„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20–104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3-11 |
|
2015 წლის 17 თებერვალი ქ. თბილისი |
„5. სამსახურს ჰყავს ბუღალტერი (ბუღალტრები) და სამსახურის მატერიალურ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, რომლებიც ექვემდებარებიან სამსახურის უფროსის ერთ–ერთ მოადგილეს. ბუღალტერი (ბუღალტრები) და სამსახურის მატერიალურ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი:
ა) ბუღალტერი (ბუღალტრები):
ა.ა) ორგანიზებას უწევს და წარმართავს სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;
ა.ბ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, ბალანსების და ანგარიშების მომზადებას, წარადგენს ანგარიშს თბილისის მთავრობაში;
ა.გ) შეიმუშავებს სამსახურის ბიუჯეტსა და ხარჯთანუსხის პროექტებს;
ა.დ) ორგანიზებას უწევს სამსახურში ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ა.ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;
ა.ვ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
ა.ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს;
ბ) სამსახურის მატერიალურ და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი:
ბ.ა) უზრუნველყოფს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას;
ბ.ბ) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებასა და დადებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლს;
ბ.გ) ატარებს სამსახურში ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას;
ბ.დ) უზრუნველყოფს სამსახურზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
ბ.ე) წარმართავს სამეურონეო საქმიანობას და უზრუნველყოფს სამსახურის მომარაგებას;
ბ.ვ) ახორციელებს სატელეფონო კომპანიებთან, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებლებთან დადებული ხელშეკურულებების შესრულების კონტროლს;
ბ.ზ) სამსახურში დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საწვავის ხარჯვის კონტროლს, აგრეთვე, სამსახურის სახსრების ხარჯვაზე შიდა აუდიტის ჩატარებას;
ბ.თ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე განსაზღვრავს შესყიდვის წესს;
ბ.ი) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.“
|