საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის შექმნისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 19.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 450190000.10.003.018451
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 941 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 25.06.2025 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 79% 21.10.2025 საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 79% 31.12.2018 გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 79% 13.12.2016 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 79% 17.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის შექმნისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №66 2015 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის შექმნისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 საქართველოს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) კონსტიტუციის მე-7 მუხლის და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე: 1.  შეიქმნას   საქართველოს  იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია. 2. დამტკიცდეს საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის  თანდართული  დებულება. მუხლი 2🔗 საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია განისაზღვროს, ,,საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №508 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის  უფლებამონაცვლედ.  მუხლი 3🔗 დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) ძირითადი ამოცანებია UNESCO-ს  საქმიანობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა, UNESCO-ს  პრიორიტეტების შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, ეროვნულ დონეზე UNESCO-ს საქმიანობის პოპულარიზაცია, მისი მიზნებისა და ფასეულობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს  საერთაშორისო  ხელშეკრულებებითა  და  შეთანხმებებით,  სხვა სამართლებრივი აქტებით, ასევე UNESCO-ს კონსტიტუციით,    UNESCO-ს ეროვნული კომისიებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის წინამდებარე დებულებით. 3. კომისიას აქვს საბანკო ანგარიში, სატიტულო ბლანკი, ლოგო და ბეჭედი წარწერით „საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია“. 4. კომისიის მისამართია: ჩიტაძის ქ. 4, თბილისი 0118, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებები კომისიის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) ორგანიზაციის პოპულარიზაციასა და მის საქმიანობაში ქვეყნის ჩართულობის გაზრდის მიზნით, UNESCO-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების თაობაზე, საქართველოს მთავრობისთვის, შესაბამისი სამინისტროებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, დაწესებულებებისა და ასოციაციებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ექსპერტებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათთვის კონსულტაციის გაწევა; ბ) UNESCO-ს ძირითადი პროგრამების შესახებ საქართველოს შესაბამისი უწყებებისთვის/ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა; გ) UNESCO-ს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების და UNESCO-ს ჯილდოების შესახებ შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება; დ) UNESCO-ს აღმასრულებელ საბჭოზე და გენერალურ კონფერენციაზე განსახილველ ძირითად საკითხებთან მიმართებაში ქვეყნის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების მომზადება; ე) UNESCO-ს მმართველი და დამხმარე ორგანოების არჩევნებში საქართველოს მხრიდან კანდიდატურების  წარდგენასა    და     არჩევნებში     სხვა     ქვეყნების     კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ვ) შესაბამისი     უწყებებისა     თუ    ორგანიზაციებისთვის    UNESCO-ს    მიერ    მიღებული დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა; ზ) კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება, საინფორმაციო ვებ-გვერდის შექმნა და მართვა; თ) UNESCO-ს კვლევებსა და გამოკითხვებში მონაწილეობა; ი) UNESCO-ს სამდივნოსა და საქართველოს შესაბამის სამთავრობო უწყებებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია; კ) ეროვნულ დონეზე ადგილობრივ პარტნიორებთან და UNESCO-ს ქსელის წევრებთან (UNESCO-ს ოფიციალური არასამთავრობო ორგანიზაციები, UNESCO-ს კლუბები, UNESCO-ს კათედრები, ასოცირებული სკოლები, კეთილი ნების ელჩები, ხელოვანები მშვიდობისთვის და სხვა) თანამშრომლობის უზრუნველყოფა და მათი UNESCO-სთან ურთიერთობის კოორდინაცია; ლ) უცხო ქვეყნების ეროვნულ კომისიებთან თანამშრომლობის განვითარება, ერთობლივი პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება; მ) UNESCO-ს სამდივნოსთან თანამშრომლობით, ორგანიზაციის პროგრამის შემუშავებაში, მის განხორციელებასა და შეფასებაში მონაწილეობა; ნ) UNESCO-ს გენერალური კონფერენციის, აღმასრულებელი საბჭოსა და UNESCO-ს სხვა ორგანოებისა და კომიტეტების სხდომების მუშაობაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის კოორდინაცია, გენერალური დირექტორის რეგიონალურ კონსულტაციებში მონაწილეობა; ო) UNESCO-ს პროგრამების ფარგლებში წარმოდგენილი ნომინაციების შერჩევა; პ) UNESCO-ს „მონაწილეობის პროგრამის“ და სხვა პროგრამების ფარგლებში შემუშავებული პროექტების შერჩევა; ჟ) UNESCO-ს „მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის შესაძლებლობათა განვითარების მიზნით,  პროექტების შემუშავება და განხორციელება. მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა და მუშაობის ორგანიზაცია 1. კომისია შედგება 12 წევრისაგან: კომისიის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და კომისიის სხვა წევრებისაგან. 2. კომისიის წევრები შესაძლოა იყვნენ UNESCO-ს კომპეტენციის სფეროების საქართველოს შესაბამისი სამინისტროების, სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  დამოუკიდებელი ექსპერტები. 3. საქართველოს სამინისტროები წარმოდგენილი უნდა იყვნენ მინისტრის მოადგილის დონეზე. 4. კომისიის წევრებს ნიშნავს კომისიის პრეზიდენტი. საქართველოს სამინისტროების  წარმომადგენლების  შემთხვევაში,  დანიშვნა  ხდება  შესაბამისი  უწყებების წარდგენის საფუძველზე. 5. კომისიის სატიტულო ბლანკს ხელს აწერს კომისიის პრეზიდენტი/ვიცე- პრეზიდენტი/გენერალური მდივანი. 6. კომისიის წევრები მუშაობენ ანაზღაურების გარეშე. 7. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის პრეზიდენტი, კომისიის გენერალური მდივნის რეკომენდაციის საფუძველზე. 8. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 9. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ შეკრებას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება ხმათა  უმრავლესობით. 10. UNESCO-ს კომპეტენციაში შემავალი სფეროების კონკრეტული პრობლემატიკის გადაჭრის მიზნით, კომისია უფლებამოსილია შექმნას საექსპერტო ჯგუფი. 11. კომისიის ნებისმიერ წევრს შეუძლია კომისიის შემადგენლობიდან გასვლა, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობოს კომისიის პრეზიდენტს. მუხლი 4🔗. კომისიის პრეზიდენტი 1. კომისიის პრეზიდენტია საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ნიშნავს კომისიის წევრებს, საექსპერტო ჯგუფის წევრებს და სამდივნოს წევრებს, იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის სხდომას. 2. კომისიის პრეზიდენტი წარმოადგენს კომისიას UNESCO-სა და UNESCO-ს წევრი ქვეყნების  კომისიებთან, წევრი ქვეყნების შესაბამის დაწესებულებებსა  და  ორგანიზაციებთან. 3. ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას UNESCO-ს გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობის დროს. 4. კომისიის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციას ასრულებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტი. მუხლი 5🔗. კომისიის ვიცე-პრეზიდენტი კომისიის ვიცე-პრეზიდენტია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებს იუნესკოს საკითხებზე მომუშავე სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მუხლი 6🔗. კომისიის სამდივნო 1. კომისიის საქმიანობას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო. 2. კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს კომისიის გენერალური მდივანი, რომელიც არის საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საკითხებზე მომუშავე  სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. 3. კომისიის სამდივნოს წევრები არიან კომისიის გენერალური მდივნის წარდგინებით კომისიის პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუნესკოს საკითხებზე მომუშავე   სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლები. 4.  კომისიის სამდივნოს ფინანსური დოკუმენტაციის წარმოებაში დახმარებას უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირი. 5. კომისიის გენერალური მდივანი: ა) წარმოადგენს კომისიის სამდივნოს UNESCO-სა და UNESCO-ს წევრი ეროვნული კომისიების სამდივნოებთან, წევრი ქვეყნების შესაბამის დაწესებულებებსა და  ორგანიზაციებთან; ბ) უზრუნველყოფს ეფექტურ თანამშრომლობას UNESCO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან ინფორმაციისა და კოორდინაციის ურთიერთგაცვლის საფუძველზე; გ)   UNESCO-ს პოპულარიზაციის მიზნით,   იღებს გადაწყვეტილებას ეროვნულ დონეზე ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის შესაბამისი ლოგოს მიწოდების თაობაზე; დ) წარუდგენს რეკომენდაციას კომისიის პრეზიდენტს სხდომის მოწვევის თაობაზე; ე) კომისიას წარუდგენს რეკომენდაციებს „მონაწილეობის პროგრამით“ გათვალისწინებული და/ან სხვა პროექტების შემუშავების, შეფასებისა და განხორციელების შესახებ; ვ) კომისიას წარუდგენს ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) ხელს აწერს სატიტულო ბლანკს და ფინანსურ დოკუმენტაციას, აფორმებს ხელშეკრულებებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ UNESCO-ს მიერ დაფინანსებულ „მონაწილეობის პროგრამით“ გათვალისწინებულ კონკრეტულ პროექტებს ან კომპეტენციის ფარგლებში, სხვა პროექტების შემსრულებლებთან. მუხლი 7🔗. კომისიის მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა კომისიის მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, გამოიყენება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.