საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის შევსების, სამგზავრო დოკუმენტებში მისი დატანის წესისა და საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.02.2015
ძალაში შესვლა 01.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №ვიზის კატეგორია
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016415
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | შინაგან საქმეთა მინისტრი |
| რიგითი ნომერი | ვიზის კატეგორია |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ „საქართველოს მთავრობასა და ტოგოს რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის შევსების, სამგზავრო დოკუმენტებში მისი დატანის წესისა და საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№125
2015 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის შევსების, სამგზავრო დოკუმენტებში მისი დატანის წესისა და საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის დამტკიცების თაობაზე
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №524 დადგენილების მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული რედაქციით:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტებში მისი დატანის წესი (დანართი №1);
ბ) საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმა (დანართი №2);
გ) საქართველოს ვიზის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა (დანართი №3).
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 16 მარტიდან.შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტებში მისი დატანის წესი
მუხლი 1🔗
1. ეს წესი ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელზე საქართველოს ვიზის (შემდგომში – ვიზა) ბლანკის შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტებში მისი დატანის წესს.
2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. ვიზის ბლანკი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტების შესაბამისად, წარმოადგენს 85 მმX105 მმ ზომის მართკუთხა ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკს.
2. ვიზის ბლანკის ფერი კომბინირებულია და განისაზღვრება ლურჯი, იისფერი ტონალობით.
3. ვიზის ბლანკის კომპოზიცია გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად:
ა) პირველი (ზედა) ნაწილი – მუქ ლურჯ ველზე მარცხენა მხარეს გამოსახულია მოფრიალე საქართველოს სახელმწიფო დროშა, მარჯვენა მხარეს გილიოშის დეკორში ჩასმული საქართველოს რუკის კონტური. წარწერებია: ქართულ ენაზე – „საქართველო“, „ვიზა“, ინგლისურ ენაზე – „Georgia“, „Visa“;
ბ) მეორე (შუა) ნაწილი – კომბინირებულ ღია ლურჯ და იისფერ ველზე მარჯვენა მხარეს, ქართულ ტრადიციულ (გელათი) ორნამენტზე (ამობურცვის ეფექტით) მოთავსებულია ფოლგა საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. მარცხენა მხარეს, გილიოშის ბადეზე მკრთალად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი ერთ ფერში და მუქი ლურჯი კითხვარის წარწერები. მარცხენა ქვედა ნაწილში მუქი წითელი სააღრიცხვო სერია და ნომერია გამოსახული.
4. ვიზის ბლანკი უნდა შეიცავდეს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) ფლუორესცენტული ბოჭკოებით დაცული ქაღალდი;
ბ) ანტიკოპირებადი ფონი;
გ) მიკროტექსტი;
დ) ულტრაიისფერი დაცვა;
ე) ფარული გამოსახულება (უხილავი შეუიარაღებელი თვალით, ხილული მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი);
ვ) ინტაგლიო (რელიეფური) ბეჭდვა:
ვ.ა) ტრანსპარანტული (გამჭვირვალე) ინტაგლიო;
ვ.ბ) ინტაგლიო ფერში;
ზ) აბრეშუმისებური ბეჭდვა ირისისებური საღებავით;
თ) ფოლგა 3 დაცვის ელემენტით;
ი) ულტრაიისფერი სხივით დანათებისას ვიზის ბლანკზე უნდა იხატებოდეს საქართველოს რუკა ქალაქების – თბილისის, სოხუმის, ცხინვალისა და ბათუმის მითითებით.
5. საქართველოს ვიზის ბლანკი უნდა შეიცავდეს შემდეგ გრაფებს:
ა) ვიზის კატეგორია Type of visa
ბ) შესვლის რაოდენობა Number of entries
გ) დან From
დ) მდე Until
ე) ყოფნის ვადა Duration of stay
დღე Days
ვ) სახელი, გვარი Name, surname
ზ) პასპორტის ნომერი Number of passport
თ) მოსაკრებელი Fee
ი) გაცემის თარიღი და ადგილი Data and place of issue
კ) ხელმოწერა Signature
ლ) შენიშვნები Remarks
6. ვიზის ბლანკის ინდივიდუალური ნომერი შედგება ორი კომპონენტისგან – ანბანური სერიისა და ციფრობრივი ნუმერაციისგან. ვიზის ბლანკის ინდივიდუალური ნომრის ანბანურ სერიად გამოიყენება ლათინური ანბანის ორი ასობგერის კომბინაცია, ხოლო ციფრობრივ ნუმერაციად – არაბული ციფრების მეშვეობით გენერირებული 8-ნიშნა რიცხვი.
