„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20,30.05.1998, გვ.19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას წარუდგენს იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მიმართ შეიძლება შემოღებულ იქნეს შეზღუდვები საქართველოს საბაჟოს გავლით საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე (იმპორტზე);“.
2. მე-6 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო პროდუქციის და მომსახურების ნუსხას;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან შეთანხმებულ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხას;“.
3. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან ერთად განსაზღვრავენ და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ საკონტროლო სიებსა და საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია, საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი სიის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მიმართ შეიძლება შემოღებულ იქნეს შეზღუდვები საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე (იმპორტზე) საქართველოს საბაჟოს გავლით.“.
4. მე-8 მუხლის:
ა) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო ნებართვას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ასლებს.
8. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით აღნიშნული პროდუქციის, ასევე სანადირო გლუვლულიანი, სასპორტო, ჯილდოდ მიღებული, გაზისა და საფანტის, საკოლექციო იარაღისა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე.“;
ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. საქართველოს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, სასწავლო და სამხედრო დანიშნულების დამხმარე ქონების, აგრეთვე მათი შემადგენელი ნაწილების ნიმუშების რემონტის მიზნით გადაადგილება საქართველოს საბაჟოზე ხორციელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის შესახებაც ეცნობება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას.“.
5. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტი, გარდა ისეთი სახის ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით არ არის აღნიშნული, ხორციელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს ნებართვით. ნებართვის გაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას.“.
6. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ინტერესების შესაბამისად, ამტკიცებს იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მიმართ შეიძლება შემოღებულ იქნეს შეზღუდვები საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე საქართველოს საბაჟოს გავლით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 11 ნოემბერი.
№2094-IIს