ოქმი საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე
მიღების თარიღი 27.03.2014
ძალაში შესვლა 01.11.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №15/28
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016313
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2015
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით | ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ“ საიმპლემენტაციო ოქმი ოქმი საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმი „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“ ოქმი საქართველოსა და ბენილუქსის სახელმწიფოებს (ბელგიის სამეფო, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო,
ნიდერლანდების სამეფო) შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე
ოქმი
საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე
საქართველოს მთავრობა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“,
სურთ რა, უზრუნველყონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების (შემდგომში წოდებული როგორც „შეთანხმება“) იმპლემენტაცია;
შეთანხმების მე-19 მუხლის დებულებების თანახმად,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
კომპეტენტური ორგანოები
1. შეთანხმების მე-19 (1) (a) მუხლის დებულებების თანახმად, შეთანხმების იმპლემენტაციაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა შემდეგ კომპეტენტურ ორგანოებს:
საქართველოში:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
საკონტაქტო პუნქტი: საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება
მისამართი: ნოე რამიშვილის ქ. 38, თბილისი, 0190, საქართველო
ტელ./ფაქსი: +995 322 418522; +995 322 418515
ელ-ფოსტა: readmission@mia.gov.ge
ლიტვის რესპუბლიკაში:
a) რეადმისიის შესახებ განაცხადების მიღება, წარდგენა და დამუშავება:
მიგრაციის დეპარტამენტი
ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ
ლ. საპიეგოს 1, LT-10312 ვილნიუსი
ტელ.: +370 5 2717112/271 7284/271 9490
ფაქსი: +370 5 271 8210
ელ-ფოსტა: mdinfo@vrm.lt
b) ტრანზიტის შესახებ განაცხადების მიღება, წარდგენა და დამუშავება:
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური
ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ
სავანორიუ 2, LT-03116 ვილნიუსი
ტელ.: +370 5 271 9305
ფაქსი: +370 5 271 9306
ელ-ფოსტა: dvks@vsat.vrm.lt
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს კომპეტენტური ორგანოების ჩამონათვალში ან მათ საკონტაქტო ინფორმაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
მუხლი 2🔗
სახელმწიფო სასაზღვრო გამტარი პუნქტები
1. ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოებისა და მესამე ქვეყნის მოქალაქეების, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირების (შემდგომში წოდებულნი როგორც „რეადმისიას დაქვემდებარებული პირები“) რეადმისია და ტრანზიტით მიღება განხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების შემდეგ სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში:
საქართველოში:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ლიტვის რესპუბლიკაში:
ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტი
როდუნიოს კელიას 2, ვილნიუსი LT-02189, ლიტვა
ტელ.: +370 5 215 1370, +370 655 00176
ელ-ფოსტა: vilnius.vsat.vr.voupkp@vsat.vrm.lt
სახელმწიფო კომპანია „კაუნო აერუოსტასი“ (კაუნასის აეროპორტი)
კარმელავა, კაუნასის რაიონი LT-54460, ლიტვა
ტელ.: +370 37 399 319
ელ-ფოსტა: kauno.ou.u@vsat.vrm.lt
პალანგას საერთაშორისო აეროპორტი
ლიეპოიოს პლენტას 1, პალანგა LT-00169, ლიტვა
ტელ.: +370 46 053 688
ელ-ფოსტა: ws72105@vsat.vrm.lt
შიაულიაის საერთაშორისო აეროპორტი
ლაკუნუ 4, შიაულიაი LT-77103, ლიტვა
ტელ.: +370 41 598 512
ელ-ფოსტა: zokniu.pu.bd@vsat.vrm.lt
2. ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ სასაზღვრო გამტარი პუნქტების ჩამონათვალში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
მუხლი 3🔗
რეადმისიის შესახებ განაცხადთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები
1. რეადმისიის შესახებ განაცხადის სტანდარტული ფორმა, შეთანხმებაზე თანდართული როგორც დანართი 5 (შემდგომში წოდებული როგორც „რეადმისიის შესახებ განაცხადი“), ივსება მე-7 მუხლის შესაბამისად და ეგზავნება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ დამატებით დოკუმენტებთან ერთად. რეადმისიის შესახებ განაცხადი შეიძლება წარდგენილ იქნეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით. ფაქსის მიღების შესახებ შეტყობინება წარმოადგენს რეადმისიის შესახებ განაცხადის მიღების მტკიცებულებას.