7. ვიზის ბლანკის ინდივიდუალური ნომრის ნიმუში: BA00000001. ინდივიდუალური ნომრის პირველი ორი სიმბოლო – ანბანური სერია, რომელიც იწყება კომბინაციით „BA“, შემდეგი (ბოლო) რვა ციფრი – ციფრობრივი ნუმერაცია, რომლის ათვლა უნდა დაიწყოს 00000001-იდან და დასრულდეს 99999999-ით.
8. საქართველოს ვიზის ბლანკის ინდივიდუალური ნომრის ანბანური სერიის დიაპაზონია „BA-BZ“. ვიზის ბლანკის ინდივიდუალური ნომრის კონკრეტულ სერიაში (მაგალითად, „BA“) ციფრობრივი ნუმერაციის მაქსიმალური რიცხვის (99999999) დაფიქსირების შემდეგ განხორციელდება ანბანური სერიის ცვლილება, ანბანური სერიის მეორე ასობგერის ცვლილებით ლათინურ ანბანში ასობგერების თანამიმდევრობის გათვალისწინებით (მაგალითად, სერია „BA“ შეიცვლება სერიით „BB“).
მუხლი 3🔗
1. ვიზის ბლანკის შევსება (შემდგომში – პერსონალიზაცია) მოიცავს ვიზის ბლანკზე ვიზის მფლობელი უცხოელის პერსონალური მონაცემებისა და გაცემული ვიზის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების პროცესს.
2. პერსონალიზაცია წარმოებს ინგლისურ ენაზე.
3. როგორც წესი, პერსონალიზაცია ხორციელდება სასაზღვრო მიგრაციის მართვისა და მოხსენების სისტემის (BMARS) მეშვეობით, აღნიშნულ სისტემაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე.
4. თუ უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფილი არ არის სასაზღვრო მიგრაციის მართვისა და მოხსენების სისტემაზე წვდომით ან აღნიშნულ სისტემაზე წვდომა შეფერხებულია ტექნიკური მიზეზებით, პერსონალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს არაავტომატური წესით. ამ შემთხვევაში პერსონალიზაცია ხორციელდება ვიზის ბლანკის სარეგისტრაციო ჟურნალსა და სავიზო განაცხადში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე.
5. პერსონალიზაციის პროცესში ვიზის ბლანკზე დატანილ ველებში:
ა) „ვიზის კატეგორია“ – მიეთითება გაცემული ვიზის კატეგორია;
ბ) „შესვლის რაოდენობა“ – მიეთითება ერთჯერადი ვიზის ნიშანი – „1“;
გ) „დან“ – მიეთითება საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო შემოსვლის თარიღი;
დ) „მდე“ – მიეთითება საქართველოს ტერიტორიის შესაძლო დატოვების თარიღი;
ე) „ყოფნის ვადა“ – მიეთითება საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის შესაძლო დღეების რაოდენობა;
ვ) „სახელი, გვარი“ – მიეთითება საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელის გვარი და სახელი შესაბამისი თანამიმდევრობით. შესაძლებელია, აღნიშნულ ველში ჩაიწეროს მხოლოდ ერთ-ერთი მონაცემი, თუ საქართველოს ვიზის მფლობელ უცხოელს აქვს მხოლოდ გვარი ან მხოლოდ სახელი;
ზ) „პასპორტის ნომერი“ – მიეთითება საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელის პასპორტის ან სხვა სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;
თ) „მოსაკრებელი“ – მიეთითება საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვის გადახდილი თანხის ოდენობა ციფრებით და იმ ვალუტის საერთაშორისო აღნიშვნა, რომელშიც იქნა გადახდილი მოსაკრებელი. საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლების შემთხვევაში მიეთითება აღნიშვნა „NO FEE“;
ი) „გაცემის თარიღი და ადგილი“ – მიეთითება ვიზის ბლანკის პერსონალიზაციის თარიღი და ადგილი;
კ) „ხელმოწერა“ – მიეთითება უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ლ) „შენიშვნები“ – მიეთითება ინფორმაცია სამინისტროს უფლებამოსილი პირის შეხედულებისამებრ.
6. ვიზის ბლანკის მანქანით წაკითხვად ზონაზე შესაბამისი მონაცემები დაიტანება პერსონალიზაციის დროს, პერსონალიზაციის სასაზღვრო მიგრაციის მართვისა და მოხსენების სისტემის მეშვეობით განხორციელებისას. მონაცემების დატანა ხდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტების შესაბამისად. პერსონალიზაციის არაავტომატური წესით, განხორციელებისას, ვიზის ბლანკის მანქანით წაკითხვად ზონაზე მონაცემები არ დაიტანება.
