„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ “ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.172.016075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

            „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
   „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების  სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №61 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016061)   დამტკიცებულ „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების  სოციალურ  პროგრამაში“   შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 ა) პროგრამის  მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,6 ქვეპროგრამით გათვალისწინებულია (ექიმის დანიშნულებით) ბენეფიციარისათვის გამოკვლევის დაფინანსება, რომლის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთას) ლარს, გარდა მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“;

  ბ) პროგრამას დაემატოს  შემდეგი შინაარსის მუხლი 61:

  ,,მუხლი 61. კოქსართროზის (მენჯ-ბარძაყის ოსტეოართროზი)  ქირურგიული მკურნალობის ქვეპროგრამა.

1. სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნია საკმარისი ფინანსური სახსრები, რომ უზრუნველყოს კოქსართროზის ქირურგიული მკურნალობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რის გამოც იზრდება დაავადებათა გართულებების რაოდენობა, დროებითი და მყარი შრომისუუნარობის შემთხვევები.

2. კოქსართროზის ოპერაციული მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება.

3.ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ ამბროლაურის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური კატეგორიისათვის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების ჩატარებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 4.ქვეპროგრამის ფარგლებში მოსარგებლის დაფინანსების თანხა შეადგენს  არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.

5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისებით ვერ ისარგებლებენ სახელწიფო ბიუჯეტის ფარგლებში 100%-ით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის მოსარგებლეები, ასევე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი არ, ან ნაწილობრივ ითვალისწინებს აღნიშნულ ქირურგიულ მკურნალობას.

 6.დაფინანსების საფუძველს წარმოადგენს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა;

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;

 ე) ცნობა სადაზღვეო კომპანიიდან მოსარგებლის დაფინანსების შესახებ (ინდივიდუალური და კორპორატიული დაზღვევით მოსარგებლეებისათვის).

7. ქვეპროგრამის მოცულობით არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული მკურნალობა (პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შემდეგ), საზღვარგარეთ მკურნალობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე