„მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა“ და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.02.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3-10
სარეგისტრაციო კოდი 190020100.35.101.016122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,742 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 23.01.2025 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 25.07.2025 „საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 07.05.2016 თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 28.12.2023 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ავტობუსების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 11.05.2016

დოკუმენტის ტექსტი

„მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა“ და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის“ დამტკიცების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3-10 2015 წლის 17 თებერვალი ქ. თბილისი „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობებისა“ და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს: ა)  „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროექტის პირობები (დანართი 1); ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმა (დანართი 2). 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი 1 „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტის პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ,,იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა“ წარმოადგენს პროექტს (შემდგომში „პროექტი“) , რომელიც ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის ,,მეწარმეობის მხარდაჭერა“ ფარგლებში. 2.  პროექტი ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით საფინანსო ორგანიზაციებიდან იაფი ფინანსური რესურსებისადმი ხელმისაწვდომობას საკუთარი ბიზნესის დაწყებისა და განვითარების მსურველთათვის. 3. საფინანსო ორგანიზაცია გულისხმობს იურიდიული პირებს, რომელთა საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და მოქმედებენ კომერციულ ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პარტნიორი საფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენს საფინანსო ორგანიზაციას, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან (შემდგომში „მთავრობა“) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე. 4. პროექტის განხორციელების მიზნით ფორმდება შესაბამისი შეთანხმება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, საფინანსო ორგანიზაცია განიხილავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწოდებულ განაცხადებს ბიზნესის დაწყებისა და განვითარების სურვილის მქონე მეწარმეების დაფინანსების თაობაზე. მუხლი 2🔗. პროექტში მონაწილეობა 1. აღნიშნული პირობების შესაბამისად, პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ფიზიკურ და  იურიდიულ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ასევე იმ პირებს, რომლებსაც სურთ ახალი ბიზნესის დაწყება ან არსებულის განვითარება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში.  პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ასევე იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სოციალურ მეწარმეობას. 2. მონაწილეობის მსურველმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში (შემდგომში „სამსახური“) უნდა წარადგინოს: ა) პირადი განცხადება პროექტში მონაწილეობის თაობაზე ბ) განაცხადის ფორმა (დანართი) გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (არსებობის შემთხვევაში). 3. ფინანსური რესურსით სარგებლობა პროექტში მონაწილეობის მსურველს შეუძლია წელიწადში მხოლოდ ერთხელ. მუხლი 3🔗. სესხის გაცემის მიზნობრიობა 1. იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს პროექტები სხვადასხვა სექტორების და მიმართულებების მიხედვით. 2. მიღებული სესხის გამოყენება შესაძლებელია როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად 3. იაფი ფინანსური რესურსით სარგებლობა შეუძლიათ როგორც არსებულ ბიზნესებს, ასევე ახალი ბიზნესის დაწყების მსურველებს. 4.  პროექტების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებენ დედაქალაქში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თვითდასაქმებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ან სოციალური მეწარმეობის განვითარებას. მუხლი 4🔗. დაფინანსების მიღების პროცედურა 1. პროექტში მონაწილეობის მსურველი მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციას წარადგენს შესაბამის სამსახურში. 