2. რეადმისიის შესახებ განაცხადის გარდა, თუ ეს შესაძლებელია, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ყველა შემთხვევაში წარუდგენს შეთანხმების პირველ-მე-4 დანართებში მოცემულ დოკუმენტებს, შევსებულ „თითის ანაბეჭდების ევროპული სტანდარტის“ სტანდარტულ ფორმას იმ პირის თითის ანაბეჭდებთან და ფოტოსურათთან ერთად, რომელთან მიმართებაშიც ხდება რეადმისიის შესახებ განაცხადის წარდგენა (არ იგულისხმება ფოტოსურათის დასკანირებული ან სხვაგვარად დამზადებული ასლი). იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი უნდა იქნეს მე-2-მე-4 დანართებით გათვალისწინებული მტკიცებულება, ის უნდა იყოს ცხადი და ზუსტი, რათა შესაძლებელი გახდეს მისი გადამოწმება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარისთვის რეადმისიის ვალდებულების არსებობის განსაზღვრის მიზნით.
მუხლი 4🔗
გასაუბრებები
1. თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რეადმისიის შესახებ განაცხადის გარდა, არ შეუძლია შეთანხმების პირველ-მე-2 დანართებში მოცემული რომელიმე დოკუმენტის წარდგენა, ან თუ წარდგენილი დოკუმენტები არ არის საკმარისი და თუ რეადმისიის შესახებ განაცხადში მითითებულია რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების აუცილებლობა, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, რომელიც ამოწმებს რეადმისიის შესახებ განაცხადს, რეადმისიას დაქვემდებარებულ პირს ჩაუტარებს გასაუბრებას ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
2. რეადმისიას დაქვემდებარებულ პირს გასაუბრებას ჩაუტარებენ:
საქართველოს მხრიდან: ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამდებობის პირები;
ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან: საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამდებობის პირები.
3. რეადმისიას დაქვემდებარებულ პირს გასაუბრება უნდა ჩაუტარდეს რეადმისიის შესახებ იმ განაცხადის მიღების თარიღიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც შეიცავს გასაუბრების ჩატარების შესახებ მოთხოვნას. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს გასაუბრებას დაქვემდებარებული პირის მიყვანას მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში. ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, გასაუბრება ჩატარდეს დიპლომატიური წარმომადგენლობის, ან საკონსულო დაწესებულების შენობის გარეთ და ამ შემთხვევაში გასაუბრების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების (ტრანსპორტირება) დაფარვას უზრუნველყოფს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე. რეადმისიის შესახებ განაცხადზე პასუხი, რომელიც მოიცავს რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების შედეგებს, გაეგზავნება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შესაძლო უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს შეთანხმების მე-10 (2) მუხლით გათვალისწინებული ვადისა.
4. რეადმისიის შესახებ განაცხადზე პასუხის გაგზავნის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ რეადმისიის შესახებ განაცხადის მიღების თარიღიდან.
5. თუ რეადმისიას დაქვემდებარებული პირი დანიშნულ დროს არ ცხადდება გასაუბრებაზე და მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარისგან არ მიუღია რაიმე ინფორმაცია რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების დროის შეცვლის მოთხოვნაზე და არ არსებობს რეადმისიის დამუშავებისათვის აუცილებელი სხვა მტკიცებულება, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე წერილობითი ფორმით წარადგენს უარყოფით პასუხს რეადმისიის შესახებ განაცხადზე. ასეთ შემთხვევებში, მოთხოვნის წარმდგენმა ხელშემკვრელმა მხარემ, რომელსაც სურს იმავე პირის რეადმისია, ხელახლა უნდა წარუდგინოს განაცხადი მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს.
