ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 19.02.2015
ძალაში შესვლა 01.03.2015
ძალის დაკარგვა 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 020090000.10.003.018449
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.03.2011
დოკუმენტის ტექსტი
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №64
2015 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრების აპარატებს, ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს:
მუხლი 1🔗
საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა:
1. 2015 წლის 31 მარტამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2013-2014 წლების შეფასება და ინფორმაცია 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ შესაბამისად, №1 და №2 დანართების მიხედვით.
2. 2015 წლის 15 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტი, შესაბამისად, №3 და №4 დანართების მიხედვით.
მუხლი 2🔗
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა (გარდა საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 30 აპრილამდე წარუდგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ, №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
საქართველოს სამინისტროებმა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დამტკიცებული, თავიანთი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ 2015 წლის 4 ივლისამდე.
მუხლი 4🔗
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველადი ვარიანტი.
მუხლი 5🔗
ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა, 2015 წლის 3 აგვისტომდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოწონებული, ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი.
მუხლი 6🔗
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა), ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან - გუბერნატორებთან შეთანხმებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, 2015 წლის არა უგვიანეს 13 ნოემბრისა, წარუდგინონ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ.
მუხლი 7🔗
ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
მუხლი 8🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 მარტის №206 დადგენილება.
მუხლი 9🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი