიკური გარემოებებისა.
11. დეპარტამენტი რეგულირების ობიექტის შემოწმების ან დათვალიერების განხორციელებისას ვალდებულია მხოლოდ იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, ობიექტის ტექნიკური საშუალების ან/და მცურავი სატრანსპორტო საშუალების ფუნქციონირება), რომელიც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმებისათვის და დადგენილი წესით გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.
12. ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, შემოწმებები შეძლებისდაგვარად უნდა ატარებდეს კომპლექსურ ხასიათს. რეგულირების ობიექტის საქმიანობის სპეციფიკისა და შემოწმების მიზნებიდან (საფუძვლებიდან) გამომდინარე, შემოწმება შესაძლებელია ჩატარდეს მიზნობრივად, გარემოს ან ბუნებრივი რესურსების ცალკეული კომპონენტების ან მიმართულებების მიხედვით.
13. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დაცულ ტერიტორიებსა და სალიცენზიო ფართობებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას დიდი ფართობის მქონე შესამოწმებელი ობიექტის შემოწმების განხორციელება შესაძლებელია შერჩევითი წესით, რის საფუძველზეც განხორციელდება შერჩეული უბნების (ტერიტორიის) შემოწმება.
მუხლი 9🔗. გეგმური და არაგეგმური შემოწმება
1. დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი გეგმიური შემოწმების გეგმას ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
2. რეგულირების ობიექტის შემოწმების სიხშირე და შემოწმების პრიორიტეტები განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის მიერ.
3. რეგულირების ობიექტის შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს რეგულირების ობიექტების წინასწარი გაფრთხილებით ან გაუფრთხილებლად.
4. რეგულირების ობიექტის არაგეგმური შემოწმება ხორციელდება:
ა) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მომართვების (საჩივრების), (მათ შორის, „ცხელ ხაზზე“ შემოსული ინფორმაციის) შეტყობინებების საფუძველზე;
ბ) რეგულირების ობიექტში (საწარმოში) მომხდარი ავარიული სიტუაციების, მათ შორის, ემისიების გარემოში ავარიული გაშვების, ასევე დათვალიერების შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
გ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის სხვა ობიექტებზე მცურავი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, თევზის მომპოვებელი) მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით;
დ) რეგულირების ობიექტების ანგარიშგების შედეგად წარდგენილი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით;
ე) სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად და კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის დადგენილი პირობების დაკმაყოფილების მიზნით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ქმედების განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით;
ვ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების სალიცენზიო პირობების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვით დადგენილი სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისა.
5. რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს დეპარტამენტის უფროსი გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ორგანოების მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისა) უკანონო ჭრების ან გამოყოფილ ტყეკაფებში ტყის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მინისტრი.
თავი III
ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი რეგულირება
მუხლი 10🔗. ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი ფორმა
1. ინსპექტირება დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა რეგულირების ობიექტს წარედგინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, კერძოდ:
ა) რეგულირების ობიექტის დათვალიერებისას – დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის პირადობის დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა;
ბ) რეგულირების ობიექტის შემოწმებისას – დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ;
გ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არაგეგმური შემოწმებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე რეგულირების ობიექტს წარუდგენს მხოლოდ სამსახურებრივ პირადობის მოწმობას.
2. რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლოა გამოცემულ იქნეს წერილობით ან ზეპირად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე შემოწმების მიმდინარეობის პროცესში უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენას (ხელზე ჩაბარებით ან ფოსტის მეშვეობით) რეგულირების ობიექტისათვის, ხოლო თუ ამ პერიოდისათვის შემოწმება დასრულებულია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება მისი დასრულების შემდეგ, ამ პუნქტში მითითებული წარდგენის წესით.
5. რეგულირების ობიექტის არაგეგმური შემოწმებისას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებს მიეკუთვნება რეგულირების ობიექტში (საწარმოში) მომხდარი ავარიული სიტუაცია, დათვალიერების შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაცია, როდესაც აუცილებელია რეაგირების ზომების დაუყოვნებლივ გატარება, ასევე სხვა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები, რომლებიც ცნობილი გახდება დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურისთვის უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
7. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ რეგულირების ობიექტის საქმიანობის დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს.
8. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობა უკანონოდ ხორციელდება ან/და ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან/და მტკიცებულებებს, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი ან/და მოწყობილობა, რასთან დაკავშირებითაც დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხდება ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტის შედგენა) და დეპარტამენტის უფროსმა ან დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს (სამსახურის) უფროსმა დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შუამდგომლობის წარდგენისას დეპარტამენტმა უნდა დაასაბუთოს რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა. თუ რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რეგულირების ობიექტს, დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ საფუძვლის გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები
1. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (შემდგომში – რეგულირების ობიექტის შემოწმების ბრძანება), საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი რეკვიზიტების გარდა, შესაძლებელია მითითებულ იქნეს სხვა საჭირო მონაცემებიც.
2. მცურავი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ბრძანება შესაძლებელია გამოცემულ იქნეს წინასწარ, კონკრეტული მცურავი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტებისა და რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების პერიოდის (მისი დაწყებისა და დასრულების ვადების) მითითების გარეშეც. მცურავი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ბრძანება შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემოწმებების განხორციელების დავალებას დროის განსაზღვრულ ვადაში (დღე, კვირა, თვე, წელიწადი).
3. რეგულირების ობიექტის შემოწმების ბრძანების გამოცემა დასაშვებია რეგულირების ობიექტის მფლობელობაში არსებულ ერთი ან რამდენიმე ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე.
4. ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში, რამდენიმე რეგულირების ობიექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მათ შესამოწმებლად შესაძლებელია რეგულირების ობიექტების ერთიანი შემოწმების ბრძანების გამოცემა.
მუხლი 12🔗. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების ხანგრძლივობა
1. რეგულირების ობიექტის შემოწმების დაწყებიდან შემოწმების ხანგრძლივობა ერთ ობიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს შემოწმების ჩატარების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირის მიღებული გადაწყვეტილებით არა უმეტეს იმავე ვადისა.
2. რეგულირების ობიექტის შემოწმების მიმდინარეობა შესაძლოა შეჩერდეს იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნისა და ამ ინფორმაციის მიღებისათვის, რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული სამუშაოების ან/და იმ ტექნოლოგიური ციკლის განხორციელებისთვის, რომლის ჩატარებაც აუცილებელია რეგულირების ობიექტის მიერ გარემოზე ზემოქმედების სრული სურათის მისაღებად, ასევე სხვა ობიექტური გარემოებების გამო, საჭირო დროის განმავლობაში, რაც საერთო ვადებში არ აითვლება.
3. ფორსმაჟორული სიტუაციის, სხვა ბუნებრივი მოვლენებისა და ობიექტური გარემოების არსებობისას, როდესაც შეუძლებელია რეგულირების ობიექტის შემოწმების გაგრძელება, შესაძლებელია მოხდეს რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერება საჭირო დროის განმავლობაში, რაც საერთო ვადებში არ აითვლება. შემოწმების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოწმების ჩატარების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ შემოწმების ჩატარების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
თავი IV
რეგულირების ობიექტის ინსპექტირების განხორციელება
მუხლი 13🔗. რეგულირების ობიექტის ინსპექტირების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები და აღჭურვილობა
ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უფლება აქვს თან იქონიოს შემდეგი აღჭურვილობა ან მასალები:
ა) კავშირგაბმულობის საშუალებები;
ბ) პორტატიული პერსონალური კომპიუტერი;
გ) შესაბამისი სქემები, რუკები, პარამეტრების ჩამონათვალი ან სხვა დოკუმენტები;
დ) რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ანგარიშები და სხვა მონაცემები;
ე) ლაბორატორიული სინჯის ასაღები და გამზომი ხელსაწყოები;
ვ) ფოტო და ვიდეოკამერა;
ზ) ასევე ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა ან მასალები, რომლებიც სჭირდება მას ინსპექტირების სრულყოფილად განხორციელებისათვის.
მუხლი 14🔗. რეგულირების ობიექტისა და სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობა ინსპექტირების პროცესში
1. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობენ დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები, საჭიროების შემთხვევაში – სხვა პირები (მათ შორის, რეგულირების ობიექტის შემოწმებისას – შემოწმების ჩატარების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე), შემოწმებას ასევე ესწრებიან შესამოწმებელი რეგულირების ობიექტის წარმომადგენლები.
2. რეგულირების ობიექტი ვალდებულია დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში და ასევე მის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება ობიექტის ინსპექტირების პროცესში.
3. რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის უარი ინსპექტირების პროცესში მისი მონაწილეობის მიღების თაობაზე ან მისი ადგილზე არყოფნა არ აჩერებს ინსპექტირების მოქმედებების განხორციელებას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წარმოუდგენლობის შემთხვევაში გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
5. ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, რეგულირების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების, დასკვნების შემუშავების, ლაბორატორიული სინჯების აღების, შესაბამისი გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების მიზნით შესაძლებელია მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები ან ექსპერტები.
6. საჭიროების შემთხვევაში ინსპექტირების პროცესში შესაძლებელია მოწვეული იქნეს სპეციალისტები/ექსპერტები (მათ შორის უცხოელი), ისეთი საკითხების შესასწავლად, რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარებს საჭიროებს.
მუხლი 15🔗. მოთხოვნები რეგულირების ობიექტის მიმართ ინსპექტირების ხელშეწყობისთვის
1. ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია ინსპექტირების პროცესში დეპარტამენტის კანონიერი ქმედებების განხორციელებისას:
ა) საჭიროების შემთხვევაში აღჭურვოს ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს მათ ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ, გამოუყოს მათ სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს მათი საოფისე ტექნიკასთან (კომპიუტერი, ფაქსი, ქსეროქსი და სხვ.) ხელმისაწვდომობა;
ბ) ხელი შეუწყოს ინსპექტირების განმახორციელებელ პირს თავისუფლად გადაადგილდეს ობიექტის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს ინსპექტირებისთვის საჭირო ღონისძიებები;
გ) დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მითითების შესაბამისად შეაჩეროს ობიექტის საწარმოო დანადგარებისა და მოწყობილობების სამუშაო პროცესი ან არ დაუშვას მათი გამორთვა ან მათთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვა;
დ) წარადგინოს დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მასალები და სხვა ინფორმაცია (დანართი №2);
ე) არ დაუშვას ისეთი ოპერაციების შეზღუდვა, რომლებიც აუცილებელია სინჯებისა და ნიმუშების ასაღებად;
ვ) უზრუნველყოს დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში შემოწმებისათვის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება;
ზ) საქართველოს ტერიტორიულ და შიდა წყლებში ინსპექტირების განხორციელებისას ხელი შეუწყოს დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს კანონიერი ქმედებების განხორციელებაში, მათ შორის, დაჭერილი თევზის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ ამოიღოს წყლის ობიექტიდან ის ბადე-იარაღები, რომლებითაც ახორციელებს თევზჭერას;
თ) ასევე შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
2. ინსპექტირების განხორციელებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე აფრთხილებს რეგულირების ობიექტის ხელმძღვანელს ან მის წარმომადგენელს, რომელიც ხელს უშლის (აფერხებს) დეპარტამენტის კანონიერი მოქმედებების განხორციელებას, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ამგვარი ქმედებებისათვის შესაძლო სანქციების შესახებ.
მუხლი 16🔗. ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება
ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება უნდა განხორციელდეს მოქმედი წესების შესაბამისად.
მუხლი 17🔗. ფოტოები და ვიდეოჩანაწერი
1. ინსპექტირების პროცესში ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უფლება აქვს აწარმოოს რეგულირების ობიექტის საწარმოო და ტექნოლოგიური პროცესების, მისი საქმიანობის, ასევე გამოვლენილ დარღვევათა ამსახველი ფოტო/ვიდეომასალის გადაღება.
2. ფოტოები და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება, როგორც ვიზუალური მტკიცებულებები ობიექტზე არსებული სიტუაციის ობიექტურად აღწერისათვის, ასევე როგორც მტკიცებულებები რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობით სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად.
3. ინსპექტირების პროცესში გადაღებული ფოტოები და ვიდეოჩანაწერი ობიექტურად უნდა ასახავდეს მდგომარეობას ინსპექტირების მომენტში. ამ პროცედურების განხორციელების დროს გამოყენებული უნდა იქნეს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ან ინსპექტირების განმახორციელებელი პირი აფიქსირებს ამ ინფორმაციას სხვა საშუალებებით.
4. რეგულირების ობიექტი უფლებამოსილია მოითხოვოს კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული პროცესების ან ოპერაციების ფოტო/ვიდეოგადაღების შეზღუდვა და კონფიდენციალურობა, რაც შესაბამისი დასაბუთებით ინსპექტირების დაწყებამდე ან ინსპექტირების პროცესში უნდა ეცნობოს ინსპექტირების განმახორციელებელ პირს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული მოთხოვნა არ აჩერებს ინსპექტირების პროცესში ფოტო/ვიდეოგადაღების განხორციელებას, ხოლო ინსპექტირების დროს მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, ფოტოსურათების, ვიდეოკადრების) კონფიდენციალურად შენახვის თაობაზე რეგულირების ობიექტის მიერ წარდგენილი მოთხოვნა განიხილება და შეფასდება დეპარტამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18🔗. ახსნა-განმარტება
1. ინსპექტირების პროცესში დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია ჩამოართვას ახსნა-განმარტება რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს, ასევე პირებს, რომლებიც რეგულირების ობიექტის სახელით მონაწილეობენ ინსპექტირებაში ან ობიექტის სხვა თანამშრომლებს ობიექტის განვლილი და მიმდინარე საქმიანობის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში.
2. იმ პირისათვის, რომელსაც არ შეუძლია ახსნა-განმარტება მისცეს ქართულ ენაზე, ახსნა-განმარტების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს თარჯიმნის მეშვეობით.
მუხლი 19🔗. მტკიცებულებები ინსპექტირების პროცესში
1. ინსპექტირების პროცესში დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები უფლებამოსილნი არიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დარღვევის გამოვლენის დროს განახორციელონ იმ ნივთებისა და დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამორთმევა, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს, ან მტკიცებულებებს.
2. დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ დოკუმენტის სახით არსებული მტკიცებულება უნდა მოიპოვოს შემდეგის გათვალისწინებით:
ა) ქაღალდის ფორმით არსებული დოკუმენტების შემთხვევაში შემოწმებული და შესწავლილი უნდა იქნეს მათი ორიგინალები (მათი არსებობისას), ხოლო თუ ასლის გადაღებაა საჭირო, ეს უნდა მოხდეს ინსპექტირების განმახორციელებელი პირის თანდასწრებით;
ბ) ელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მათი ამონაბეჭდი ან ასლები ინსპექტირების განმახორციელებელი პირის თანდასწრებით.
3. დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მოითხოვოს დოკუმენტის ასლის დამოწმება რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით (მისი არსებობისას).
4. ინსპექტირების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაიცვას მოპოვებული მტკიცებულებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V
ქმედებები ინსპექტირების დასრულებისას
მუხლი 20🔗. ინსპექტირების აქტი
1. რეგულირების ობიექტის (გარდა სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალებების) დათვალიერების დამთავრების შემდეგ დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეადგინოს ინსპექტირების შესაბამისი აქტი (დანართი №3), რომელშიც აისახება დათვალიერებისას განხორციელებული ქმედებების შედეგები.
2. სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების დათვალიერების დამთავრების შემდეგ, თუ დათვალიერების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ გამოვლინდა ან სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეადგინოს სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების დათავლიერების აქტი (დანართი №8), რომელშიც აისახება დათვალიერებისას მოპოვებული ინფორმაცია და განხორციელებული ქმედებები. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ შედგენილი სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების დათავლიერების აქტი დადგენილი წესით წარედგინება შესაბამისი სამსახურის უფროსს.
3. რეგულირების ობიექტის შემოწმების დამთავრების შემდეგ დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეადგინოს ინსპექტირების შესაბამისი აქტი (დანართი №4), რომელშიც აისახება შემოწმებისას განხორციელებული ქმედებების შედეგები.
4. თუ ინსპექტირების აქტში ფიქსირდება ინსპექტირების პროცესში მონაწილე სხვა სუბიექტების დასკვნებიც, აღნიშნული დასკვნები თან ერთვის ინსპექტირების აქტს.
5. რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს ბარდება ინსპექტირების აქტის მეორე ეგზემპლარი.
6. რეგულირების ობიექტის მხრიდან ინსპექტირების აქტის მიღებაზე (ხელმოწერაზე) უარის თქმის შემთხვევაში ინსპექტირების აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს წარადგინოს აქტისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები აქტის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერასა და გაცნობაზე უარის თქმის მოტივები.
7. ინსპექტირების აქტის გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი ეგზავნება რეგულირების ობიექტს, რის თაობაზეც საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი ან გამოიყენება ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნორმები.
8. რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის მიერ შესაბამისი ინსპექტირების აქტის გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარი არ აჩერებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას.
9. ინსპექტირების ხასიათიდან, მოცულობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ინსპექტირების პროცესში განხორციელებული ქმედებების, ინსპექტირების შედეგების, მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით შესაძლებელია დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ შეადგინოს საველე აქტი, რომელიც შემოწმების დასრულების შემდეგ აისახება ინსპექტირების შესაბამის აქტში, დაერთვის მას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
10. საველე აქტი შესაძლებელია შედგეს რეგულირების ობიექტების დათვალიერებისას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, როდესაც დამრღვევი უცნობია ან სხვა შემთხვევებში მოპოვებული მტკიცებულების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით.
11. თუ დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება რეგულირების ობიექტისთვის შემოწმების შესახებ სამართლებრივი აქტის, ინსპექტირების აქტის, ადმინისტრაციული მიწერილობის გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით) ან იგი უარს აცხადებს მის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება შესაბამის სამართლებრივ აქტში, ინსპექტირების აქტში ან ადმინისტრაციულ მიწერილობაში მითითებული რეგულირების ობიექტის ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:
ა) რეგულირების ობიექტის საინფორმაციო დაფა;
ბ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის დროებით ან მუდმივად განთავსებული შენობა;
გ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
მუხლი 21🔗. რეგულირების ობიექტების ინსპექტირების შედეგები
1. ინსპექტირების პროცესში ან ინსპექტირების შედეგების შეჯამებისას რეგულირების ობიექტის საქმიანობაში დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმის შედგენა. რეგულირების ობიექტის ინსპექტირებისას, როდესაც ზოგიერთი მოთხოვნის შესრულების შემოწმება დაკავშირებულია ლაბორატორიული ანალიზების შედეგებთან ან სხვა ობიექტურ გარემოებებთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმის შედგენა ხორციელდება საქმის ყველა მასალის გამოკვლევისა და დარღვევების გამოვლენის შემდეგ.
2. თუ რეგულირების ობიექტის მიერ ჩადენილი ქმედებით ზიანი მიადგა გარემოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება (გამოანგარიშდება) გარემოსათვის მიყენებული ზიანი. გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება (გამოანგარიშდება) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ.
მუხლი 22🔗. რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე
1. ინსპექტირების პროცესში დარღვევების გამოვლენისას დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება მათზე რეაგირების ზომების გამოყენების თაობაზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქმის სხვა მასალებთან (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსათვის მიყენებული ზიანი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის სახდელთან ერთად რეგულირების ობიექტებისათვის დაკისრების მიზნით) ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (ან შესაბამის თანამდებობის პირს), ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, თუ ვერ ხერხდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად დამრღვევი რეგულირების ობიექტებისათვის დაკისრება, დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შესაბამისი სარჩელის მომზადება სასამართლოში წარსადგენად.
3. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და საქმის სხვა მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.
4. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით, რეგულირების ობიექტების მიმართ მუშავდება ადმინისტრაციული მიწერილობა (დანართი №5). ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი ან დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს (სამსახურის) უფროსი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას - ინსპექტირების განხორციელების პროცესში ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც არის დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე. ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგინებათ (ბარდება) ან ეგზავნებათ რეგულირების ობიექტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ამ წესის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.
5. დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება და რეგულირების ობიექტებისათვის წარდგენა, რომლის შეუსრულებლობაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად იწვევს რეგულირების ობიექტებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრებას, საქმის გარემოებებისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ძირითადად ხორციელდება ჩადენილი დარღვევის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოცემისა და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გარდა ინსპექტირების პროცესში წარდგენილი მიწერილობისა.
6. დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული მიწერილობა შეიძლება გაიცეს რეგულირების ყველა ობიექტის მიმართ.
7. დეპარტამენტის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელთა მიმართ ადმინისტრაციული მიწერილობის წარდგენა ხორციელდება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისათვის დადგენილი გონივრული ვადის საფუძველზე.
8. დეპარტამენტის მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს სამინისტრო.
9. დეპარტამენტის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენისას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპარტამენტის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი.
მუხლი 23🔗. რეგულირების ობიექტის უფლებები ინსპექტირების პროცესში
რეგულირების ობიექტს უფლება აქვს:
ა) ინსპექტირების პროცესში დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეს მოსთხოვოს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, ხოლო შემოწმების ჩატარებისას – დამატებით უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა);
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გააკეთოს შესაბამისი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ამ შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი;
გ) ინსპექტირების განმახორციელებელი პირის ქმედება ან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დადგენილი წესით გაასაჩივროს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
მუხლი 24🔗. რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები
1. რეგულირების ობიექტი ვალდებულია:
ა) დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში წარუდგინოს დეპარტამენტს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების ანგარიში;
ბ) ხელი შეუწყოს დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს კანონიერი ქმედებების განხორციელებისას, ამასთან, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია (იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე), ასევე აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები და შეასრულოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობები;
გ) თავის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ან მომხდარი ტექნოგენური ავარიის ან ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციის ან მათი საფრთხის არსებობის შესახებ დროულად აცნობოს დეპარტამენტს ან/და სხვა დაინტერესებულ უწყებებს;
დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დეპარტამენტის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია მისამართის, საწარმოს შემთხვევაში – იურიდიული მისამართის, საქმიანობის ადგილის, საქმიანობის სფეროს, შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ხელმძღვანელის) და კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;
ე) შეასრულოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
2. იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება, რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა).
მუხლი 25🔗. დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი
დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი VI
პატრულირება პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით
მუხლი 26🔗. პატრულირების ფორმები
1. პატრულირება ხორციელდება დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურ(ეებ)ის მიერ, შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე, განსაზღვრული სამოძრაო მიმართულების თანახმად.
2. პატრულირება ხორციელდება ღია, ფარული და შერეული მეთოდით – სპეციალური განმასხვავებელი ნიშნების მქონე ავტომანქანით ან/და მცურავი საშუალებით ან/და ქვეითად.