2. სამსახური განიხილავს პროექტში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციის სრულყოფილებას. 3. არასწორად შევსებული განაცხადის ფორმის წარმოდგენის შემთხვევაში, 5 სამუშაო დღის ვადაში სამსახური აცნობებს მონაწილეობის მსურველს აღნიშნულის შესახებ და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 4. წინამდებარე პირობების შესაბამისად, სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას შემდგომი ეტაპის გავლისთვის არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში სამსახური უგზავნის განმცხადებლის მიერ შერჩეულ პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას. 5. პარტნიორი საფინანსო ორგანიზაცია თავისი საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად და პროექტით გათვალისწინებული პირობებით განიხილავს განაცხადს და გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს სამსახურს და განმცხადებელს. 6. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო ორგანიზაცია სამსახურს წერილობით აცნობებს სესხის დამტკიცების პირობებს. 7. საფინანსო ორგანიზაციის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე სამსახური ამზადებს საკითხს მთავრობის სხდომაზე გასატანად. 8. იაფი ფინანსური რესურსის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. 9. მთავრობის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ სამსახური წერილობით აცნობებს პროექტში მონაწილეობის მსურველს. 10. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მთავრობა უზრუნველყოფს იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის მიზნით დამტკიცებული სესხის სტრუქტურიდან გამომდინარე შესაბამისი თანხის გადარიცხვას პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციაში არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 11. პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხი გაიცემა შემდეგი პირობებით: ა) წლიური საპროცენტო განაკვეთი: 6% ბ) სესხის პერიოდი: მაქსიმუმ 60 თვე გ) სესხის გადახდის შეღავათიანი პერიოდი განისაზღვრება საფინანსო ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად: გ.ა) საშეღავათო პერიოდი სესხის ძირითად თანხაზე მაქსიმუმ 12 თვის ოდენობით; გ.ბ) საშეღავათო პერიოდი სესხის პროცენტის ნაწილზე მაქსიმუმ 6 თვით; დ) სესხის გაცემის საკომისიო: 0% ე) სესხის წინსრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა: 0 (ნული) პროცენტი ვ) სპეციალურ ანგარიშზე მთავრობის მიერ ჩარიცხული თანხებიდან საფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხების თანხას საფინანსო ორგანიზაცია მთავრობის სასარგებლოდ დაარიცხავს სარგებელს 0%-ის ოდენობით ზ) სესხი გაიცემა ეროვნულ ვალუტაში (ლარში) თ) სესხის გაცემისათვის საჭირო სხვა პირობებს საფინანსო ორგანიზაცია განსაზღვრავს კონკრეტული პროექტისთვის ინდივიდუალურად, საფინანსო ორგანიზაციის მიერ დადგენილი შიდა სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად. 12. პროექტის მონაწილისთვის სესხის გაცემისთანავე საფინანსო ორგანიზაცია სამსახურს აცნობებს სესხის სრულად დაფარვის გრაფიკს. 13. საფინანსო ორგანიზაცია ყოველთვიურად აწვდის ინფორმაციას მთავრობას გაცემული სესხების მიმდინარეობის შესახებ. მუხლი 5🔗. პროექტის მონიტორინგი 1. პროექტის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური. 2. სამსახური სისტემატიურად იღებს საჭირო ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ახდენს მათ დამუშავებასა და ანალიზს, ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს. 3. იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტის ფარგლებში პარტნიორი საფინანსო ორგანიზაცია კონტროლს უწევს გაცემული სესხის მიზნობრიობას. დანართი 2 იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტი პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შეთანხმება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შესახებ ქ. თბილისი                                                                                                                   ---------, 2015 წელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა (შემდგომში ,,მთავრობა”) წარმოდგენილი ------სახით და ----- (შემდგომში ,,საფინანსო ორგანიზაცია”) წარმოდგენილი ---- სახით (შემდგომში ,,საფინანსო ორგანიზაცია” და ,,მთავრობა’’ ერთობლივად – ,,მხარეები’’, ხოლო ცალ-ცალკე – ,,მხარე’’), მოქმედებენ რა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, თანხმდებიან შემდეგზე: 1. შეთანხმებაში გათვალისწინებული წესითა და პირობებით ითანამშრომლონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტის (შემდგომში “ერთობლივი პროექტი”) წარმატებით განსახორციელებლად. 