მუხლი 5🔗
რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაყვანისას წარსადგენი დოკუმენტები
1. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ რეადმისიის შესახებ განაცხადზე თანხმობის გამოხატვის შემდეგ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომელიც შეიცავს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ დეტალებს და ამ პირის გადაყვანასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელსაც თან ერთვის მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის თანხმობის ასლი რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მიღებაზე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეტყობინების წარდგენა ხდება გადაყვანის ფორმის შევსების გზით, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ოქმს როგორც დანართი 1 (შემდგომში წოდებული როგორც „გადაყვანის ფორმა“). გადაყვანის ფორმა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ელ-ფოსტით ან ფაქსით რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაყვანამდე სულ მცირე 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე.
3. თუ რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაყვანის თარიღი (შემდგომში წოდებული როგორც „გადაყვანის თარიღი“) გადაიდო მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ სამართლებრივი ან პრაქტიკული დაბრკოლებების გამო, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო გადადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც წარედგინება რეადმისიის შესახებ განაცხადი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში ნახსენები გადადების შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო განაახლებს გადაყვანის ფორმას ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების თანახმად.
5. თუ გადაყვანის თარიღი გადაიდო მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მხრიდან სამართლებრივი ან პრაქტიკული დაბრკოლებების გამო, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს გადადების შესახებ და შესთავაზებს მას გადაყვანის ახალ თარიღს.
მუხლი 6🔗
ტრანზიტის შესახებ განაცხადი
1. შეთანხმების მე-14 (1) მუხლის დებულებების გარდა, საჭიროების შემთხვევაში, ტრანზიტის შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგს:
a) ინფორმაცია ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის ავადმყოფობის ან ასაკის გამო ექთნის ზედამხედველობასთან ან მოხუცის მოვლასთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ საჭიროებებზე;
b) ინფორმაცია ტრანზიტს დაქვემდებარებულ პირთან ან/და მისი თანმხლები ესკორტის პერსონალთან დაკავშირებით უსაფრთხოების ან დამცავი ღონისძიებების შესაძლო საჭიროებაზე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია შეტანილი იქნება შეთანხმების მე-6 დანართით გათვალისწინებული ტრანზიტის შესახებ ერთობლივი განაცხადის ფორმის С („შენიშვნები“) სექციაში.
3. შეთანხმების მე-13 და მე-14 მუხლების თანახმად:
1) ტრანზიტის შესახებ განაცხადი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უნდა წარედგინოს ელ-ფოსტით ან ფაქსით დაგეგმილ ტრანზიტამდე სულ მცირე 15 (თხუთმეტი) დღით ადრე;
2) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ტრანზიტის შესახებ განაცხადზე პასუხს აგზავნის ელ-ფოსტით ან ფაქსით შეთანხმების მე-14 (2) მუხლით გათვალისწინებულ ვადაში. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ასევე მიუთითებს, ეთანხმება თუ არა ის ტრანზიტს, თარიღს, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის განსაზღვრულ სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტს, ტრანსპორტირების სახეს და თანმხლები ესკორტის წევრებს;
3) თუ მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს აუცილებელ პირობად მიაჩნია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მხრიდან დახმარება, ეს უნდა მიეთითოს ტრანზიტის შესახებ განაცხადის ფორმაში. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ადასტურებს, შეუძლია თუ არა მას აღმოუჩინოს დახმარება მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს;
4) საჰაერო გზით ესკორტის თანხლებით მგზავრობის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო მაქსიმალურად უზრუნველყოფს და დახმარებას გაუწევს ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის თვითმფრინავში ჩაჯდომას. ასეთ შემთხვევაში, ადგილზე წარმოდგენილი უნდა იყოს ასევე მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ესკორტის პერსონალი.
4. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე ყოველგვარი დაყოვნების გარეშე უკან მიიღებს შეთანხმების მე-13 (4) მუხლის თანახმად ტრანზიტს დაქვემდებარებულ პირს თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ:
1) ტრანზიტზე თანხმობა იქნა უარყოფილი ან გამოხმობილი შეთანხმების მე-13 (3) მუხლის შესაბამისად; ან
2) ტრანზიტს დაქვემდებარებული პირი უკანონოდ შევიდა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ან
3) ტრანზიტზე ან რეადმისიაზე თანხმობა იქნა უარყოფილი სხვა სატრანზიტო ქვეყნის ან საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მიერ; ან
4) ტრანზიტი ვერ მტკიცდება სხვა გარემოებების საფუძველზე.