3. ავტოსატრანსპორტო საშულებით პატრულირება ხორციელდება ეკიპაჟით, დეპარტამენტის ორი უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი ინიშნება ეკიპაჟის უფროსად.
4. ღია მეთოდით პატრულირება ხორციელდება სპეციალური შეფერილობის ავტომანქანით.
5. ფარული მეთოდით პატრულირება ხორციელდება ჩვეულებრივი შეფერილობის ავტომანქანით, რომელთაც არ აქვთ განმასხვავებელი ნიშნები. ამ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას ფარული მეთოდით და არ ატარებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), მას უნდა ჰქონდეს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა.
6. შერეული მეთოდით პატრულირება ხორციელდება ერთდროულად ორი ავტომობილით, რომელთაგან ერთს აქვს სპეციალური შეფერილობა, ხოლო მეორე ჩვეულებრივი შეფერილობისაა.
7. პატრულირება ხორციელდება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს უფროსის მიერ შედგენილი ყოველდღიური გრაფიკის მიხედვით.
8. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს გამართული აღჭურვილობა, უნდა ეცვას სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა) და ჰქონდეს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, ამასთანავე უფლებამოსილია თან იქონიოს:
ა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი (მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში);
ბ) ფიზიკური იძულების სპეციალური საშუალებები და სხვა აღჭურვილობა;
გ) ფოტო და ვიდეოკამერა;
დ) ოქმები, აქტების ბლანკები, ახნა-განმარტების ბლანკები, ავტოკალამი, ფანქარი, სახაზავი, ელ.ფანარი და სხვა საჭირო დოკუმენტები და ნივთები.
მუხლი 27🔗. პატრულირებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის უფლება-მოვალეობები
1. დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს რეგულირების ობიექტს (მათ შორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამართალდამრღვევ პირს) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნები, ხოლო ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;
ბ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დანაშაულის ან ადმინისტრაციული დარღვევის ჩადენის შესახებ, ასევე კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები;
გ) განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.
2. დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს დროებით მიატოვოს სამოქმედო ტერიტორია:
ა) სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, იმ შემთხვევაში, როცა სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ აუცილებელია სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილება და სხვა ეკიპაჟის დახმარება;
ბ) დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის უეცარი ავადმყოფობის დროს;
გ) დადგენილი წესით შესვენების დროს, რა დროსაც უნდა დაუკავშირდეს უშუალო ხელმძღვანელს ტერიტორიის მიტოვების მიზეზის მოსახსენებლად.
3. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას რეგულირების ობიექტის, მოქალაქის კანონიერი უფლებები, მოქალაქესთან ურთიერთობისას დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები, მათი უფლებების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, წარუდგეს მათ, დაასახელოს თავისი თანამდებობა, სახელი, გვარი და განუმარტოს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველი; აცნობოს მოქალაქეს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერის დაწყების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) მოითხოვოს რეგულირების ობიექტისაგან მხოლოდ ის დოკუმენტაცია, რაც არსობრივად დაკავშირებულია ობიექტურობის დადგენასთან;
გ) მოქალაქეთა დოკუმენტების შემოწმებისას დოკუმენტს მოექცეს ფრთხილად და არ გააკეთოს მასში ჩანიშვნები და ჩანაწერები. ხოლო, როდესაც წარმოდგენილ დოკუმენტებში ჩაწყობილია ფული ან ხვა ნივთები, დაუბრუნოს მფლობელს;
დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოსალოდნელი ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები მის თავიდან ასაცილებლად ან შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად;
ე) დააკავოს სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წარმოადგენს გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევის იარაღს და მისი მძღოლი;
ვ) იცოდეს მის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონები და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 28🔗. პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები
1. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე სატრანსპორტო საშუალებას აჩერებს:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი დარღვევის აღსაკვეთად;
ბ) სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსების მონაცემების შემოწმების მიზნით;
გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, წარმოშობის ან კანონიერების დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების, ასევე სპეციალური ფირნიშების დათვალიერების მიზნით;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით ან ხელით გამოხატული ჟესტით. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისათვის, ხოლო გაჩერების მოთხოვნა მიეცეს დროულად, რათა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა არ მიმართონ იძულებით მანევრირებას და დაბრკოლება არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას.
3. სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურის მოთხოვნისთანავე გააჩეროს ავტომანქანა მოძრაობისათვის უსაფრთხო ადგილას, დაუმორჩილებლობა ან უფლება-მოვალეობების განხორციელებაში ხელის შეშლა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დაუყოვნებლივ მივიდეს მძღოლთან.
5. დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს ოქმის ან სხვა დოკუმენტის შესადგენად, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია შევიდეს დეპარტამენტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ შენობაში.
მუხლი 29🔗. ზოგადი მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას
1. დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ დეპარტამენტის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება, აგრეთვე:
ა) ამ სატრანსპორტო საშუალებით უცხო პირთა გადაყვანა და მათი ტვირთის გადაზიდვა;
ბ) დაკავებული პირების სატრანსპორტო საშუალებაში უმეთვალყურეოდ დატოვება;
გ) დადგენილი სამუშაო რეჟიმის თვითნებური შეცვლა.
2. დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) გამოყენება არასამუშაო დროს.
3. შემოწმებისათვის გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მისვლისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია:
ა) სატრანსპორტო საშუალებას მიუახლოვდეს უკანა მხრიდან, მძღოლის კარის მიმართულებით;
ბ) სატრანსპორტო საშუალებასთან შეჩერდეს ისეთ მანძილზე, რომ არ მიიღოს დაზიანება ან ტრავმა მოძრაობის მოულოდნელი დაწყებისას;
გ) მოსთხოვოს მძღოლს ძრავის გამორთვა;
დ) შებინდებისას ან ღამით მოსთხოვოს მძღოლს ჩართოს სალონის განათება;
ე) მძღოლის მიერ მოწოდებული დოკუმენტები გამოართვას მარცხენა ხელით, რათა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეუფერხებლად გამოიყენოს სამსახურებრივი საშტატო იარაღი.