2. შეთანხმების მონაწილე მხარეები აცხადებენ, რომ: 2.1.ერთობლივ პროექტში მონაწილე თითოეული მხარე მიმართავს ყველა საჭირო ძალისხმევას აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის და ახდენს რა ამ მიზნით ფინანსური, მორალური თუ სხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსის მობილიზებას, მოელის ადეკვატურ პირდაპირ თუ არაპირდაპირ პოზიტიურ უკუგებას; 2.2.ერთობლივი პროექტი შესაბამისობაში იქნება საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის მომსახურების ხარისხთან და უსაფრთხოების მოთხოვნებთან; 2.3.ერთობლივი პროექტის სრულფასოვანი და ადეკვატური ფუნქციონირების მიზნით თითოეული მხარე იძლევა გარანტიას, რომ თავის მხრივ უზრუნველყოფს ტექნიკურ და პროცედურულ მხარეს, ისე რომ ისინი მუშაობის პროცესში იყვნენ ერთმანეთის თავსებადი. 3. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ: ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ასევე იმ პირებს, რომლებსაც სურთ ახალი ბიზნესის დაწყება ან არსებულის განვითარება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში. პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ასევე იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სოციალურ მეწარმეობას. 4. პროექტში მონაწილეობის მსურველის მიერ შევსებული განაცხადის ფორმის პირობებთან შესაბამისობას ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური (შემდგომში ,,სამსახური”). საფინანსო ორგანიზაცია აკონტროლებს გაცემული სესხების მიზნობრიობას. 5. ერთობლივი პროექტის განსახორციელებლად მთავრობის მიერ გამოყოფილი ფულადი რესურსი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგნაირად: 5.1. საფინანსო ორგანიზაციისა და მთავრობის მიერ პროექტების დამტკიცების კვალობაზე, თანხების ჩარიცხვა მოხდება ეტაპობრივად, მთავრობის მიერ საფინანსო ორგანიზაციაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე; 5.2. საფინანსო ორგანიზაცია გასცემს ერთობლივი პროექტით გათვალისწინებულ სესხებს წლიურ 6%-იანი განაკვეთით; 5.3. სპეციალურ ანგარიშზე მთავრობის მიერ ჩარიცხული თანხებიდან საფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხების თანხას საფინანსო ორგანიზაცია მთავრობის სასარგებლოდ დაარიცხავს სარგებელს 0%-ის ოდენობით; 5.4. სესხის გადახდის საშეღავათო პერიოდი განისაზღვრება საფინანსო ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად: 5.4.1. საშეღავათო პერიოდი სესხის ძირითად თანხაზე მაქსიმუმ 12 თვის ოდენობით; 5.4.2. საშეღავათო პერიოდი სესხის პროცენტის ნაწილზე მაქსიმუმ 6 თვით; 5.5. სესხის პერიოდი იქნება მაქსიმუმ 60 თვე; 5.6. სესხის გაცემის საკომისიო იქნება 0 (ნული) პროცენტი; 5.7. სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა 0 (ნული) პროცენტი; 5.8. სესხი გაიცემა ეროვნულ ვალუტაში (ლარში); 5.9. სესხის გაცემისათვის საჭირო სხვა პირობებს საფინანსო ორგანიზაცია განსაზღვრავს კონკრეტული პროექტებისთვის ინდივიდუალურად, საფინანსო ორგანიზაციის მიერ დადგენილი შიდა სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად. 6. ერთობლივი პროექტის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაცია მის მიერ სესხის წინასწარი დამტკიცების შემდეგ, იაფი ფინანსური რესურსის გასაცემად წერილობით მიმართავს მთავრობას, რომელიც თავის მხრივ განიხილავს პროექტის მონაწილის ბიზნესიდეას და იღებს გადაწყვეტილებას იაფი ფინანსური რესურსით მხარდაჭერის შესახებ. მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მთავრობის მხრიდან ხდება თანხის ჩარიცხვა სპეციალურ ანგარიშზე. 7. პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის გაცემა მოხდება მთავრობის მიერ სპეციალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საფინანსო ორგანიზაციასა და პროექტის მონაწილეს შორის საკრედიტო და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი პროექტის ფარგლებში დამტკიცებული სესხი გაიცემა ტრანშებად, მთავრობის მიერ შესაბამისი თანხის ჩარიცხვა მოხდება ტრანშებად, საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 8. პროექტის მონაწილისთვის სესხის გაცემისთანავე საფინანსო ორგანიზაცია სამსახურს აცნობებს სესხის სრულად დაფარვის გრაფიკს. 9. ერთობლივი პროექტის მიზნების განსახორციელებლად მთავრობის ანგარიშებზე განთავსებული თანხების თავისუფლად განკარგვას მთავრობა შეძლებს შემდეგ პირობების შესრულების შემდეგ: 9.1.