7. პერსონალიზებული ვიზის ბლანკი სამგზავრო დოკუმენტში უნდა ჩაიკრას იმ ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს მანქანური წესით ვიზის ბლანკის მანქანით წაკითხვადი ზონის დამუშავება.
8. პერსონალიზებული ვიზის ბლანკის სამგზავრო დოკუმენტში ჩაკვრის შემდგომ, ვიზის ბლანკზე მარჯვენა მხარეს დაისმება ვიზის გამცემი ორგანოს ბეჭედი ისე, რომ ბეჭდის ნაწილი გადავიდეს უშუალოდ სამგზავრო დოკუმენტის გვერდზე, თუმცა არ მოხდეს ვიზის ბლანკის ველების და მანქანით წაკითხვადი ზონის დაფარვა.
მუხლი 4🔗
1. სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ვიზის ბლანკის შესახებ ინფორმაცია აისახება ვიზის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი №3).
2. ვიზის სარეგისტრაციო ჟურნალი შედგება შემდეგი გრაფებისაგან:
ა) პირველ გრაფაში – „რიგითი ნომერი“ – მიეთითება ვიზის შესახებ ინფორმაციის ჟურნალში ასახვის რიგითობა;
ბ) მე-2 გრაფაში – „ვიზის კატეგორია“ – მიეთითება გაცემული ვიზის კატეგორია;
გ) მე-3 გრაფაში – „შესვლის რაოდენობა“ – ერთჯერადი ვიზის შემთხვევაში მიეთითება „ერთჯერადი“, ხოლო მრავალჯერადი ვიზის შემთხვევაში – „მრავალჯერადი“;
დ) მე-4 გრაფაში – „დან“ – მიეთითება საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო შემოსვლის თარიღი;
ე) მე-5 გრაფაში – „მდე“ – მიეთითება საქართველოს ტერიტორიის შესაძლო დატოვების თარიღი;
ვ) მე-6 გრაფაში – „ყოფნის ვადა“ – მიეთითება საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის შესაძლო დღეთა რაოდენობა;
ზ) მე-7 გრაფაში – „სახელი, გვარი“ – მიეთითება ვიზის მფლობელი უცხოელის სახელი და გვარი შესაბამისი თანამიმდევრობით. შესაძლებელია აღნიშნულ გრაფაში ჩაიწეროს მხოლოდ ერთ-ერთი მონაცემი, თუ საქართველოს ვიზის მფლობელ უცხოელს აქვს მხოლოდ გვარი ან მხოლოდ სახელი;
თ) მე-8 გრაფაში – „პასპორტის ნომერი“ – მიეთითება ვიზის მფლობელი უცხოელის პასპორტის ან სხვა სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;
ი) მე-9 გრაფაში – „გაცემის თარიღი და ადგილი“ – მიეთითება ვიზის ბლანკის პერსონალიზაციის თარიღი და ვიზის გამცემი ორგანო – სასაზღვრო გამტარი პუნქტი;
კ) მე-10 გრაფაში – „მოსაკრებელი“ – მიეთითება ვიზის გაცემის საკითხის განხილვისათვის გადახდილი თანხის ოდენობა ციფრებით და იმ ვალუტის საერთაშორისო აღნიშვნა, რომელშიც იქნა გადახდილი მოსაკრებელი. საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლების შემთხვევაში მიეთითება აღნიშვნა „NO FEE“;
ლ) მე-11 გრაფაში – „ხელმოწერა“ – მიეთითება ვიზის გამცემ ორგანოში წარდგენილი სამგზავრო დოკუმენტის აღნიშნული ორგანოდან გატანისათვის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
მ) მე-12 გრაფაში – „შენიშვნები“ – მიეთითება ინფორმაცია სამინისტროს უფლებამოსილი პირის შეხედულებისამებრ.
3. საქართველოს ვიზის სარეგისტრაციო ჟურნალში გრაფები უნდა ივსებოდეს სრულად, შეცდომის გარეშე. საქართველოს ვიზის სარეგისტრაციო ჟურნალში დაუშვებელია შესწორების შეტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული განპირობებულია აუცილებლობით. ასეთ შემთხვევაში შესწორება უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით: პირვანდელ ჩანაწერს გადაესმება ხაზი, შესწორებას უკეთდება მინაწერი (შენიშვნის გრაფაში) – „ენდეთ შესწორებას“ და ხელი მოეწერება უფლებამოსილი პირის მიერ.
დანართი №2
დანართი № 3
საქართველოს ვიზის სარეგისტრაციო
ჟურნალი
რიგითი ნომერი
ვიზის კატეგორია
შესვლის რაოდენობა
დან
მდე
ყოფნის ვადა
სახელი, გვარი
პასპორტის ნომერი
გაცემის თარიღი და ადგილი
მოსაკრებელი
ხელმოწერა
შენიშვნები