მუხლი 30🔗. რეაგირება დარღვევის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე
1. დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შეძლებისდაგვარად უნდა გამოარკვიოს:
ა) შემტყობინებლის ვინაობა;
ბ) დარღვევის ნიშნები;
გ) დარღვევის ჩამდენი პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია, მისი (მათი) გარეგნული ნიშნები;
დ) დარღვევის თვითმხილველები, აგრეთვე ის გარემოებები, რომლებიც მათთვის არის ცნობილი;
ე) სხვა საჭირო ინფორმაცია.
2. დამრღვევი პირის სატრანსპორტო საშუალებით გაქცევის დროს დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს მოძრაობის უსაფრთხოების დაცვით განახორციელოს დევნა მის დასაკავებლად; მისი გამოდევნებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი ასევე ვალდებულია:
ა) შეატყობინოს უშუალო უფროსს სამართალდამრღვევი პირის გაქცევის, მისი გამოდევნების, მისი ადგილმდებარეობისა და მოძრაობის მიმართულების შესახებ;
ბ) ჩართოს ხმოვანი სიგნალები, საჭიროების შემთხვევაში გააფრთხილოს მოძრაობის სხვა მონაწილეები, იყვნენ ყურადღებით და დაიცვან მოძრაობის უსაფრთხოების წესები;
გ) ასევე საჭიროების მიზნით დახმარებისთვის მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
3. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი დარღვევის ფაქტის გამოვლენისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:
ა) მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები დარღვევის აღსაკვეთად;
ბ) დარღვევის ჩამდენი პირის გაქცევისას მოაწყოს დევნა მის დასაკავებლად;
გ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შესახებ შეატყობინოს უშუალო უფროსს და აცნობოს მის მიერ მიღებული ცნობების, გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ;
დ) დაადგინოს დარღვევის თვითმხილველები;
ე) ჩაატაროს მოქმედებები მტკიცებულებების დაცვის ან/და ჩამორთმევის (ან ამოღების) მიზნით;
ვ) საჭიროების შემთხვევაში გააკეთოს ჩანაწერი, მათ შორის, ფოტოები და ვიდეოჩანაწერი იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც შეიძლება დროის განმავლობაში შეიცვალოს ან გაქრეს;
ზ) დამრღვევი პირის სატრანსპორტო საშუალებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემთხვევაში არკვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სავარაუდო მიმართულებას, მის მარკას, ტიპს, სანომრე ნიშანს, ტვირთის სახეობას, სხვა განსაკუთრებულ ნიშნებს. დარღვევის ადგილიდან მიმალული სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის შესახებ თვითმხილველებისგან მიღებულ მონაცემებს დახმარების მიზნით დაუყოვნებლივ გადასცემს დეპარტამენტის სხვა უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს, ასევე დახმარების მიზნით მიმართავს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ამავე კოდექსით დადგენილ ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს განახორციელოს პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, რასთან დაკავშირებითაც დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხდება ამ წესის დანართი №6-ით და დანართი №7-ით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების შედგენა.
5. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე პატრულირების დამთავრების შემდეგ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ აცნობებს უშუალო ან ზემდგომ უფროსს.
6. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე იყენებს კავშირის სპეციალურ საშუალებებს, სამსახურის შესრულების მართვისა და მათ შორის ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად. კავშირის არხებით ინფორმაციის გადაცემა და ფუნქციონირება ხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით და განისაზღვრება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. იკრძალება კავშირის გამოყენება იმ მიზნით, რომელიც არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.
მუხლი 31🔗. ღამის საათებში პატრულირების განხორციელების ზოგადი მოთხოვნები
დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ:
ა) ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებათა გასაჩერებლად უნდა გამოიყენოს სავალი ნაწილის შედარებით განათებული უბანი, თუ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს, გამოიყენება დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალების სანათები;
ბ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების დროს აუცილებლად უნდა ჩართოს სპეციალური სანათი მოწყობილობა.
დანართი №1
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ობიექტის, დანადგარის, აგრეგატისა ან/და მოწყობილობის
დალუქვის შესახებ
ოქმი №000000
___________________________________ ____________________________
(ოქმის შედგენის ადგილი) (თარიღი)
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________ (უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურ(ეებ)ის თანამდებობა, სახელი, გვარი)
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
განვახორციელე ___________________________________________________________________
(დალუქული ობიექტის, დანადგარის, აგრეგატისა ან/და მოწყობილობის დასახელება)
_____________________________________________________________________________
_________________________________________________________________________ დალუქვა,
რომლის მეპატრონე/მფლობელია ____________________________________________________
___________________________________________________________________________________(რეგულირების ობიექტის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში –
___________________________________________________________________________________პირადი ნომერი, ფაქტობრივი ან/და სარეგისტრაციო მისამართი)
___________________________________________________________________________________________
ლუქის № _________________________________________________________________________
დალუქული ობიექტის, დანადგარის, აგრეგატისა ან/და მოწყობილობის ადგილმდებარეობა ________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
ლუქის მთლიანობაზე პასუხისმგებელია _____________________________________________
___________________________________________________________________________________(ობიექტის ხელმღვანელის/წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში –
___________________________________________________________________________________
სახელი, გვარი პირადი ნომერი)
________________________________________________________________________
შენიშვნა: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 841 მუხლის თანახმად „გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით“.