პროექტის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხების ძირითადი თანხების დაფარვის კვალობაზე მთავრობას უფლება აქვს შეამციროს ანგარიშზე განთავსებული შესაბამისი თანხა. ამისათვის, ყოველი თვის 5 რიცხვამდე საფინანსო ორგანიზაცია ინფორმაციას მიაწვდის მთავრობას გაცემული სესხების მიმდინარეობის (ნარჩენი ვალდებულებები) შესახებ, ამავე თვის 1 რიცხვის მდგომარეობით. პარტნიორი საფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მთავრობას წერილობით წარმოუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია შეთანხმების შეწყვეტის ან მისი ვადის გასვლის შემთხვევაშიც, პროექტის მონაწილის მიერ სასესხო ვალდებულების სრულ დაფარვამდე. 9.2.იმ შემთხვევაში, თუ პროექტის მონაწილემ, რომელისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება იაფი ფინანსური რესურსი, დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი, ამასთან ვადაგადაცილება გაგრძელდა 60 დღეზე მეტ ხანს, საფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს მთავრობას. ამასთან, თუ აღნიშნული მონაწილის სესხის დაფარვის პერიოდი ნაკლებია 60 თვეზე, მხარეების მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროექტის მონაწილეს შესაძლებლობა ეძლევა არსებული სესხის დაფარვის პერიოდი გაზარდოს ერთობლივი პროექტის პირობებით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადამდე – 60 თვემდე. სესხის პერიოდის გაზრდის შემთხვევაში სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი რჩება უცვლელი. 9.3.სესხის 3 თვეზე მეტ ხანს (ერთ ჯერზე) გადაუხდელობის შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება პროექტს და მისი სესხის საპროცენტო განაკვეთი ავტომატურად გადავა საფინანსო ორგანიზაციასა და პროექტის მონაწილის შორის არსებული შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე, რის შემდეგაც საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მთავრობა უფლებამოსილი იქნება აღნიშნული თანხის ნარჩენი ვალდებულების შესაბამისი თანხა, განკარგოს საკუთარი შეხედულებისამებრ. 10. შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს ერთობლივი პროექტის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული თანხის მთავრობისთვის სრულად დაბრუნებამდე. მხარეები აზუსტებენ, რომ ამ შეთანხმების საგანზე მხარეთა შორის ახალი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ამ შეთანხმების ფარგლებში გაცემულ სესხზე გავრცელდება წინამდებარე შეთანხმება, ხოლო ამ შეთანხმებამდე გაცემულ სესხებზე შესაბამისად მოქმედებს ის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც არის გაცემული კონკრეტული სესხი. მხარეები უფლებამოსილნი არიან მოშალონ შეთანხმება აღნიშნულ ვადაზე ადრე ორმხრივად ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. 11. შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით და წესით. თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული ნებისმიერი პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ზიანი. 12. შეთანხმება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეები მიიღებენ ყველა ზომას, რათა მოლაპარაკების გზით გადაჭრილი იქნეს ნებისმიერი დავა თუ უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას შეთანხმებიდან გამომდინარე. მხარის პრეტენზია მეორე მხარის მიერ განიხილება მისი წერილობით ფორმით მიღებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან მოლაპარაკების გზით, მაშინ დავა განიხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 13. შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამ) ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა; 14. შეთანხმების რომელიმე მუხლის და/ან პუნქტის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ბათილობის შემთხვევაში დანარჩენი მუხლები და/ან პუნქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, ხოლო ბათილი მუხლის და/ან პუნქტის ნაცვლად კი მოქმედებს ისეთი მუხლი და/ან პუნქტი, რომლითაც ადვილად მიიღწევა შეთანხმების მიზანი; 15. შეთანხმებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, რომელიც ძალაში შევა თითოეული მხარის მიერ მასზე ხელმოწერის მომენტიდან; 16. შეთანხმების დანართ(ებ)ი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, შეთანხმებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, რომელიც ძალაში შევა თითოეული მხარის მიერ მასზე ხელმოწერის მომენტიდან. მხარეთა ხელმოწერები საფინანსო ორგანიზაცია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა  ---------------------------- საქართველო, თბილისი, 0160, შარტავას N7 /____________________/ /____________________/ -------------------------------- --------------------------------