ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უფლება აქვს თან იქონიოს შემდეგი აღჭურვილობა ან მასალები:

ა) კავშირგაბმულობის საშუალებები;

ბ) პორტატიული პერსონალური კომპიუტერი;

გ) შესაბამისი სქემები, რუკები, პარამეტრების ჩამონათვალი ან სხვა დოკუმენტები;

დ) რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ანგარიშები და სხვა მონაცემები;

ე) ლაბორატორიული სინჯის ასაღები და გამზომი ხელსაწყოები;

ვ) ფოტო და ვიდეოკამერა;

ზ) ასევე ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა ან მასალები, რომლებიც სჭირდება მას ინსპექტირების სრულყოფილად განხორციელებისათვი