_____________________________________
ობიექტის, დანადგარის, აგრეგატისა ან/და მოწყობილობის მეპატრონე/მფლობელის ან/და მისი წარმომადგენლის ხელმოწერა
_____________________________________
ოქმის შემდგენის ხელმოწერა
დანართი №2
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
მ ო თ ხ ო ვ ნ ა
ინსპექტირების პროცესში დოკუმენტების გამოთხოვისა და დარღვევათა აღმოსაფხვრელი სავალდებულო ღონისძიებების გატარების შესახებ
„____“__________20____წ. _____________________________
(შედგენის ადგილი)
მოთხოვნის გაცემის საფუძველი:_____________________________________________________
___________________________________________________________________________________
(ობიექტის საქმიანობის ადგილზე დათვალიერება ან შემოწმება. შემოწმების შემთხვევაში
___________________________________________________________________________________
მიეთითება შესაბამისი ბრძანების სრული რეკვიზიტები)
___________________________________________________________________________________
ობიექტი:
__________________________________________________________________________ (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი ან/და სარეგისტრაციო მისამართი,
___________________________________________________________________________________
იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული
___________________________________________________________________________________
მისამართი)
___________________________________________________________________________________
მოთხოვნის შინაარსი:_______________________________________________________________
(ჩამონათვალი, საჭიროების შემთხვევაში, შესრულების ვადები)

პასუხისმგებლობა მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“ ხოლო ამ მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად „ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“
მოთხოვნის გამცემი: ______________________________________________________________
(დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურ(ეებ)ის თანამდებობა, სახელი, გვარი)
___________________________________________________________________________________
ხელმოწერა: _____________________________________
მოთხოვნის მიმღები: _______________________________________________________________
(რეგულირების ობიექტის წარმომადგენელი პირი)
___________________________________________________________________________________
ხელმოწერა: _____________________________________
დანართი №3
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
დათვალიერების შესახებ
ინსპექტირების აქტი №000000
___________________________________ ____________________________
(აქტის შედგენის ადგილი) (თარიღი)
___________________________________________________________________________________
(რეგულირების ობიექტის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომერი,
___________________________________________________________________________________
ობიექტის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის, ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი,
___________________________________________________________________________________
მისამართი, რეგულირების ობიექტის წარმომადგენლობის დამადასტურებელი რეკვიზიტები)
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
დათვალიერება განახორციელა ______________________________________________________
(დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურ(ეებ)ის თანამდებობა, სახელი, გვარი)
____________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
მონაწილეობა მიიღეს ______________________________________________________________
(დათვალიერებაში მონაწილეთა გვარი, სახელი, თანამდებობა – მისი არსებობისას)
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
რეგულირების ობიექტის საქმიანობის ძირითადი მონაცემები __________________________
___________________________________________________________________________________ (როდიდან მოქმედებს, რა ნედლეულს იყენებს, რა პროდუქციას აწარმოებს, საპროექტო
___________________________________________________________________________________და ფაქტობრივი სიმძლავრე და ა.შ.)
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
მოპოვებული ინფორმაცია ან/და გამოვლენილი დარღვევები ___________________________
___________________________________________________________________________________(რა ინფორმაცია იქნა მოპოვებული დათვალიერების განხორციელებისას, ხოლო დარღვევათა გამოვლენის შემთხვევაში –
___________________________________________________________________________________სრული ჩამონათვალი)
_________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
რეგულირების ობიექტის (პასუხისმგებელი პირის) ახსნა-განმარტება ___________________
__________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
აქტს თან ერთვის დანართი: _________________________________________________________
____________________________________ __________________________________
(ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერა) (აქტის შემდგენლის ხელმოწერა)
მონაწილეთა ხელმოწერა:
______________________ ________________________
______________________ ________________________
______________________ ________________________
დანართი №4
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემოწმების შესახებ
ინსპექტირების აქტი №000000
___________________________________ ____________________________
(აქტის შედგენის ადგილი) (თარიღი)
___________________________________________________________________________________
(რეგულირების ობიექტის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომერი,
___________________________________________________________________________________
ობიექტის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის, ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი,
___________________________________________________________________________________
მისამართი, რეგულირების ობიექტის წარმომადგენლობის დამადასტურებელი რეკვიზიტები)
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნები შეამოწმა _____________________
___________________________________________________________________________________
(დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურ(ეებ)ის თანამდებობა, სახელი, გვარი)
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
შემოწმების ჩატარების საფუძველი __________________________________________________
(ბრძანება – რეგულირების ობიექტის შემოწმების შესახებ ან სხვა
__________________________________________________________________________________
შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი)
___________________________________________________________________________________
შემოწმებაში მონაწილეობა მიიღეს __________________________________________________
(შემოწმებაში მონაწილეთა გვარი, სახელი, თანამდებობა – მისი არსებობისას)
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
შესამოწმებელი ობიექტის საქმიანობის ძირითადი მონაცემები ________________________
___________________________________________________________________________________
(როდიდან მოქმედებს, გამოყენებული ნედლეული,წარმოებული პროდუქცია, საპროექტო და ფაქტობრივი სიმძლავრე,
___________________________________________________________________________________
გარემოს დამაბინძურებელი უბნები და მათი მდგომარეობის მოკლე დახასიათება, ტექნოლოგიური პროცესის მოკლე
__________________________________________________________________________________
აღწერა და ა.შ.)