მუხლი 7🔗
რეადმისია და ტრანზიტი ესკორტის თანხლებით
შეთანხმების მე-19 (1) (b) მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან რეადმისიას დაქვემდებარებული პირის თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით ესკორტის თანხლებით გადაყვანასთან ან ტრანზიტთან დაკავშირებულ შემდეგ დებულებებზე:
1) ესკორტის პერსონალი პასუხისმგებელი იქნება რეადმისიას დაქვემდებარებული პირების ესკორტირებასა და დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისთვის მათ გადაცემაზე;
2) ესკორტის პერსონალი თავის მოვალეობას ასრულებს შეუიარაღებლად და სამოქალაქო ტანსაცმელში. ესკორტის პერსონალი უნდა ფლობდეს რეადმისიაზე ან ტრანზიტზე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის თანხმობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ისინი ასევე ატარებენ თავიანთ სამსახურებრივ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს;
3) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ესკორტსა და დახმარებას იმ პერსონალის ჩართვით, რომელიც უფლებამოსილია ასეთი ამოცანების შესრულებაზე;
4) ესკორტის ორგანიზება განხორციელდება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ესკორტირების ან ტრანზიტის ოპერაციების განმავლობაში პერსონალის უფლებამოსილება შემოიფარგლება თავდაცვითი ფუნქციით. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ესკორტის პერსონალის სათანადო დახმარებით უზრუნველყოფა, ან თუ არსებობს აშკარად სახიფათო სიტუაციებში დამხმარე პერსონალის მხარდაჭერის საჭიროება, ესკორტის პერსონალი უფლებამოსილია, იმოქმედოს გონივრულად და პროპორციულად, რათა თავიდან იქნეს აცილებული რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის გაქცევა, მისი მხრიდან საკუთარი თავის ან ნებისმიერი სხვა პირის დაშავება, ან ქონების დაზიანება;
5) ესკორტის პერსონალი პასუხისმგებელი იქნება სამგზავრო დოკუმენტებისა და რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების ტარებაზე, აგრეთვე დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლისთვის ამ დოკუმენტების მიწოდებაზე;
6) ესკორტის პერსონალს არ აქვს უფლება, დატოვოს გადაცემის ადგილი რეადმისიას ან ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის გადაცემამდე;
7) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ყველა სატრანზიტო ქვეყნის ან საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მოქმედი ვიზების მოპოვებას თავისი ესკორტის პერსონალისთვის.
მუხლი 8🔗
ხარჯების დაფარვა
მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ რეადმისიის ან ტრანზიტის ოპერაციებთან დაკავშირებით გაღებული ხარჯები, რომლებიც შეთანხმების მე-15 მუხლის თანახმად უნდა გადაიხადოს მოთხოვნის წარმდგენმა ხელშემკვრელმა მხარემ, უნდა ანაზღაურდეს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ ევროებში, ანგარიშფაქტურის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
მუხლი 9🔗
ექსპერტთა კონსულტაციები
ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, შექმნან ექსპერტთა ორმხრივი კომისია. წინამდებარე ოქმის პირველ მუხლში მითითებული ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები დანიშნავენ კომისიის წევრებს და აღნიშნულის შესახებ აცნობებენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს. კონსულტაციები წინამდებარე ოქმის განხორციელებასთან დაკავშირებით გაიმართება საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში.
მუხლი 10🔗
კომუნიკაციის ენა
შეთანხმებით და წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების პროცესში ხელშემკვრელ მხარეებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ენა იქნება ინგლისური.
მუხლი 11🔗
ურთიერთობა სხვა შეთანხმებებთან
წინამდებარე ოქმი გავლენას არ იქონიებს ხელშემკვრელი მხარეების იმ უფლებებზე, მოვალეობებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარეობენ.
მუხლი 12🔗
დავების გადაწყვეტა
დავები და უთანხმოებები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ოქმის დებულებების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მოლაპარაკებების ან/და კონსულტაციების გზით.
მუხლი 13🔗
ოქმის ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და მოქმედების შეწყვეტა
1. წინამდებარე ოქმი ძალაში შევა შეთანხმების მე-18 მუხლში მოცემული რეადმისიის ერთობლივი კომიტეტის აღნიშნულის თაობაზე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ინფორმირებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. ასეთი შეტყობინება იგზავნება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, აცნობებენ ერთმანეთს წინამდებარე ოქმის ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის მიზნით, საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინებების გაცვლის შემდეგ, ლიტვის ხელშემკვრელმა მხარემ ამის თაობაზე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უნდა შეატყობინოს რეადმისიის ერთობლივ კომიტეტს. ლიტვის ხელშემკვრელმა მხარემ უნდა შეატყობინოს საქართველოს ხელშემკვრელ მხარეს რეადმისიის ერთობლივი კომიტეტისათვის ხსენებული შეტყობინების განხორციელების შესახებ.
2. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, წინამდებარე ოქმი ასევე წყვეტს მოქმედებას.
3. ხელშემკვრელ მხარეებს ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ შეიტანონ ცვლილებები წინამდებარე ოქმის დებულებებში. ასეთი ცვლილებების ინიციირება განხორციელდება წერილობითი ფორმით ხელშემკვრელი მხარეების მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. აღნიშნული სახით შედგენილი დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე ოქმის განუყოფელ ნაწილს.
4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ოქმის მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მოქმედების შეწყვეტა ამოქმედდება მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან 3 (სამი) თვიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
შესრულებულია ქ. თბილისში 2014 წლის 27 მარტს ორ დედნად; ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე, თითოეული ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის
სახელით
საქართველოს მთავრობასა და
ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის
საქართველოსა და ევროკავშირს შორის
უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ
შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე ოქმის
დანართი I
სახელმწიფო გერბი
მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტეტური ორგანოს დასახელება
(ადგილი და თარიღი)
მიმართვის ნომერი
_____________
_____________
(მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს დასახელება)
გადაყვანის ფორმა
საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპულიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე ოქმის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად
ინფორმაცია პირისა და ტრანსპორტირების პროცედურის შესახებ
1. სრული სახელი (ხაზი გაუსვით გვარს)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. დაბადების თარიღი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. სამგზავრო დოკუმენტი (მიუთითეთ ტიპი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნომერი _______ მოქმედების ვადა: __________ -დან __________-მდე (წელი)
4. ტრანსპორტირების საშუალებები (საჰაერო გზით)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. თარიღი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. დრო
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. გადაცემის ადგილი (სასაზღვრო გამტარი პუნქტი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. ტრანსპორტირება ესკორტის თანხლებით დიახ არა
დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიუთითეთ ესკორტის პერსონალის მონაცემები
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10. გადაცემის ადგილზე გასატარებელი უსაფრთხოების ზომები
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ხელმოწერა)
(ბეჭედი/შტემპელი)
საქართველოს მთავრობასა და
ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის
საქართველოსა და ევროკავშირს შორის
უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ
შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე ოქმის
დანართი II
საქართველოს ეროვნული დღესასწაულები
(საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით)
1. ეროვნული დღესასწაულები
a) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები
b) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე
c) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე
d) 3 მარტი – დედის დღე
e) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
f) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე
g) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია)
h) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
i) 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე
j) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
k) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა)
l) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე
m) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე
ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულები
(ლიტვის რესპუბლიკის შრომის კოდექსის მიხედვით)
2. ეროვნული დღესასწაულები
a) 1 იანვარი – ახალი წელი
b) 16 თებერვალი – დამოუკიდებლობის დღე
c) 11 მარტი – დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
d) ქრისტიანული აღდგომის კვირა და მომდევნო ორშაბათი (დასავლური ტრადიციების მიხედვით)
e) 1 მაისი – შრომის საერთაშორისო დღე
f) მაისის პირველი კვირა დღე – დედის დღე
g) ივნისის პირველი კვირა დღე – მამის დღე
h) 24 ივნისი – წმინდა იოანეს დღე
i) 6 ივლისი – ლიტვის მეფე მინდაუგასის მეფედ კურთხევის ეროვნული დღე
j) 15 აგვისტო – ღვთისმშობლის მიძინების დღე
k) 1 ნოემბერი – ყველა წმინდანის დღე
l) 24 დეკემბერი – შობის წინა დღე
m) 25-26 დეკემბერი – შობა
.