ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.02.2015
ძალის დაკარგვა 16.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3-9
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016123
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №3-9 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.04.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3-9
2015 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუქნტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თანდართული დებულება.
2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში - შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 2🔗
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗
1. საბჭო შედგება 23 (ოცდასამი) წევრისაგან.
2. საბჭოს თავმდჯომარეა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.
3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.
4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. თავმდჯომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საბჭოს შემადგენობაში შედის აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის წარდგინებით.
6. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარის, მოადგილისა და აღმასრულებელი მდივნის გარდა, შედიან:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი;
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი;
ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი;
თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი;
კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების 11 (თერთმეტი) წარმომადგენელი, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.
7. საბჭოს ჰყავს მდინვანი, რომელიც არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი.
8. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი.
9. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.
10. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმდჯომარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარდგინებით.
11. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.
12. საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/და ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
მუხლი 4🔗
საბჭოს ამოცანებია:
ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტიში, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი საქალაქო პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია;
გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები და ა.შ;
დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით;
ე) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად;
ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას;
ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე.
მუხლი 5🔗
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების (რაიონული გამგეობების), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;
გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით;
დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;
ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად;
ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა;
ი) შშმ პირებთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
კ) შშმ პირებთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;
ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა;
მ) შშმ პირებთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სტრუქტრული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების (რაიონული გემგეობების) ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზირებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;
ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;
პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან (რაიონული გამგეობებიდან) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-იდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.
მუხლი 6🔗
საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;
ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;
გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს;
დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებას, რომელიც არ არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ვ) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე ან/და აღმასრულებელ მდივანზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება.
მუხლი 7🔗
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 8🔗
საბჭოს აღმასრულებელი მდივანი:
ა) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე საქალაქო პროგრამების, აქტივობების და ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში;
ბ) თანამშრომლობს შშმ პირთა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახდენს შემოსული განცხადებების, წინადადებებისა და პროექტების კორესპოდენციას;
გ) საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს სამოქალაქო სექტორისგან შექმნილი თემატური ჯგუფების მუშაობას და წარადგენს საბჭოს წინაშე მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს;
დ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
ე) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 9🔗
საბჭოს მდივანი:
ა) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვასაზე;
ბ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;
გ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
დ) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას;
ე) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 10🔗
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან;
გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;
დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;
ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ.
3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია თუ:
ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით.
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
დ) გარდაიცვალა.
მუხლი 11🔗
1. საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ, ან საჭიროებისამებრ.
2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნას საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.
5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებული იქნას გადაწყვეტილების მიღებისას.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილება უნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 12🔗
1. საბჭო თავის სხდომაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ორჯერ.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.