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
გამოვლენილი ნაკლოვანებები და დარღვევები _______________________________________
(დარღვევათა სრული ჩამონათვალი არსებობის შემთხვევაში)

მიწერილობებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა _____________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
ობიექტის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება ________________________________________
_________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
აქტს თან ერთვის დანართი: _________________________________________________________
__________________________________ ____________________________
(ობიექტის წარმომადგენლის ხელმოწერა) (აქტის შემდგენლის ხელმოწერა)
მონაწილეთა ხელმოწერა:
______________________ ________________________
______________________ ________________________
დანართი №5
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ადმინისტრაციული მიწერილობა
№000000
„___“ _________ 20 ___ წ. _________________________
(შედგენის ადგილი)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების შესახებ
___________________________________________________________________________________
(ადმინისტრაციული მიწერილობის გამცემი ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი)
___________________________________________________________________________________
ადმინისტრაციული მიწერილობის ობიექტი: _________________________________________
(ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი,
___________________________________________________________________________________
პირადობის მოწმობის ნომერი, საცხოვრებელი ადგილი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული
___________________________________________________________________________________
პირის სახელწოდება, იურიდიული მისამართი)
___________________________________________________________________________________
დარღვევები, რომლებზეც გაიცემა ადმინისტრაციული მიწერილობა: ___________________
___________________________________________________________________________________
(დარღვევების ჩამონათვალი, რომლებზეც გაიცემა მიწერილობა)

გასატარებელი ღონისძიებები: _______________________________________________________
___________________________________________________________________________________
(დავალების არსი, საჭიროების შემთხვევაში, შესრულების ვადები)

თან ერთვის დანართი: _____________________________________________________________
(დანართის №, გვერდების რ-ბა, დანართების არარსებობის შემთხვევაში დაისმევა z)
პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობის შემთხვევაში:
___________________________________________________________________________________
(კანონის მუხლ(ებ)ი, შესაბამისი პუნქტი ან ნაწილი, ქვეპუნქტი)
____________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
მიწერილობის გამცემი თანამდებობის პირი: __________________________________________
___________________________________________________________________________________ (თანამდებობა, სახელი, გვარი)
___________________________________________________________________________________
თანამდებობის პირის ხელმოწერა: ___________________________________________________
ადმინისტრაციული მიწერილობის მიმღები (ივსება პირდაპირი ჩაბარების შემთხვევაში):
___________________________________________________________________________________ (რეგულირების ობიექტის წარმომადგენელი პირი, მისი ხელმოწერა და თარიღი)
დანართი №6
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი
ო ქ მ ი
ადმინისტრაციული დაკავების შესახებ
__________________________________
შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
__________________________________
შედგენის ადგილი
1. ________________________________________________________________________________________
დაკავების ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის, 246-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შევადგინე აღნიშნული ოქმი და დაკავებულს განუმარტე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
2. ________________________________________________________________________________________
დამკავებელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი
3. დაკავებული პირის სქესი: მამრობითი o
მდედრობითი o
4. დაკავებული პირი:
_________________________________________________________________________________________
მონაცემები დაკავებული პირის შესახებ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი №, საცხოვრებელი ადგილი.
___________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________
დაკავებული პირის ვიზუალური აღწერა/ჩაცმულობა
5. დაკავების დრო და საფუძველი (მოტივი):
__________________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________
6. დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში (ხომ არ აღენიშნება რაიმე ფიზიკური დაზიანება)_____________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
7. დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ან ნივთების გასინჯვა ___________________________________
_____________________________________________________________________________________ მიერ
უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა
8. ________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
გასინჯვისას დამსწრე პირები (სახელი, გვარი, მამის სახელი)
9. დაკავების, პირადი ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილ და ჩამორთმეულ იქნა (სახეობა, რაოდენობა, მდგომარეობა ან სხვა მახასიათებლების მითითებით):
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
10. იმ ორგანოს პასუხისმგებელი თანამშრომელი, რომელშიც წარდგენილ იქნა დაკავებული პირი:
__________________________________________________________________________________________
თანამდებობა, სახელი და გვარი
11. დაკავებული პირი ____________________________________
ხელმოწერა
12. დამკავებული პირი ___________________________________
ხელმოწერა
13. ოქმის შემდგენელი ___________________________________
ხელმოწერა
14. ოქმის ასლი ჩაბარდა ___________________________________
ხელმოწერა
15. შენიშვნა _______________________________________________________________________________
დანართი №7
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი
ა ქ ტ ი
ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის გათავისუფლების შესახებ
______________________________________
გათავისუფლების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
______________________________________
შედგენის ადგილი
1. ________________________________________________________________________________________
გათავისუფლების აქტის შემდგენლის თანამდებობა, სახელი გვარი
2. დაკავებული პირი:
__________________________________________________________________________________________
მონაცემები დაკავებული პირის შესახებ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი №, საცხოვრებელი ადგილი.
3. გათავისუფლების დრო და საფუძველი (მოტივი):
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
4. გათავისუფლებულის ფიზიკური მდგომარეობა გათავისუფლების მომენტში (ხომ არ აღენიშნება რაიმე ფიზიკური დაზიანება)______________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
5. გათავისუფლებული პირი ____________________________________
ხელმოწერა
6. უფლებამოსილი პირი _______________________________________
ხელმოწერა
7. შენიშვნა _______________________________________________________________________________
8. აქტის ასლი ჩაბარდა ____________________________________________________________________
დანართი №8
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი
ა ქ ტ ი
სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების
დათვალიერების შესახებ
________________________________ _____________________________
(აქტის შედგენის ადგილი) (აქტის შედგენის თარიღი)
___________________________________________________________________________________
(სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი, საშუალების დასახელება)
___________________________________________________________________________________
(სატრანსპორტო, მათ შორის მცურავ საშუალებაზე არსებული პასუხისმგებელი პირის მონაცემები)
___________________________________________________________________________________
დათვალიერება განახორციელა ______________________________________________________
(დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის გვარი, სახელი,
___________________________________________________________________________________
თანამდებობა)
___________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს ______________________________________________
(გვარი, სახელი, თანამდებობა – მისი არსებობის შემთხვევაში)
_________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
დათვალიერებისას მოპოვებული ინფორმაცია და განხორციელებული ქმედებები ________ ___________________________________________________________________________________

________________________________
(დათვალიერების დაწყებისა და დამთავრების დრო)
_______________________ _______________________
(პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა) (აქტის შემდგენლის ხელმოწერა)
მონაწილეთა ხელმოწერა:
______________________ ________________________
______________________ ________________________
______________________ ________________________